2000 – 2010 წლები: ათწლეულის მოდური სიტყვები

Posted 4:00 PM by anano in თემები , , ,

from – foreignpress.ge

ერიკ უოლბერგი

ძველი და ახალი სიტყვები. მესამე ათასწლეულის პირველი ათწლეული სავსე იყო მოდური სიტყვებით, რომელთა დიდი ნაწილი ნეოლოგიზმებია. ისინი დაუსრულებელი კიბერნეტიკული ინოვაციების შედეგად წარმოიქმნა. ინტერნეტ-ეპოქის (Internet Era) დადგომასთან ერთად გაჩნდა შემდეგი ნეოლოგიზმები

– ”ინტერნეტ-რევოლუცია” (dotcom revolution); ასეთი სახელწოდება მან იმის გამო შეიძინა, რომ ინტერნეტის მისამართები შეიცავს შემოკლებულ com-ს, რომელიც რესურსის კომერციულ მოხმარებაზე მიუთითებს. ეს ტერმინი და თავად სიტყვა ”ინტერნეტი” ინტერნეტის ქვის ხანას, მე-20 საუკუნეს განეკუთვნება.

–  ვიკიპედია (Wikipedia) (2001) – ”ვიკი” ჰავაის ენაზე ნიშნავს ”ჩქარა”-ს; ამ სიტყვით აღინიშნება პირველი კოლექტიური ენციკლოპედია, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ”ონლაინ” რეჟიმში ქმნის; დღეს ის ათეულობით ენაზე არსებობს, თუმცა მასში სულ უფრო მეტი წესები შეაქვთ, განსაკუთრებით აწმყოში მოღვაწე ადამიანებთან დაკავშირებით.

–   ”ბლოგი” (blogging) (2002) – ეს სიტყვა დაკავშირებულია პერსონალური ვებ-გვერდების რიცხვის კატასტროფულ ზრდასთან, რის საშუალებასაც ინტერნეტი იძლევა.

–   ”ფოტოშოფინგი“ (photoshopping) (2006) – ელექტრონული გამოსახულებების შესწორების ან საკუთარი სურვილის მიხედვით კოლაჟების კეთების ახლახანს გავრცელებული პრაქტიკა.

–   ”ტვიტერი” (twitter) (2006) – მობილური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ადგილას საშუალებას აძლევს მომენტალურად დაუკავშირდეს ვისაც სურს და სადაც სურს (თუკი ყველა მათგანი ქსელშია).

და კიდევ! არ დაგვავიწყდეს ათწლეულის უდიდესი ტყუილის შესახებ ”2000 წლის პრობლემა” (Y2K); ეს შემოკლებული ფორმა, მოდაში მაშინ შემოვიდა, როდესაც გაჩნდა შიში, რომ ჩვენი კომპიუტერებზე შეშლილი სამყარო 2000 წლის დადგომასთან ერთად ”დაინგრეოდა”.

ეს ნეოლოგიზმები მსოფლიოს ყველა ენის შემადგენელი ნაწილია, რადგან მთელი მსოფლიო გრავიტაციის ძალით, ინგლისურ ენაზე დაფუძნებულ ახალ მსოფლიო წესრიგს ეკრობა, თუმცა ეს არც თუ ისეთი უვნებელი თამაშებია. პოლიტიკის სამყაროში ისინი მესაკუთრეების ხელში უზარმაზარ ბერკეტს წარმოადგენს ისეთი დღის წესრიგის განვითარებისთვის, რომელსაც ცოტა აქვს საერთო კომუნიკაციის მეტ თავისუფლებასთან. მოლდავეთში, კომუნისტებმა ხელისუფლება ”ტვიტერის რევოლუცი”-ის პროცესში დაკარგეს, ხოლო აჰმადინეჯადი კინაღამ საკუთარ პოსტს არ გამოემშვიდობა. ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ დასავლეთში, შესაბამის დედაქალაქებში მცხოვრები კარგად გაცნობიერებული ახალგაზრდა ადამიანების მასები შეიკრიბა იმისთვის, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ, რომელთა შედეგებიც სადაო გახდა, საკუთარი მთავრობები დაემხოთ.

ჩინეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ  ბლოგოსფეროში ყველა ამ ცვლილების ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენება შეუძლებელი გახდეს

იხილეთ ვრცლად...

http://foreignpress.ge/



0 comment(s) to... “2000 – 2010 წლები: ათწლეულის მოდური სიტყვები”