დოგონთა ტომი და მათი საოცარი მითები სირიუსზე
Posted 6:00 PM by Nina in თემები Mr.Picasso, ეს საინტერესოა, ისტორიაავტორი: mr.picasso
აფრიკაში ,მალიში ბანდიაგარას ზეგანზე , ცხოვრობს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი აფრიკული ტომი დოგონები. ისინი თითქმის არაფრით განსხვავდებიან სხვა ტომებისგან რომ არა ერთი უცნაურობა.
ისინი უნიკალურ ასტრონომიულ ცოდნას ფლობენ. მათი ცოდნა მსგავსია ინკების და ძველი ეგვიპტელების კოსმოლოგიურ ცოდნასთან თუმცა სათუოა მათ შორის რაიმე სახის კავშირი ყოფილიყო.
ასევე უცნაური და თავისებურია მათი წარმოდგენა სამყაროს აგებულებასა და განვითარებაზე მათი ასტრონომიური ცოდნა გასაოცარია იმით რომ ისინი არა მხოლოდ თანამედროვე მეცნიერთათვის ცნობილ პლანეტებს და ვარსკვლავებს აღწერენ მეტ ნაკლები სიზუსტით არამედ ბევრ ისეთ პლანეტაზე და ვარსკვლავზეც საუბრობენ რომლებიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში იქნა აღმოჩენილი.
კერძოდ ვარსკვლავ სირიუსზე და მის სისტემაზე.
1931-1952 წლებში ამ ტომს იკვლევდნენ ფრანგი ეთნოგრაფები მარსელ გრიოლი და ჟერმენ დიტერმენი. მათმა მონათხრობმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია . სკეპტიკოსებს სხვადასხვა არგუმენტები მოყავდათ იმის ასახსნელად რომ შეუძლებელი იყო მსგავსი ცოდნა აფრიკულ ტომს შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ ცის კაბადონზე დაკვირვებით მიეღოთ.
.
1970 წელს გამოვიდა რობერტ ტემპლის წიგნი ”სირიუსის სისტემა” სადაც აღწერილი იყო ამ ეთნოგრაფთა მიერ მოგროვებული მასალა დოგონთა მონათხრობიდან.
დოგონებმა იცოდნენ მზის სისტემის აგებულება. თუმცა არ იცოდნენ მერკურის არსებობის შესახებ ისინი მას როგორც მერკურის ერთ ერთ თანამგზავრს ისე მოიხსენიებდნენ . ( თანამედროვე მეცნიერთა ერთი ნაწილში გაჩნდა მოსაზრება რომ მერკური სწორედ ვენერას თანამგზავრი იყო , გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი მზემ მიიტაცა და მერკურმა საკუთარ ორბიტაზე დაიწყო ბრუნვა)
დოგონებმა იცოდნენ რომ მთვარე მშრალი და უნაყოფოა
იცოდნენ იუპიტერის მთვარეების შესახებ თუმცა სულ ოთხ მათგანს ასახელებდნენ .
იცოდნენ სატურნის გარშემო მბრუნავი რგოლის შესახებ, რომ გალაქტიკა ირმის ნახტომი სპირალურად ვითარდება რომ პლანეტები ელიფსურად ბრუნავენ .
თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მათი ცოდნა ვარსკვლავ სირიუსის და მისი სისტემის შესახებ.ეს ვარსკვლავი ევროპელმა მეცნიერებმა მხოლოდ 1834 წელს აღმოაჩინეს (ფრიდრიხ ვილჰელმ ბერსელმა) ამ სისტემის მეორე ვარსკვლავი სირიუს ბ კი მხოლოდ და მხოლოდ მეოცე საუკუნის 70-იან წლებსი იქნა აღმოჩენილი. დოგონები საუბრობენ მესამე ვარსკვლავ ” ემეი ია ტოლო” ს შესახებაც რომელიც მათი სიტყვებით ”ქალი მზეა” ეს ვარსკვლავი დღემდე უცნობია თანამედროვე მეცნიერთათვის.
დოგონთა რიტუალებში ვარსკვლავ სირიუსს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს…
http://gochagabodze.blogspot.com/