Posted By eko
ეს დაუჯერებელია, მაგრამ შენ წინაშე არიან ყველაზე სიმპათიური უცოლო ბიჭები ამერიკის სხვადასხვა შტატიდან! ასეთი გენიალური საახალწო საჩუქარი ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა პირადად შენ გაგიკეთეს. შენს ფავორიტს შეგიძლია ე-მაილ-იც მისწერო და დაუმეგობრდე კიდეც.
ფლორიდა წარმოგიდგენს:
ადამ მილერი
ასაკი: 24 წლის
ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი.
E-MAIL: FL.bachelor09@gmail.com
საკუთარ თავზე: “ძალიან სპონტანური, მაგრამ ამავე დროს მშვიდი ადამიანი ვარ. ყოველთვის მზად ვარ გართობისა და მხიარულებისთვის”.
გოგონები ცდებიან იმაში: რომ ფიქრობენ: აბსოლუტურად ყველა მამაკაცს მათგან მხოლოდ სექსი უნდა.
პაემანზე აღიზიანებს: როდესაც ქალს მეტისმეტად ბევრი კოსმეტიკური საშუალება აქვს სახეზე.
ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ: ჩვენ იმდენს ნამდვილად არ ვფიქრობთ, რამდენიც თქვენ წარმოგიდგენიათ. ნუ დაიძაბებით! ყველაფერი ძალიან მარტივია. როდესაც უბრალო დეტალში რაღაც ღრმა აზრს ეძებ, ეს მამაკაცს აღიზიანებს და სურვილი უჩნდება უკანმოუხედავად გაიქცეს.
მისური
რაიენ მაგელი
ასაკი: 22 წლის
ფინანსების ფაკულტეტის სტუდენტი.
E-MAIL:MO.bachelor09@gmail.com
საკუთარ თავზე: “როგორც დედაჩემი ამბობს, ბევრს ვფიქრობ სხვებზე! მართლაც მაღელვებს სხვა ადამიანების გრძნობები. ძალიან ემპათიური ვარ”.
ქალის სხეულის საყვარელი ნაწილი: “ღიმილი! ყველაფერი დანარჩენი უჩემოდაც აქვს! აი ღიმილს კი დამსახურება უნდა!”
კენტუკი
ერიკ კოტნერი
ასაკი: 23 წლის
კერძო საკუთრების აგენტი
E-MAIL:KY.bachelor09@gmail.com
საკუთარ თავზე: “ძალიან ვნებიანი ადამიანი ვარ! მიყვარს გართობა და არასდროს არ ვიცი წინასწარ, რას მოვიმოქმედებ!”
ის ეძებს: “ქალს, რომელსაც შეუძლია ყველაფერი დამავიწყოს. მინდა, ჩემი მიკროსამყარო დაანგრიოს, თავბრუ დამახვიოს და სრულიად დაუვიწყარი შეგრძნებები ვაჩუქოთ ერთმანეთს.