გუდაურში შვიდი რუსი ტურისტი ზვავის ქვეშ აღმოჩნდა. მოთხილამურეები აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ. ზვავი საძელეს მთაზე 3250 მეტრის სიმაღლიდან ჩამოწვა. შვიდიდან ექვსმა დამსვენებლებმა დათოვლილ ტერიტორიას თავი დამოუკიდებლად დააღწია.ერთი ტურისტის გადასარჩენად კი, მაშველების გამოძახება გახდა საჭირო. ტურისტული ჯგუფის ყველა წევრი შოკურ მდგომარეობაშია. ამ დროისთვის მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გუდაურში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს.
დიდთოვლობაა საქართველოს ყველა მაღალმთიან რეგიონში. 40 მეტრიანი ზვავი ჩამოწვა საქართველოს სამხედრო გზაზეც, რამაც მდინარე არღუნის კალაპოტი ჩაკეტა, თუმცა მეგზევეებმა ტერიტორიის გაწმენდა შესძლეს. მოძრაობა გუდაური–კობი– ლარსის საავტომობილო გზაზე აღდგენილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მლეთა–ლარსის მონაკვეთზე გადაადგილება დასაშვებია, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. ამ დროისთვის საქართველოს ყველა საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოხსნილია.