როგორ იქმნებოდა ინტერნეტი?
Posted 8:34 PM by anano in თემები jiblog, ეს საინტერესოა, ინტერვიუ, ტექნოლოგია, შეერთებული შტატები
ავტორი – ჯიბლა
შევეცდები, რომ მოკლედ მოვყვე ის ისტორია, რომლის განვითარებამაც მთლიანად შეცვალა კაცობრიობის ცხოვრების წესი,
აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა შეუქმნა ადამიანებს კომუნიკაციაზე, ინფორმაციაზე, დროზე (!!). სწორედ ამ ისტორიის შედეგად მაქვს მე საშუალება, ამ ბლოგზე ვწერო; მერე ეს ნაწერი ”სადღაც” გავგზავნო და თქვენ, ამ ყველაფრის შემდეგ, იმ ”სადღაციდან” წაიკითხოთ ეს ტექსტი. თან ისე, რომ მეც და თქვენც ამ ყველაფერში ვხარჯავთ .. მაქსიმუმ წუთებს :)
მოკლედ როგორ იქმნებოდა ინტერნეტი :)
ისტორია იწყება შეერთებულ შტატებში დაახლოებით 60-იან წლებში.
ამერიკის თავდაცვის სამინისტრო თვლის, რომ საბჭოთა კავშირთან ომის შემთხვევაში მათ სჭირდებათ ძლიერი საინფორმაციო სისტემა. გადაწყდა, რომ ამისათვის შექმნილიყო კომპიუტერული ქსელი. ეს ქსელი გაკეთდა ამერიკის სხვადასხვა შტატებში, 4 უნივერსიტეტის ბაზაზე. ქსელს ეწოდა ARPANET (Advanced Research Projects Agency Network) . ქსელი აქტიურად იზრდება და ვითარდება. მას იყენებენ მეცნიერები, სტუდენტები. 1969 წლის 1 სექტემბერს კალიფორნიის უნივერსიტეტში დაიდგა პირველი სერვერი :) კომპიუტერი - Honeywell 516, რომლის ოპერატიული მეხსიერებაც შეადგენდა 12 კბ-ს :D :D :D
1971 წელს იქმნება პირველი ელექტრონული ფოსტის გასაგზავნი პროგრამა, რომელიც მაშინვე ძალიან პოპულარული ხდება. რამდენიმე წლის შემდეგ კი, 1973 წელს ქსელს უერთდებიან დიდი ბრიტანეთის და ნორვეგიის ორგანიზაციები - ქსელი ხდება საერთაშორისო :)
70იან წლებში იქმნება უამრავი ასეთი ტიპის ქსელი… ამ პერიოდში ჯერ კიდევ რთულია ამ ქსელების გაერთიანება, რადგან თითოეული მათგანი მუშაობს სხვადასხვა პროტოკოლით და მარტივად, რომ ვთქვათ, არ ესმით ერთმანეთის.
1983 წელს ARPANET გადადის NCPდან TCP/IP პროტოკოლზე და ამ პროტოკოლით ხდება მისი შემდგომი განვითარება-გავრცელება. TCP/IP-ს ქვეშ ხდება ყველა იმ, სხვადასხვა წვრილი ქსელების გაერთიანება. 1984 წელს იქმნება დომენური სახელების სისტემა DNS (Domain Name System).
1988 - გვაქვს IRC (Internet Relay Chat) პროტოკოლი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა რეალურ დროში ურთიერთობა.
1989 ამ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი - HTTP პროტოკოლი შეიქმნა. ის, რამაც განაპირობა ვების დაბადება :) - CERN - ფიზიკის ბირთვული კვლევების ცენტრი საფრანგეთი შცვეიცარიის საზღვარზე; ტიმ ბერნელს-ლი - გამოჩენილი ბრიტანელი მეცნიერი. აი აქ იბადება HTTP და სხვათაშორის, HTML ენაც :) თავად დასჭირდათ შიდა ქსელში არა მხოლოდ ფაილების, არამედ ჰიპერტექსტური დოკუმენტების გაცვლა და შედეგად მივიღეთ ის, რამაც შექმნა ვები…