ავტორი:მიშა ბახსოლიანი
როგორც კი მზე კორპუსს ამოეფარა , გიომ ჰოკეისტის შლემი თავზე ჩამოიცვა, ქუჩა იარაღმომარჯვებულმა გადაჭრა და სახალხო ბანკის შენობაში შევარდა.
დაცვის ტანდაბალმა თანამშრომელმა პენსიები არ არისო, ამას თქმაღა მოასწრო და ტყვიამ ჯერ კბილები ჩაუმტვრია, შემდეგ კეფაში ნახვრეტი გაუკეთა და ისე ეფექტურად მიაკლა კედელზე, არავის აღარ დასჭირვებია დაყვირება, - აბა ყველა იატაკზე დაეყარეთო და უფროსობამაც მაშინვე გამოარბენინა ფული.
ყველაფერი უცბად მოყომარდა.
წამებში.
ფუჰ.
სახლში მისულს ფულის დათვლა დაეზარა, გაუხდელი ლოგინზე მიეგდო და ჩაეძინა.
ესიზმრა, ვითომ პატარა იყო, ძალიან პატარა, ვთქვათ, თხის კურკლის ხელა, ტოლა, მოლა, და ხალხი თავში ხელებს უპარტყუნებდა. ხო, გზის პირას იჯდა. გზა კი ვითომ რაღაც კოშკისკენ მიდიოდა , სადაც ვიღაც სტრანი გოგოს მისატყნავად მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოდიოდა ხალხი, ის კიდევ ამათ ყლეებს ზომავდა და რატომღაც ყველას იწუნებდა, ზოგზე ამბობდა , პატარააო, ზოგზეც - პირიქით, ამხელას რა შეიტენისო, ზოგიც _ უჩუჩაოაო, ზოგიც_ ყვითელიო, მოკლედ, დიდი ნაბოზარი გოგო იყო. ეტყობოდა, ეგრეც მოკვდებოდა ყლეების ზომვაში. ეს კიდევ მთელი სიზმარი ფიქრობდა, ნეტავ მე აქ რატომ ვზივარ და რა მევალებაო, მაგრამ ვერაფრის გარკვევა ვერ მოასწრო, ხელფასი გადაუხადეს და ახლა სახლში წადიო, უთხრეს. ხოდა ესეც ადგა, აქეთ- იქით გაიხედა და სახლის გზა ვერაფრით გაიხსენა. ის იყო, დაბნეულობისაგან ნერვიულობა და ნერვიულობისაგან ტირილი უნდა დაეწყო, რომ გამოეღვიძა. ხელში ორი დინარი და ორიც დუკატი ეჭირა და კიდევ რაღაცა, ისიც- ორი, მაგრამ რატომღაც არ იცოდა, რა ერქვა. ექვსივე ოქროსი იყო, ბზინავდნენ , წკრიალებდნენ, და კიდევ ათას ყლეობას აკეთებდნენ ყურადღების მისაქცევად, მაგრამ გიომ დაიკიდა და ლოგინის ქვეშ შეყარა, შემდეგ ძველი შავი ჩანთა გამოიღო, რომელსაც ჯერ კიდევ ეტყობოდა წარწერა ,,პუმა’’, მაგრამ, ალბათ, გარეცხვის შემდეგ აღარ დაეტყობოდა და იქიდან სახალხო ფული ამოიღო. ბევრი იყო, დათვლას ორი საათი დასჭირდა, ხელმეორედ დათვლას - ორი საათი და ოცი წუთი. დახარჯვას - ოთხი წელი და სამი თვე. ძირითადად, წინდებში დახარჯა, 40000 წყვილი წინდა იყიდა, აქედან უმრავლესობა - თეთრი.
II
დათომ საცხობის კარები გამოხსნა და ივლისის მზით გახურებულ ჰაერს, რომელიც ამასთანავე თანაბრად იყო შეზავებული უტვინო ბავშვებისგან ასფალტზე დაყრილი და აწ უკვე დამდნარი ნაყინის წებოვანებით და მანქანების გამონაბოლქვების შავი სიმყრალით, შუბლი შეუშვირა გასაგრილებლად.
_კარგია, კარგი, _ჩაილაპარაკა ხმადაბლა, მერე ოდნავ მოუმატა და წამღერებით გაიმეორა,_კარგია კარგი. შემდეგ კარები ისევ მიხურა და ცხობა გააგრძელა.
მიაკრა თუ არა პირველი შოთი, გიო შემოვიდა. ერთ ხელში შინდის მურაბიანი ქილა ეჭირა, მეორეში -ფანარი, კისერზე ძველი ზენიტი ეკიდა და კოსტუმის ჯიბეები მარგანინებით ქონდა გამოტენილი.
იხილეთ ვრცლად>>>
http://demo.ge/
0 comment(s) to... “გიო საოცრებათა ქვეყანაში”