მე, ფოტოგრაფია და ჯაზი ანუ ჩემი ცხოვრების სტილი…

Posted 5:00 PM by Nina in თემები , , , ,

IMG_522611111

ავტორი: Levan Giorgadze

დიდიხანია მინდა დავწერო პოსტი ფოტოგრაფიის შესახებ. სულ რაღაც 5 წელია დაინტერსებული ვარ ფოტოგრაფიით წლიდან-წლამდე ეს ხელოვნების მტად საინტერესო დარგი უფრო მითრევს. როგორც ყველაფერს, ასევე ფოტოგრაფიას აქვს თავსი შემოქმედებითი ცხოვრების სტილი, წესები და კანონები, მიუხედავად ამისა ბევრი რამე მაინც შენს ხედვაზე და ფანტაზიის უნარზეა დამოკიდებული. თუ გაქვს ხედვა შემდეგ უკვე შეგიძლია შეისწავლო ტექნიკაც, იმიტომ რომ ხედვა ჩემი აზრით  უმთავრესია ფოტოგრაფიაში.

უნდა შეგეძლოს რეალობის სხვანაირად უფრო მხატრულად დანახვა და მისი ფოტოთი გადმოცემა, თორემ ღილაკზე თითის დაჭერა ყველას შეუძლია. ფოტოგრაფიას ერთ წელში და ორ წელში ვერ ისწავლი, მითუმეტეს ხედვას ხომ საერთოდ ვერავინ გასწავლის, ეს თანდაყოლილი უნდა გქონდეს ადამიანს როგორც ნიჭი. ეხლა მახსენდეა გურამიშვილის “დავითიანიდან” სიტყვები ” სწავლა სიბერემდეო” ფოტოგრაფია ამ სიტყვებს 100% ამართლებს იმიტომ რომ ყოველდღე, ყოველთვე და ყოველწელს სულ ახალს გაიგებ, ახალს გადაიღებ ან უკვე გადაღებულს ახლებურად დაინახავ, ეს უკვე ადამიანის ფანტაზიაზე და ხედვაზეა დამოკიდებული.

ფოტოგრაფია აპარატზე არსებული გადაღების ღილაკზე ხელის დაჭერა მარტო ნამდვილად არარის მერწმუნეთ, სანამ ღილაკზე ხელს დააჭერ ფოტომოყვარული ან ფოტოგრაფი, მანამდე წამებში ხედავ კადრს, აწყობ კადრის კომპოზიციას, უყურებ კადრის წინა პლანს და უკანა პლანს, ნახულობ განათებას, აყენებ ექსპოზიციას და მეერ უკვე იღებ. აქ შეიძლება კიდევ რამე გამომრჩა იმიტომ რომ მართლაც უამრავი წვრილმანი დეტალია გასათვალისწინებელი, მაგრამ ასე წამებში გადაღებას ჯერ კიდევ დიდიხნის პრაქტიკა უნდა და მე ველოდები იმ დროს, იმ დღეს როცა მე ამას სრულყოფიალდ შევძლებ.

საერთოდ ფოტოგრაფიას მუდმივი პრაქტიკა უყვარს იმისთვის რომ უფრო გაიწაფო ხედვა და ა.შ. მაგალითად მე კვირაში სამჯერ–ოთხჯერ თუ არ ავიღე აპარატი და არ გავედი გადასაღებად, დისკომფორტს ვგრძნობ მერე მთელი კვირის განმავლობაში. ფოტოგრაფიამ ძალიან იცის მიჩვევა და ეს ერთგვარი თერაპია ხდება შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, დასამშვიდებლათ და დროებით ყველა პრობლემების დასავიწყებლად გადაღება უებარი წამალია მერწმუნეთ, თანაც ერთგვარი ადრენალინია როდესაც რაღაცა მოვლენის ეპიცენტრში ხარ და 2–ის მაგივრად 10–ი თვალი გაქვს გამობმული რომ არაფერი გამოგეპაროს, მითუმეტეს დიდი დოზით ადრენალინია თუ ფირით იღებ, იმიტომ რომ გადაღებულ კადრებს მაშინვე ვერ ნახავ და შემოქმედებითი ცნობისმოყვარეობა გკლავს, სანამ გაამჟღავნებ და დაბეჭდავ ამ ფოტოებს თუ ციფრულით გადაიღე სახლში მისვლისთანავე გდაყრი ყველა ფოტოს კომპიუტერში და იწყება დიდი გადარჩევა–დამუშავების პროცესი რასც კიდევ ერთგვარი სიამუვნებაა. შეიძლება ადამიანმა გადაიღო 100–ი ფოტო მაგრამ გაცხრილვის შედეგად 1–2 კადრი დაგრჩეს კარგი ეს უკვე შედეგია თანაც ძალიან კარგი შედეგი…

წყარო

 

http://leonsio.ge



0 comment(s) to... “მე, ფოტოგრაფია და ჯაზი ანუ ჩემი ცხოვრების სტილი…”