Tryvertising – ანუ მარკეტინგის ახალი მიმდინარეობა

Posted 6:00 PM by Nina in თემები , , ,

thumb

by Gio

დადგა დრო, როდესაც მარკეტინგის ახალ ტრენდებზე, ანუ მიმდინარეობაზე უნდა ვისაუბროთ, დღეს გავჩერდებით ერთ, სრულიად ახალთახალ ტერმინზე “თრაივერთაისინგზე” ანუ “ცადე-შეაფასეზე” ქართულად უფრო შესატყვისი ტერმინი ვერ გამოვიგონე, თუმცა როდესაც სტატიას უფრო დაწვრილებით წაიკითხავთ და დაუკვირდებით, ადვილად მიხვდებით რამდენად მარტივი და მძლავრი ინსტრუმენტია ეს ახალი მიმდინარეობა.

სიმართლე რომ ვთქვათ, სულაც არ არის ახალი, მაგრამ ყველაფერი ახალი – კარგად დავიწყებული ძველიაო, დღეს რეალურად საუბარი გვაქვს მარკეტინგის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის “საცდელი ნიმუშის” ცალკე ტრენდად, ცალკე მიმდინარეობად ჩამოყალიბებაზე

მაშ ასე, რა არის რეალურად Tryvertising – ი?

ძველია – არ ახალია, რომ ტრადიციული სატელევიზიო თუ ბილბორდების და ა.შ. რეკლამა მომხმარებელზე უკვე აღარ მოქმედებს, ერთი პერიოდი მეწარმეები ცდილობდნენ კრეატიული მიდგომით გაეღვივებინათ მათი პროდუქციის მიმართ ინტერესი მომხმარებელში, რამაც საბოლოოდ ვირუსული მარკეტინგი და სხვ. პროპაგანდის მიმართულებები ჩამოაყალიბა, მაგალითად “ასტრო ტურფინგი” ანუ ხელოვნური საფუძვლის შექმნა ვირუსული მარკეტინგისთვის, მაგრამ დღესდღეისობით ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, კვლავ სადემონსტრაციო – სანიმუშო პროდუქციაა.

კონკრეტულად რის შესახებ გვაქვს საუბარი? მაგალითად ავიღოთ ავტომობილების ბაზარი, ბევრი ავტომობილის წარმომადგენლობა, სანამ ავტომობილს შეისყიდით, საშუალებას მოგცემთ ჯერ ის გასინჯოთ, ანუ გაიყვანოთ ე.წ. Test Drive ზე, სადაც თქვენ თავად აფასებთ ავტომობილის შესაძლებლობებს, ხოლო საქართველოში, დიდ სუპერმარკეტებში შემოგთავაზებენ ზოგიერთი ალკოჰოლური სასმელის გასინჯვას – სრულიად უფასოდ, და ა.შ. მაგალითები შეიძლება უამრავი მოვიყვანოთ, მაგრამ მგონი აზრი გასაგებია – სანამ თქვენ პროდუქციის მომხმარებელი გახდებით, თქვენ საშუალება გეძლევათ უშუალოდ გასინჯოთ ის! ერთი შეხედვით რა უნდა იყოს ასეთი განსაკუთრებული ამ მარკეტინგულ ინსტრუმენტში, სინამდვილეში კი დღესდღეისობით საცდელი ნიმუში – მარკეტინგის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია, აქ ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს:
გადაწყვეტილება საკუთარი გამოცდილებიდან და არა რეკლამიდან – რაც მომხმარებლის ნდობას გამოიმუშავებს, ან ძველი ანდაზის თანახმად – ათასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო, თქვენ მომხმარებელს საშუალებას აძლევთ თავად მოსინჯოს თქვენი პროდუქტი და საკუთარი გადაწყვეტილებით გახდეს ან არ გახდეს მისი მომხმარებელი, განსხვავებით თავსმოხვეული რეკლამისგან, ამით მომხმარებლის ნდობას იმსახურებთ.
ვალდებულების ქვეცნობიერი შეგრძნება – ცნობიერად მომხმარებელი ამას იშვიათად აღიარებს, მაგრამ ნებისმიერი მომხმარებელი ქვეცნობიერად ცდილობს საპასუხო დააბრუნოს მის მიმართ გაღებულ უფასო საჩუქარზე, რაც ამ შემთხვევაში თქვენი პროდუქციაა, მაგალითად თუ მას უფასოდ აჩუქებთ გასასინჯად ერთ ბოთლ ლუდს, ის შეეცდება მომავალში თქვენი პროდუქცია შეიძინოს და ამით “ვალი დააბრუნოს”.

ცხადია თანამედროვე მარკეტოლოგებმა ეს შესაძლებლობები სათანადოდ შეაფასეს და მალე, სადემონსტრაციო, სანიმუშო პროდუქციის უფასოდ ჩუქება მომხმარებლისთვის, ცალკე მიმდინარეობად იწყებს ჩამოყალიბებას, ზუსტად ეს გახლავთ Tryvertising – ი, ხოლო ამ მიმდინარეობის მომხმარებლებს Tryverter ებს უწოდებენ.

ეს მიმდინარეობა ნიმუშების მომხმარებელთან დისტრიბუციის ყველა საშუალებას მოიცავს, მათ შორის განთქმულ Sampling საც, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, როდესაც მომხიბვლელი გოგონები გამომწვევად გთავაზობენ პროდუქციის უფასოდ გასინჯვას დიდ სუპერმარკეტებში, ასევე ზემოთ ნახსენები ავტომობილების Test Drive გარდა ამისა ბევრი ყოველდღიური მომხმარების პროდუქციის მწარმოებელი, მაგალითად შამპუნების, საპონების და ა.შ. ცდილობს შეაღწიოს სასტუმროებში, წარმოიდგინეთ სცენა: მომხმარებელი შედის სასტუმროში და მას საწოლზე ხვდება უფასო შამპუნის, საპონის და თავის მოვლის სხვა საშუალებების ნაკრები – ბრწყინვალე რეკლამა…

იხილეთ ვრცლად>>>



0 comment(s) to... “Tryvertising – ანუ მარკეტინგის ახალი მიმდინარეობა”