ქრისტერია

Posted 2:00 PM by Nina in თემები , , , ,

goQ1uU6jOlj7173xIMleJ0Ceo1_400

Posted by Old_Angel_Midnight

ეს ოსირისია. სხვები ამბობენ, რომ მისი სახელია რა და რომ ღმერთი რომელიც დასავლეთით სუფევს, არის რას ფალოსი, რომლის საშუალებითაც ის საკუთარ თავთან მარტო დარჩენას ახერხებს.

(გარდაცვლილის წარდგენა ღმერთებთან, ეგვიპტური მკვდართა წიგნი)

გაასრულა ქადაგება და  ჩამოვიდა ეშმაკი კათედრიდან. იქ მყოფნი იძულებულნი შეიქმნენ, მიახლებოდნენ და ტრაკზე ეკოცნათ მისთვის. „ის ყინულივით ცივი იყო და მისი სხეული, მაგარი როგორც ქვა.“ - ასე იფიქრეს მასთან შეხებისას.

აგნეს სემპსონი, 1590 წ.

სანამ ადამიანები ნაციონალიზმის უგუნურ კულტზე და მექანიზირებული ახალის იერუსალიმისკენ მიმავალი პროგრესის აპოკალიფტური რწმენის რეკლამირებაზე არ იტყვიან უარს და კოსმიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტებთან უფრო მეტად მისადაგებულ სიცოცხლის ფილოსოფიამდე არ მივლენ, ხანგრძლივი მშვიდობა არასოდეს დადგება.

ოლდოს ჰაქსლი

საქმე იმაშია, რომ სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება და ვიდრე ჩვენ ვცდილობთ რეაქტიულად მოვნიშნოთ წერტილები ჩვენს სამოძრაო სივრცეში, სამყარო ისეთი კონფიგურაციის მიღებას ასწრებს, რომელიც ჩვენს მიერ შექმნილ და წარმოდგენილ მოდელითან შედარებით საფუძვლიან სხვაობას იძლევა და  ყოველთვის ერთი ნაბიჯით გვისწრებს წინ.

როგორც წესი, იმის აღწერით ვიწყებ ხოლმე, თუ რატომ გადავწყვიტე  ამ სტატიის დაწერა, და ზოგადად, რა თემებს შევეხები, საბოლოოდ რისი თქმა მსურს, რა გამოსავალი არსებობს ამა თუ იმ გართულებული, დაბუჟებული რეალობებიდან და ასე შემდეგ. ასეთი მიდგომა და ერთგვარი გეგმის ჩამოყალიბება, მევე მიმარტივებს საქმეს. მაგრამ ახლა მსგავსი არაფერი. რა დავწერო, როცა თვითონ აზრზე არ ვარ. თავიდან რათქმაუნდა, ვიცოდი რაზეც ვაპირებდი ჩემი მსჯელობის აგებას, მაგრამ ის შინაარსები მაშინვე გაქრნენ, როგორც კი პირველი აბზაცი ჩავამთავრე. როცა ვიფიქრე, რომ უმნიშვნელოა ეს ყველაფერი. მაინც არაფერი არ შეიცვლება.

სეზამ გაიღე - გამოსვლა მინდა!

როცა ამ მდგომარეობაში ავღმოჩნდები და შეგულებულ, მოფიქრებულ თემებს თავისდაუნებურად სანაგვეზე მოვისვრი. მრჩება ერთი მეთოდი. ავღწერო საკუთარი მდგომარეობა, თუნდაც არაფრისმთქმელი და მოსაწყენი. შემდეგ კი თანდათან აინთება მწვანე და ჩემი აზროვნების ბიო-მანქანა გაიკვლევს გზას, ლოგიკისა და აბსურდის სტეპებში, პოლიტიკისა და კულტურის, ლიტერატურისა თუ ასტროლოგიის გაუვალ ჯუნგლებში.

მაშ, ასე... გარეთ ქარიშხალია. (ახლა უნდა დაგიხატოთ, როგორია ეს ქარიშხალი, თორემ გარეთ რომ ქარია, ამის თქმაც შსს-ს თანამშრომელიც შეძლებს) როგორია და ყველა გამოყლევებულ მეფეს ერთდროულად რომ მოექნია  ხმალი, ალბათ ასეთ ხმას მივიღებდით. ან ზევსს უზარმაზარი მტვერსასრუტის მილი რომ ექნია ყლესავით, ასეთი ძლიერი სიჩქარე ექნებოდა ჰაერის ჭავლს. ალბათ ყველა ვამპირული რომანის, სადღაც 87 გვერდზე, რომ ფანჯარა გააღო, ფარდა ააფრიალა და ყველა სანთელი ჩააქრო, ასეთი ქარიშხალი იქნებოდა. მგონი საკმარისია. ჰოდა, ვზივარ, ვუსმენ უცნაური სახელწოდების ტრეკს: Iguazu. წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავს.

რაა ისტორია ისტერიის გარეშე, როცა რაკეტები ბაჭიებივით დახტუნაობენ ცაზე...

თუ ამ მეთოდმაც არ გაამართლა და არ გამიყვანა იმ ორბიტაზე, სადაც ტყუილ-მართალი და ჭეშმარიტი პასტმადერნისტისთვის ყურად_საღები, ხელ-ფეხ-ყლე-გა საღები ინფო&აზრები იტრიალებს, რჩება შემდეგი ვარიანტი. ან რაიმე ისტორია უნდა მოვიგონო, ვიღაც აყროლებული, ბებერი მწერალივით. ანაც სტატიას შევეშვა და სასმელის ძებნა დავიწყო. მაგრამ ადგილიდან არ ვიძვრები. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თქვენ შეძლებთ ამ სიტყვების და შემდეგ კიდევ სხვა სიტყვების წაკითხვას. თუ ტექსტი აქ წყდება. ე.ი. მომიტაცეს და აუცილებლად დარეკეთ 022. ან უმა თურმანი მოვიდა ჩემთან და არ დარეკოთ პაპარაცებთან.

მოკლედ ისევ დასაწყისს, რომ მივუბრუნდე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავში ეგრევე მომივიდა სათაური - „ქრისტერია“. ვიფიქრე ლექსი ხომ არ დავწერო-მეთქი: რაღაც ისეთი, დადაისტური: ქრისტერია ქრისტერია  ის შტერია ის გველია ის ყვერია... მაგრამ მივხვდი სირობა გამოდიოდა და გადავიფიქრე.

ე.ი რას ვაპირებდი... სულ პირველად „კულტურული ცხოვრების განსხვავებულ ხედვაზე“ მცირე ოპუსის შექმნა მსურდა. ეს ფრაზა ერთ-ერთი ქართული მუსიკალურ არხზე, შოუ-ბიზნესის შესახებ გაკეთებული გადაცემის ქუდში ისმის, ამავდროულად ჩანს კადრი: თუ როგორი უ-რაღაცესი სასოებით იწერს ბებერი ლეილა აბაშიძე (ქართული მელოდრამების მსახიობი) პირჯვარს. შემდეგი კადრი უკვე ნაომი ქემბელის შიშველი ტრაკია. მათ ფონზე კი „წკრიალა“ ხმით ჟღერს: „კლუტურული ცხოვრების განსხვავებული ხედვა“. ნამდვილად მომხიბლავად გამოიყურებოდა ის სარკაზმი, რომლის გამოყენებასაც ამ ტექსტში მოვახერხებდი. ამას დაემატა ისიც, რომ წავიკითხე საპატრიარქოსა&სხვა რელიგიათა გლავარების მიმართვა, რომელიც არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს და აბორტს შეეხებოდა... ზედმეტად გამაღიზიანებელი იყო მთელი ეს გონებაშეზღუდულობა. მერე ვნახე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილისთვის ამორტყმული პანჩური. მანამდე - 2000 რჩეული (უკრაინული ძუძუ&ტრაკის) დამკვირვებელი უკრაინაში. მოკლედ ამ ყველაფრის ერთად მოქცევას ვაპირებდი და არა „ასავალ-დასავლურ“ ენაზე, საფუძვლიან მიჯმას. მაგრამ, როგორც ავღნიშნე, მძლავრად დავიკიდე.

რობოტი ჟიმავს დინოზავრს

მაგრამ „გული არ მიძლებდა“, ვიფიქრე სლავოი ჟიჟეკის სტატიას მაინც გადავთარგმნი-მეთქი. ამოვარჩიე „სექსის გარეშე, ჩვენ ხომ პოსტ-ადამიანები ვართ“ და შევუდექი კიდეც:

იხილეთ ვრცლად>>>

http://goldeneternity.blogspot.com/



0 comment(s) to... “ქრისტერია”