ინტერნეტში ყველაზე სწრაფად გაყიდვადი სიმღერები

Posted 1:02 PM by Nina in თემები , , , ,

flo-rida

ავტორი: Maya Jims

რატომ უნდა დახარჯო ფული იმაში, რისი მიღებაც უფასოდ შეგიძლია? არა მგონია, ვინმე იჯდეს და მისთვის სასურველ სიმღერას ინტერნეტში ყიდულობდეს მაშინ, როცა ეს სიმღერა ათასობით საიტიდან უფასოდ შეუძლია გადაწეროს. დიახ, ასე გადაწერა უკანონოა, მაგრამ ვინ დაგსჯის? საქართველოში ამისთვის პასუხს არავინ მოგთხოვს.

ზოგ ქვეყანაში, სადაც შოუ–ბიზნესი არსებობს, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უდგებიან და ,,მეკობრეების" გარდა, უფასო ფაილებს დახარბებულ ხალხსაც სჯიან (თუ, რა თქმა უნდა, გამოიჭერენ =)). ამ ქვეყანათა რიცხვს აშშ–ც მიუკეთვნება.

2003 წლიდან, ყოველი კვირის ბოლოს, ამერიკელები ინტერნეტში გაყიდულ სიმღერათა რაოდენობას აჯამებენ და შედეგებს აქვეყნებენ. შარშან, მომღერალ ქალბატონებს შორის, გაყიდვების რაოდენობით Lady Gaga ლიდერობდა სიმღერით "Just Dance". მან ერთ კვირაში 419 ათასი ასლი გაყიდა. წელს კი, მისი რეკორდი Ke$ha–ს "Tik Tok"–მა მოხსნა. საახალწლოდ ამ სიმღერის 610 ათასზე მეტი ასლი გაიყიდა.

ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სიმღერათა ხუთეული ასე გამოიყურება:

1. Flo Rida – "Right Round" (636,000) 2009 წ. 28 თებერვალი.

2. Ke$ha – "TiK ToK" (610,000) 2010 წ. 9 იანვარი.

3. Flo Rida – "Low" (467,000) 2008 წ. 12 იანვარი.

4. The Black Eyed Peas – "Boom Boom Pow" (465,000)  2009 წ. 18 აპრილი.

5. Flo Rida – "Right Round" (460,000) 2009 წ. 7 მარტი.

იხილეთ ვრცლად

http://mayajims.blogspot.com/



0 comment(s) to... “ინტერნეტში ყველაზე სწრაფად გაყიდვადი სიმღერები”