ყოველივე დაწერილი – მძღნერია!

Posted 3:00 PM by Nina in თემები

artaud

ავტორი:ანტონენ არტო

მთარგმნელი: ალექს ჩიღვინაძე

ყველა ის ვინც გვევლინება, უცნობია საიდან და ცდილობს გამოხატოს ის რაც ხდება მის ცნობიერებაში – ღორია. ყველა ჩვენი მწერალი და ხელოვანი ბოსელში გამომწყვდეული საქონელია, განსაკუთრებით ჩვენს დროში.
ყველა ვინც თავს ციტატებით იჭედავს, აუპატიურებს ცნობიერების განსაზღვრულ, თავის ტვინში იზოლირებულ ნაწილს. ყველა ვინც ენის ვირტუოზად გვევლინება; ყველა ვისთვისაც სიტყვა რამეს ნიშნავს; ყველა ვისაც სულიერების ამაღლებული სფეროების თუ ფილოსოფიის ახალი მიმართულების სჯერა; აძლევენ კიდეც განსაზღვრებებს ამ ახალ მიმართულებებს და დროის სულს გამოხატავენ – შევეცი მათ ნატიფ ოსტატობას და მექანიკურ ღრჭიალს ტვინისას, იმიტომ რომ ყველანი ღორები არიან.

ისინი, ვისთვისაც განსაზღვრული სიტყვები და საქციელის განსაზღვრული ტიპები აზრის მატარებელია; ისინი ვინც იმდენად ზუსტნი არიან; ვინც თვლის, რომ შესაძლოა აზრთა კლასიფიცირება და დაეძებენ, დაობენ კიდეც ამ სიცილის მომგვრელ კლასიფიცირებაზე; ვისაც კვლავ სჯერა “განსაზღვრების”; ვინც განიხილავს თანამედროეობის მოჭარბებულ იდეებს; ისინი ვისი ქალბატონებიც ასე ჭკვიანურად მსჯელობენ და თვითონ ქალბატონებიც ასე ლამაზად მოსაუბრენი ახალ გავლენებზე; ისინი ვისაც კიდევ სჯერა გონებრივი განვითარების; ვინც სხვის მაგალითს მისდევს; ვინც აქეთ-იქით ფანტავს ცნობილ სახელებს; ვინც რეკომენდაციებს უწევს წიგნებს; ყველა ისინი ბინძური ღორები არიან. ახალგაზრდა ადამიანო, თქვენ სრულიად გამოუსადეგარი ხართ. არა, მე წვერებიან კრიტიკოსზე ვმსჯელობ. მე უკვე გითხარით თქვენ: არავითარი ნაწარმოებები, არავითარი ენა, არავითარი სიტყვები, საერთოდ არაფერი.

არაფერი გარდა ნერვული აფეთქებისა, შიგ ცნობიერების ეპიცენტრში არაგონივრული ნაბიჯების მდგომარეობა. და ნუ მოელით ჩემგან მის ზუსტ განსაზღვრებას ან იმის თქმას რამდენად ყალბია მისი ნაწილი. ან რას იწონის? იმედიც ნუ გექნებათ, რომ დისკუსიაში ჩამითრევთ, რადგან სწორედ აქ დავივიწყე და დავიწყე – ასე გაუცნობიერებლად იმისა თუ რა არის ფიქრი – ნება მომიცია თქვენ თავად ახსნათ და აღწეროთ ეს მდგომარეობა. გამოხატოთ მრავალფეროვანი სიტყვების ნათლად განსაზღვრული მნიშვნელობების საშუალებით. სიტყვების, რომელთაც საკმაოდ ზუსტი, ღრმა აზრის ელფერი და ყველა ნიუანსი შეუძლიათ გადმოსცენ.

ოჰ, ყველა ეს განუსაზღვრელი მდგომარეობა. ეს სულიერების ამაღლებული პოზიციები, ცნობიერების პრობლემები, წამიერი ჩავარდნები, რომლებიც რთავენ ჩემს გრძელ საათებს და ოჰ, ეს ხმები, ფაქტებით დამძიმებული, დანაგვიანებული განწყობები... მე ხშირად ვმეორდები და ჩემს მსჯელობებში, არ შეინიშნება განსაკუთრებული პროგრესი, მაგრამ სინამდვილეში მე გაცილებით მეტს მივაღწიე, ვიდრე თქვენ წვერებიანო ვირებო, კეთილგონიერო ღორებო, ყლეს მონატრებულო ხელოვნებამცოდნეებო, ცრუ სიტყვების ოსტატებო და მწერალო-ონანისტებო, გონებაშეზღუდულო პორტრეტისტებო, საქონლის გამყოლებო, ჩემი ენის ჭირო.

იხილეთ ვრცლად

 

http://demo.ge/



0 comment(s) to... “ყოველივე დაწერილი – მძღნერია!”