სექსუალური რევოლუციიდან ელეგანტურობამდე ან უბრალოდ - კოკო შანელი

Posted 5:07 PM by anano in თემები , , ,

    

ავტორი - Maka Asatiani

ქალურობა, ელეგანტურობა, მკაცრი სექსუალურობა – შანელთან ასოცირდება. მოდის სამყაროში ეს სახელი თითქმის ასი წლის წინ შევიდა და დღემდე აღტაცებას იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ გაბრილ შანელი 12 წლიდან ჭრა-კერვას ეუფლებოდა, ასეთ ექსტრაორდინალურ კარიერაზე არასოდეს უფიქრია. საღამოობით კაფე „როტონდაში” სიმღერას „ვის უნახავს კოკო” ასრულებდა. სწორედ აქედან მოდის მისი ფსევდონიმი კოკო შანელი. თუმცა კოკოს სიმღერა არცთუ ისე კარგად გამოსდიოდა. მისმა თაყვანისმცემელმა, ეტიენ ბალსანმა ერთ მშვენიერ დღეს პროფესიის შეცვლა ურჩია. ატელიე
„მოდა შანელი” ასე 1910 წელს გაჩნდა.
მოდის ინდუსტრიაში შანელი რევოლუციონერი იყო. მიზანმიმართული ახალგაზრდა მკაცრ და შეუდარებელ კოსტუმებს ქმნიდა. ნამუშევრებში დასამუშავებლად ისეთ რთულ ნაჭრებს იყენებდა, როგორიცაა ტვიდი და ჯერსი. ერთმანეთს ყველაფერს უხამებდა. სამკაული სვიტრსაც კი მოარგო და ამით დიზაინერთა მომდევნო თაობას ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმის საშუალება მისცა. შანელმა ქაბატონებს შვება მოჰგვარა და მოუხერხებელი, მოტკეცილი კორსეტებისგან გაათავისუფლა. მალევე შარვალი ჩააცვა და მოკლე ვარცხნილობა შეურჩია.

 

 

ესენციისგან დამზადებული პირველი სუნამო „შანელი N5” კოკოს წყალობით გამოვიდა. გამყოლმა სურნელმა მომხმარებელი მოაჯადოვა და ყველაზე დიდი გაყიდვები დღემდე შეუნარჩუნა.

იხილეთ ვრცლად...

 

http://brandkitchen.blogspot.com/

 



0 comment(s) to... “სექსუალური რევოლუციიდან ელეგანტურობამდე ან უბრალოდ - კოკო შანელი”