აკუსტიკური ტანსაცმელი
Posted 3:04 PM by anano in თემები demo.ge არტ-პორტალი, ეს საინტერესოა, ტექნოლოგია
ავტორი – from demo.ge
როგორი იქნება მომავლის ტანსაცმელი? დიზაინერი, პანკ-მუსიკოსი და ქორეოგრაფი Benoit Maubrey გვარწმუნებს, რომ მომავლის ტანსაცმელი იქნება ხმოვანი.
ის თავად ახდენს მომავლის სამოსის დემონსტრირებას, რომლის არამარტო დანახვა, მოსმენაც შეგვიძლია. Benoit Maubrey წარმოგვიდგენს ელექტროაკუსტიკურ სამოსს აღჭურვილს ხმის გამაძლიერებლით, სემპლერებითა და სხვა საჭირო აქსესუარებით.
ტანსაცმელი იჭერს გარშემო არსებულ ბგერებს და ხმის გამაძლიერებლისა და მიქშერის წყალობით ახდენს ხმების პერფორმირებას. გარდა მისა, ავტორი ტანსაცმელში აყენებს მზის ბატარეებს, რაც გაცილებით პრაქტიკულს ხდის მას.
ცნობისათვის: Benoit Maubrey დაიბადა აშშ-ში, 1979 წელს, ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში.
ესეც მისი ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.benoitmaubrey.com/
kulturologia.ru