Posted by Avrora's blog
,,...პირველი სტადია ჩვეულებრივ სმას გავს, მეორეში საზარელ, სასტიკ რაღაცეებს ხედავ, მაგრამ თუკი არ დანებდები, მესამე სტადიაზე გააღწევ და ისეთ რამეს იხილავ, რაზეც ოცნებობდი, საოცრებებს."
აბსენტი - მაგარი ალკოჰოლური სასმელი
ალკოჰოლის შემცველობა - 70 პროცენტი
ძირითადი კომპონენტები - აბზინდა; ტუიონი (უფერო ნივთიერება, მენთოლის მსგავსი მძაფრი სუნით)
შეფერილობა - გამჭირვალე, ყვითელი, ყავისფერი და ასევე წითელიც, მაგრამ მისიტრადიციული ფერია ზურმუხტისფერი, მწვანე.
ამ მათრობელა, უჩვეულოდ ლამაზი შეფერილობის მქონე სასმელს არაერთი სახელგანთქმული ადამიანი ეთაყვანებოდა. მწვანეთვალება ურჩხული, ან მწვანე ფერია (როგორც აბსენტს ხშირად უწოდებდნენ ) ხდებოდა მათი მუზა. ამ პოსტით თვალი გადავავლოთ აბსენტის თემაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს და მათ ავტორებს - აბსენტომანებს. ოსკარ უაილდი მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ბრიტანეთში იდგა ,,ფანტასტიკური დაღლილობისა და მოწყენილობის ხანა", სადაც სიზანტე, აბსენტი და დეპრესია ბატონობდა.
ფრანგი მწერალი მარსელ შვობი ნამდვილ აბსენტომანად წარმოადგენს ოსკარ უაილდს: ,,იგი საშინლად ბევრ აბსენტს სვამდა, რომელიც მას ხილვებს ანიჭებდა", თუმცა თავად უაილდი წერდა: ,,ვერაფრით მივეჩვია აბსენტს, არადა როგორ უხდება ჩემს სტილს!"სიცოცხლის ბოლოს კი ამბობდა…
http://avrora-blog.blogspot.com/