შეაფასე ის ერთი შეხედვით

Posted 5:00 PM by Nina in თემები , , , ,
COS1109066A.jpg
Posted by eko
ნუ დახარჯავ ფუჭად დროს იმაზე ფიქრში, არის თუ არა შენი რჩეული გულახდილი. რას ფიქრობს და რას მოელის ის შენგან? ამ ყველაფრის გარკვევა მხოლოდ ერთი შეხედვითაა შესაძლებელი. გამოჭერი ეს ბარათები და ეცადე ჩანთით თან ატარო პაემნებზე – ასე უფრო სწრაფად გამოააშკარავებ მის იდუმალ ზრახვებს.
აკონტროლე მისი ტუჩები

მამაკაცები ხშირად ბევრ ინფორმაციას არ გადმოგცემენ, თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, მათი ტუჩები ააშკარავებენ იმ დეტალებს, რომელთა თქმასაც არ აპირებენ.
მოკუმული ტუჩები
მამაკაცი ასე მაშინ აკეთებს, როცა თავს იკავებს რაიმეს თქმისგან. ის ტუჩებს კუმავს, თითქოს ეშინია, არაფერი წამოსცდეს. ეს ხშირად ხდება იმ დროს, როცა ის სავსეა ემოციებით, უბრალოდ, მათი გამოხატვის საუკეთესო გზას ეძებს.
სულელური ღიმილი
თუკი მამაკაცი, რომელიც ახლახან გაიცანი, ზუსტად ასე იცინის, შეგიძლია დაუყოვნებლივ საპირისპირო მხარეს შეტრიალდე და გაიქცე. ეს კლასიკური ნიშანია იმისა, რომ ის შენით არ დაინტერესდა, დაგცინის და გეთამაშება.
მშვიდი  ღიმილი
ყურადღება გაამახვილე მისი პირის კიდეებზე. თუკი ისინი ხშირად მოძრაობენ ყურების მიმართულებით, ე.ი.
ის გულწრფელი და ოპტიმისტი ადამიანია. მასთან ურთიერთობის წამოწყება დიდ სირთულეს არავისთვის არ წარმოადგენს.
ტუჩების ენით დასველება
ეს მოძრაობა სექსუალურია, მაგრამ შესაძლოა ცოტა არ იყოს ზიზღისმომგვრელი და სიყალბის შეგრძნება დატოვოს.  რაიმეს თქმის შემდეგ თუ ტუჩს ილოკავს, შეიძლება გატყუებს და დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობს.
გაშიფრე, როგორ უჭირავს მას სასმელი

თუ შენი პარტნიორის ან ახალგაცნობილი მამაკაცის წინ ზიხარ, რომელიც ლუდს პირდაპირ ბოთლიდან სვამს, დააკვირდი, როგორ უჭირავს ბოთლი _ ამით ბევრ რამეს გაგიგებ, მაგალითად, რას ფიქრობს ის ან როგორ გრძნობს თავს შენთან.
ის ეხება ბოთლის ყელს
თუ ცერა თითით ის ნაზად ეხება ბოთლის ყელს, ე.ი. მამაკაცი თავდაჯერებულია, მეტიც, ის თითქოს ამბობს: მე ზედმეტად მაგარი ვარ იმისთვის, რომ რომელიმე გოგო ხელიდან გამისხლტეს…
იხილეთ ვრცლად>>>
http://new.cosmopolitan.ge/

1 comment(s) to... “შეაფასე ის ერთი შეხედვით”