სტრატეგიული კონკურენცია ქართველებს გამოფხიზლებას გვთავაზობს თორემ 100 წლიან ომში გადავარდებით
Posted 6:00 PM by Nina in თემები burusi, ისტორია
ავტორი: კახაბერ ჯაყელი
კონკურენცია ორგვარია: სტრატეგიული და ბუნებრივი. თავად კონკურენცია ბუნებამ წარმოშვა. ტყეში, უდაბნოში, ველებზე და ყინულიან ანტარქტიდაში – ვაკვირდებით უდიდეს და მძაფრ კონკურენციას ცოცხალი სამყაროს წარმომადგენლებს შორის.
თავად ადამიანმა კონკურენციის უმძლავრესი უნარით გადაირჩინა თავი იმ ბრძოლებში, რაც მას თავს დაატყდა, მისი გაჩენის დროიდან დღემდე.
ადამიანს ცხოველებისაგან განსხვავებით ბუნებრივი კონკურენციაც შეუძლია და სტრატეგიულიც. ცხოველებს სტრატეგიული პაექრობა ვერ ძალუძთ, შესაბამისად ისინი, მხოლოდ ბუნებრივად ებრძვიან ერთმანეთს.
სახელმწიფოების განვითარება სტრატეგიულმა კონკურენციამ განაპირობა. სწორედ სტრატეგიული აზროვნების წყალობით სუსტებმა ხშირად ძლიერებიც კი დაამარცხეს.
სტრატეგიული კონკურენციის საშუალებით აღზევდნენ ძველი იმპერიები: სპარსეთი, ეგვიპტე, ჩინეთი, რომი, ფრანკები, აცტეკები, მაია, რუსები, ოტომანები, ფრანგები და დიდი ბრიტანელები, ესპანელები და პორტუგალიელები.
ამ ნაციების მიერ ბუნებრივ კონკურენციაში გამარჯვებას დაემატა სტრატეგიული აზროვნებისა და ქცევების ფაქტორი, რამაც ეს გამარჯვებები მდგრად ფატქორად აქცია.
საქართველოსაც ჰქონდა იმპერიული ხანა. დავით IV მიერ შექმნილი სახელმწიფო უზარმაზარი იყო. ისტორიკოს შოთა ბერძენიშვილის და შალვა მესხიას გამოკვლევებით საქართველოს სამეფოს თამარის დროს, გაცილებით უფრო დიდი შემოსავლები ჰქონდა, ვიდრე ფრანკთა მეტად ძლიერ სახელმწიფოს.
დავითიდან თამარ მეფემდე და რუსუდანის მეფობამდე ქართველთა იმპერიამ 120 წელი იარსება მაგრამ საბოლოოდ სამარცხვინოდ დამარცხდა.
საქართველოს სამეფოს საბოლოო დამარცხების მიზეზი სტრატეგიული აზროვნების არ არსებობაში უნდა ვეძებოთ. ქართველთა თავდაპირველი გამარჯვებები ბუნებრივ კონკურენციაში წარმატებაზე იყო დაკავშირებული.
რატომ იმარჯვებდნენ ქართველები ბუნებრივ კონკურენციაში? იმიტომ რომ მათ სამშობლოს და ქრისტეს რჯული განუყოფლად მიაჩნდათ. შესაბამისად ლიდერობა (დღეს რომ “ლიდერშიფად” არის ცნობილი), დაფუძნებული იყო მეფის ინსტიტუტზე, რომელიც ქრისტეს რჯულის აღმსრულებლად და მესიის მახვილად ითვლებოდა.
ბუნებრივ კონკურენციაში წარმატება ასევე ბევრ სხვა ფაქტორში უნდა ვეძებოთ. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ჰაგიოგრაფიული მწერლობის ძალა. ჩვენს ქვეყანაში თავიდანვე გავრცელდა გმირობის აღიარებული მაგალითები. დაიბადა ბუნებრივი სამხედრო კონკურენციისათვის საჭირო პოეტური ფორმულა:
“სჯობს სიციცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი”.
Aამ ფორმულით სამხედრო ძლიერების მოხვეჭა გაადვილდა, რამაც სამხედრო საქმეს ახალი დიდი იმპულსები მისცა, განვითარებისათვის.
შესაბამისად ქართველთა იმპერია უფრო მდგრადიც გახდებოდა, ბუნებრივ პაექრობის დიდ უნარს სტრატეგიული პაექრობის უდიდესი ძალა რომ დამატებოდა. თითქოსდა აქეთ მიდიოდა საქმე დაარსებულ გელათისა და იყალთოს აკადემიებში, მაგრამ ჩემის აზრით, სტრატეგიულ განვითარებას დიდი პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სწავლა და განათლება მეორე ხარისხოვანი გახდა, იმასთან შედარებით, რასაც გვარიშვილობა, კლანურობა და ქართული ნეპოტიზმი ჰქვია.
სწორედ ამიტომაც “განსუქებულმა” ქართველებმა ვერ შეძლეს მონგოლებისაგან დამარცხებული, ფაქტიურად ლტოლვილი, ხორეზმშაჰის ჯალალედინ მანკბურნის დამარცხევა გარნისის ვერზე, შემდომ ბოლნისთან და თბილისთან.
15 წლით ადრე გარნისის ბრძოლიდან ქართველებმა ადვილად დაამარცხეს გაცილებით უფრო ძლიერი – რუმის სულთანი რუქნ ად დინი ბასიანზე. ხოლო შემდეგ დიდი დამარცხება მიაყენეს ბიზანტიელებს და პატარა ტრაპიზონის იმპერია დაარსეს.
ყოველივე ამის მიზეზი იყო სტრატეგიული აზროვნების და სტრატეგიული ქცევების სისუსტე ჩვენში.
იმისათვის რომ გამარჯვება შეუქცევად პროცესად აქციო, სერიოზული სტრატეგია და მასთან ახლოს მყოფი ტაქტიკა არის საჭირო.
ძველმა კართაგენმა თავის იმპერიას სწორედ სტრატეგიული აზრით და სტრატეგიული კონკურენტულობის ამაღლების სურვილით ჩაუყარა საფუძველი.
Gკართაგენელები მიხვდნენ რომ ისინი ზღვაზე ბატონობით უნდა გამხდარიყვნენ ყველაზე ძლიერნი და მდიდარნი. შესაბამისად საჭირო იყო სამხედრო პორტი რომელსაც ქალაქიდან ზღვაში ერთდროულად 200 სამხედრო გალერის გატარება შეეძლო.
კართაგენელებმა ააშენეს ოვალური ფორმის სამხედრო ნავსადგური, რომელიც მართლაც საოცარი ბაზა იყო. ამ ადგილას განუწყვეტლივ ახალი გემები შენდებოდა, იწვრთნებოდა მეზღვაურთა და კაპიტანთა კორპუსი, სარდლები გამოცდილებას იღებდნენ.
ის რითაც კართაგენი ძლიერი იყო – ერთი რომელიმე ქალაქისაკენ ჯარების სწრაფი გადაყვანა და ამუნციის სწრაფი მიწოდება და უპირატესობის მიღწევა ჰქვია.
კართაგენის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო რომის წინააღმდეგ გალაშქრება, რადგანაც ხმელთაშუა ზღვის აუზში, რომი კართაგენის სტრატეგიული მოწონააღმდეგე ხდებოდა.
რომაულმა სტრატეგიამ საბოლოოდ გაიმარჯვა. მათ არაერთ სწორ სტრატეგიულ არჩევანს მიმართეს კართაგენელებთან ომში…