ფრაგმენტი ჯონ დიკის წიგნიდან, „DELIZIA! – იტალიელებისა და მათი საკვების ეპიკური ისტორია“ (2008)

ფერარა- ქალაქი ციხესიმაგრე და ქალაქი ბაღი. ევროპის ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრეებით სავსე ქალაქის უდიდესი ნაწილი დღემდე კარგად არის შემონახული. იტალიის არცერთი ქალაქი ისე არ გადმოსცემს რენესანსის პერიოდის დესპოტიზმს, მთელ მის სიდიადესა და ნაკლს, როგორც ფერარა.

1529 წლის 24 იანვარს გამართული ბანკეტი იყო აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ნადიმი, რომლის ყოველი წუთი სკრუპულოზურად იყო გათვლილი. კულინარიის ისტორიკოსთა გასახარად ყოველი კერძის ყველა რეცეპტი დეტალურადაა ჩაწერილი. აღნიშნული საღამოს შემოქმედის გონებამ რენესანსის ხელოვნებაში არანაკლები წვლილი შეიტანა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მოქანდაკემ თუ მხატვარმა.

ქრისტოფორო და მესისბუგო ფერარას ჰერცოგის სტიუარდი და მარჯვენა ხელი იყო, პიროვნება, ერთდროულად ძალიან მკაცრი და ლმობიერი, უზარმაზარი გუნდის ხელმძღვანელი, ამ ნადიმის უკანასკნელ ნიუანსამდე გათვლილი გეგმით ხელში კულისებში მდგომი. 1529 წელს მესისბუგო თავისი ცხოვრების ზეობის ხანაში იყო. მიუხედავად მისი წარმომავლობისა (ის დაბალ საფეხურზე მდგომ აზნაურთა კლასს განეკუთვნებოდა), ის ფერარას ჰერცოგის განუყრელი თანამგზავრი იყო დიპლომატიური მისიების დროს. მის მზერას სასახლისათვის საჭირო ყოველდღიური წვრილმანიც კი არ გამოეპარებოდა. მესისბუგო პირადად იცნობდა საჰერცოგოში მცხოვრებ და მომსახურე ყველა პიროვნებას, მეწაღედან დაწყებული თავად ჰერცოგის ფავორიტი ქალბატონებისა და მისი არაკანონიერი შვილებით დამთავრებული.

რენესანსის ეპოქაში არ არსებობდა არავითარი ზღვარი მმართველის პირად ცხოვრებასა და ქალაქის სახალხო ცხოვრებას შორის, ამიტომ ვერავითარი თანამედროვე თანამდებობა მიახლოებითაც კი ვერ გადმოსცემს მესისბუგოს პასუხისმგებლობასა და როლს საჰერცოგოს საგარეო და საშინაო საქმეებში. დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად მის გამგებლობაში შედიოდა აგრეთვე სამხედრო საქმე, სოციალური საკითხები, ის იყო მაჟორდომიც და შეფმზარეულიც.

1529 წლის 24 იანვარს, ფერარას ჰერცოგი ალფონსო დ’ესტე დინასტიის ახალ სიმაღლეზე ასვლას აღნიშნავდა. ტახტის მემკვიდრე ერკოლე დ’ესტე და მისი ახალშერთული მეუღლე, საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო მეთორმეტეს ასული- რენე, პარიზში შეუღლების შემდეგ ფერარაში ბრუნდებოდნენ. ეს ის დროა, როცა ჩრდილოეთ იტალიაში შავი ჭირი მძვინვარებს, უამრავი მიცვალებული და მშიერი ადამიანია ქუჩაში. ლუთერანი გერმანელებისგან დაკომპლექტებულმა საღვთო რომის იმპერიის არმიამ აიღო რომი და 8 დღის განმავლობაში გააპარტახა. გაიძარცვა ეკლესიები და მონასტრები, სიმდიდრის ძებნაში რომის წმინდა პეტრეს ტაძარში ამოთხარეს ყოფილი პაპების საფლავებიც კი, სასულიერო პირები განდევნეს და გენიტალიებით ჩამოკიდეს, კარდინალები ქალების ტანსაცმელში გამოაწყვეს, ტყვე მონაზვნების ბედი კი კამათელზე იყო დამოკიდებული. როდესაც ახალდაქორწინებულებმა მიაღწიეს ფერარამდე, ქალაქის მაცხოვრებლებს უბრძანეს გაეხადათ სამგლოვიარო ტანსაცმელი, ქუჩები მორთეს ესტეს გვარის წითელ, მწვანე და თეთრ ფერებში, ქუხდა ქვემეხები და ესპანელი ჯამბაზი, სახელად დიეგო, აქლემზე ამხედრებული შემოუძღვა სიძე-დედოფლის ტრიუმფალურ ამალას, რომელსაც დროშების ფრიალით მოსდევდნენ თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი ბავშვები, სამღვდელოება და არისტოკრატია მთელი თავისი ბრწყინვალებით.

ეს იყო რვაკვირიანი პომპეზური წარმოდგენებით დახუნძლული ზეიმის დასაწყისი. საქორწინო წარმოდგენების შემდეგ ჯერი მიდგა ბანკეტზე.

სანამ 104 სტუმარი, საპატიო ბატონები და ქალბატონები ერთობოდნენ მუსიკით, მესისბუგოს გუნდი აწყობდა 30 მეტრის სიგრძის მაგიდას, რომლის გასწვრივ დაიდგა 5 მომსახურეობისათვის განკუთვნილი მაგიდა, 3- კერძებისათვის და 2- ღვინისათვის. ჭერიდან ჩამოუშვეს 48 ორსანთლიანი შანდალი. თითოეული პერსონისათვის განკუთვნილი იყო დანა, ორიგინარულად დახვეული ხელსახოცი, რძე და შაქრიანი ფუნთუშა, ბეჭდის ფორმის ბისკვიტი ბრაჩიატელა, ფსტის ტკბილეული, სახამებლის, შაქრის, და ვარდისწყლის ნარევით დამზადებული სავონეა. თითოეული სტუმრის წინ მოთავსებული იყო სურნელოვანი აბრეშუმი და ოქროს ფოთლებიანი ყვავილები.

მთელი მაგიდის სიგრძეზე, ცენტრის გასწვრივ, განთავსებული იყო კანის ფერად შეღებილი, 70 სმ სიმაღლის შაქრისაგან დამზადებული 25 ქანდაკება, ისინი წარმოადგენდნენ ჰერაკლესა და ნემეის ლომის ბრძოლის სცენას. ამით პატივი მიაგეს ნეფეს, ერკოლე დ’ესტეს, რომლის სახელიც ჰერაკლეს იტალიური ვარიანტია. პირველად სუფრაზე სამზარეულოდან აპეტაიზერები შემოიტანეს, როცა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, მესაყვირეებმა სტუმრებს მაგიდასთან მოუხმეს.

მენიუში შემავალი თითოეული კერძი მთელი სუფრის გასწვრივ 25 თეფშზე იყო გადანაწილებული.

მადის აღმძვრელი კერძები (ხემსი)

- კაპარის, ტრუფელის, ქიშმიშის პიურის ნარევის შიგთავსით მომზადებული 104 ღვეზელი.

- ენდივეს, ბოლოკის, ველური პრასისა და ლიმონის სალათი.

- 104 პატარა თეფში ანჩოუსის სალათი.

- 25 დიდი ბოლოკისაგან გამოქანდაკებული სხვადასხვა ფიგურები და ცხოველები 104 პატარა ბოლოკთან ერთად.

- შაქრის პუდრით მოფრქვეული 104 პატარა კრემიანი ღვეზელი.

- ლორის ნაჭრები, დამარილებული საქონლის ენა, ღორის სუკი, ეს ყველაფერი შემწვარი და მოფრქვეული შაქრითა და დარიჩინით.

- გარეული ტახის ხორცის შიგთავსიანი 25 ღვეზელი (გარეული ტახის ხორცთან ერთად, მესისბუგოს რეცეპტში, ამ ღვეზელში შერეული იყო დაბეგვილი ლორი, ქიშმიში, წიწაკა, ფორთოხლის წვენი და ცოტაოდენი საქონლის ცხიმი).

- ცომში გახვეული ღორის ღვიძლის 25 დიდი სოსისი (სოსისს ემატებოდა მკვახე ხილის წვენი და საქონლის ცხიმი მცირე რაოდენობით).

- 50 შებოლილი, კანგაცლილი დიდი კეფალი ტკბილ საწებელთან ერთად.

- 15 დამარილებული დიდი გველთევზა დაჭრილი 104 ცილინდრულ ფორმის ნაჭრებად (გველთევზა შუასაუკუნეებისა და აღორძინების ხანის იტალიაში თევზთა მეფედ იყო აღიარებული. თევზის ეს სახეობა დიდი ხნის განმავლობაში ცოცხლად ინახებოდა მტკნარი წყლის რეზერვუარებში და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მას ამარილებდნენ და ბოლავდნენ).

- დამარინადებული ზღვის 104 კაპარჭინა, მორთული დაფნის ფოთლების გარნირით (მესისბუგოს დამარინადების რეცეპტის მიხედვით ის ძმარში ურევდა წიწაკას, დარიჩინს, ჯანჯაფილს, მარილს, ზაფრანას და მიხაკს).

სხვა უცხოელ ელჩებთან ერთად, საფრანგეთის მეფის - “ყველაზე ქრისტიანი მეფის”, წარმომადგენელი ესწრებოდა ქორწინებას, რათა დარწმუნებულიყო, რომ დედოფალი მიღებული და დაფასებული იყო ისე, როგორც მის სტატუსს შეეფერებოდა.

პირველი

- 25 ბლომანჟეს “პიჯაკში” გამოწყობილი შაქარმოყრილი ძვალგაცლილი ყვერული (ყვერული და სხვა ფრინველის ხორცი, განსაკუთრებით გარეული ფრინველის, იმ ეპოქის საყვარელ ხორცად ითვლებოდა. მას საქონლის და ხბოს ხორცი პრესტიჟით ჩამოუვარდებოდა)

- 104 მწყერი, 104 ტომასელე, 104 ბადექონში შემწვარი ყვერულის ღვიძლები (ტომასელე იყო ღვიძლის ღვეზელი ქიშმიშით, შაქრით, ძვლის ტვინით, სანელებლებით და პარმეზანის ტიპის ყველით შეზავებული, გახვეული ბადექონში).

- 52 შემწვარი ხოხობი 100 ფორთოხლის ნაჭერით.

- ხახვის კარაბაჩა (კარაბაჩას მოსამზადებლად ხახვები ლორთან ერთად იხარშებოდა ჯერ წყალში, შემდეგ რძეში მკვახე ხილის წვენთან და მაგარ ყველთან ერთად. ყველი, ახალი ხბოს ხორცი და კვერცხის გული კერძს ემატებოდა ნელ-ნელა საბოლოო მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე. მზა კერძს მოფრქვეული ჰქონდა შაქარი და დარიჩინი).

- 25 ტკბილი ანანასის ნამცხვარი.

- 25 ტარტალეტი ზღვის ქორჭილას, კალმახის, ქარიყლაპიას ელენთებით (თევზის ელენთები მზადდებოდა ბულიონში და ფორთოხლის წვენში, რომელიც შეზავებული იყო ქიშმიშით, კვერცხის გულით, შაქრით, დარიჩინით, ჯანჯაფილით, მიხაკით, ზაფრანით, წიწაკით).

- 25 შემწვარი კალმახის კუდი ლიმონის საწებლით.

- 200 შემწვარი ბარაბული.

- მარციპანში მოთავსებული გველთევზას 125 ნაჭერი.

- 50 ზღვის კაპარჭინასაგან მომზადებული კატლეტი.

ნადიმი მიმდინარეობდა მუსიკის თანხლებით. 5 ალტისა და 2 კლავესინის მუსიკის ფონზე ჟღერდა ხუთხმიანი სასიყვარულო-ლირიკული და გუნდური სიმღერები. სიმღერები და მუსიკალური დიალოგები იცვლებოდა ყოველი ახალი კერძის შემოტანისას.

მეორე

- 50 შემწვარი ხოხობი, 50 შემწვარი კაკაბი, 104 ხორცის (საქონლის+ღორის+ცხვრის) ღვეზელი.

- 25 შემწვარი თეთრი სოსისი, რომელიც გატენილი იყო რძით, კვერცხის ცილით, ყველით, სახამებლით, შაქრით, ქიშმიშით, დარიჩინით, და წიწაკით. სოსისი ჯერ იხარშებოდა და შემდეგ იწვებოდა.

- გერმანული სტილის მიხედვით ჯავზიან თეთრ ღვინოში მომზადებული 25 ყვერული (ყვერულს ამზადებდნენ ლორის ნაჭრებთან, ქიშმიშთან და პილპილის მარცვლებთან ერთად ტკბილ ღვინოში).

- მტრედის 257 ფენოვანი ღვეზელი.

- გარდას ტბის 104 კალმახი ქუნჯუთის მარცვლებით.

- ძმრით დანამული შემწვარი ასთაკვის კუდები და მარწუხები.

- კალმახის ქვირითის 25 ღვეზელი.

- ყვითელი ნეაპოლიტანური ბლომანჟე (ბლომანჟეს ეს ვარიანტი ნუშის, მოხარშული ყვერულის გულმკერდით და შაქრით მზადდებოდა. პრიალა კონსტიტენციამდე მიღწევისას ემატებოდა კვერცხის გულები, ბრინჯის ფქვილი, დარიჩინი, ჯანჯაფილი და ფერის მისაღებად ზაფრანა. შემდეგ განზავდებოდა ბულიონით და მომზადდებოდა მკვახე ხილის წვენთან ერთად. სერვირებისას ემატებოდა შაქარი და დარიჩინი).

- გერმანული სტილის 104 საკონდიტრო ნამცხვარი, ვარდისწყლით დანამული (ნამცხვრის შიგთავსი მზადდებოდა ნუშის და ანანასის მარციპანით, აგრეთვე ემატებოდა ანანასის ნაჭრები, ქიშმიში, კვერცხის გული, კარაქი და ვარდისწყალი).

მესამე

- 104 ძვალგაცლილი კაკაბი შაქრის, ძმრის და სანელებლებისგან დამზადებულ “სამეფო” საწებელში.

- 23 ბოცვერი, 104 მტრედი, თხლად დაჭრილი ყვითელი ძეხვის ნაჭრები. (ყვითელი ძეხვი მზადდებოდა ღორის ხორცის, პიაჩენცას ყველისა და სანელებლებისაგან).

- ლომბარდიულად ფარშირებული 25 ძვალგაცლილი ყვერული მომზადებული ბულიონში 25 ძეხვთან ერთად (ფარშირება ხდებოდა ყველის, კვერცხის, ხმელი ბალახების, წიწაკის, ზაფრანის, ღორის ქონის და საფანელის დამატებით).

- 104 შემწვარი მტრედი ცუკატის ნაჭრებით.

- 200 ძვლის ტვინიანი ფიანდონჩელი (ეს იყო საკონდიტრო ნაწარმი, რომლის გული მზადდებოდა ღვინოში მომზადებული ქიშმიშის, ძვლის ტვინის, დახეხილი ყველის, კვერცხის გულის, შაქრისა და დარიჩინისაგან. თაფლი და შაქარი ემატებოდა შეწვის შემდეგ).

- შემწვარი გველთევზა შაქრითა და დარიჩინით.

- 150 შემწვარი ქორჭილა ანანასის დატკბილული საწებლით.

- კომაჩოს სტილით მომზადებული კალმახი ბულიონში (მესისბუგო არ იძლევა ამ კერძის რეცეპტს, თუმცა კომაჩო იყო ფერარას ზღვის პროდუქტებით მომარაგების წყარო, განსაკუთრებით ცნობილია მისი უგემრიელესი გველთევზა, რომლითაც ქალაქი დღემდე ამაყობს.

- შემწვარი სალამურა თავისსავე საწებელში (შამფურზე წამოცმამდე თევზი ამოისვრებოდა დარიჩინის და მიხაკის საფანელში. სოუსი მზადდებოდა სალამურას გაცხელებული სისხლის, ძმრის, დარიჩინის, შაქრის, მარილისა და შეწვისას შამფურიდან ჩამონადენი ცხიმის ნარევით).

- წაბლის ტორტები.

       მეოთხე

- მთლიანად შემწვარი თიკნები.

- კაპიროტა ბრუსკეტაზე (კაპიროტა იყო რბილი პაშტეტი, დამზადებული მაგარი ყველის,   ნიორის, მოხარშული ყვერულის ხორცის, კვერცხის გულის, კარაქისა და ცხიმიანი ბულიონის ნარევისაგან, ხოლო ბრუსკეტა-გახუხული პურია).

- 104 შემწვარი მტრედი ლომბარდიული სტილით ფარშირებული და დაფარული ფრანგული სოუსით (ფრანგული სოუსი მომზადებული იყო ტაფაზე შემწვარი ვაშლისა და შამფურზე შემწვარი ხახვისაგან. ეს ნარევი შემდეგ დაიბეგვებოდა, წითელი ღვინო და ცოტა ძმარი ემატებოდა სანამ ნარევი საცერში გატარდებოდა და შემდეგ მოიხარშებოდა შაქართან, წიწაკასთან, ჯანჯაფილთან, დარიჩინთან და ჯავზთან ერთად. სერვირების წინ ემატებოდა ლიმონის ნაჭერი).

- დამარილებული ქარიყლაპიას 50 ნაჭერი ყვითელ საიმპერატორო სოუსში ( მესისბუგო მოგვითხრობს, რომ ეს სოუსი მზადდებოდა 2:1 პროპორციით აღებული დაბეგვილი ნუშისა და ვარდისწყლით დანამული ორცხობილის ნაფშვენებისგან. ამ ნარევს ემატებოდა შაქარი, დარიჩინი, ანანასი, ქიშმიში, ზაფრანა და მაგრად მოხარშული კვერცხის გულები, მიღებული მასა კარგად დაიბეგვებოდა და ხდებოდა მისი განზავება ტკბილი ღვინით. საბოლოოდ კერძს მოეფრქვეოდა შაქარი).

- უნგრულ სტილში, ღვინოში მომზადებული 50 კალმახი, ბულიონში გაჟღენთილი პურით ( თევზი დაჭრილ ხახვთან ერთად იწვებოდა ზეთში, ემატებოდა ტკბილი ღვინის, წყლის და თეთრი ღვინის ძმრის ნარევი, ადუღებისას ფრთხილად ხდიდნენ ქაფს, ბოლოს ემატებოდა თაფლი, ქიშმიში, დარიჩინი, წიწაკა, ზაფრანა და თხლად დაჭრილი ვაშლი).

- 25 შემწვარი პალტუსი, 3 ფერის (წითელი, თეთრი და მწვანე - საჰერცოგოს ფერები) სოუსით გაფორმებული. წითელი ფერის სოუსი მომზადდა სანელებლების, მდოგვის მარცვლებისა და შაქრისაგან, თეთრი-დაბეგვილი ნუშის, საფენელის, მკვახე ხილის წვენის, ვარდისწყლისა და ლიმონის წვენისაგან, მესამე ფერის სოუსზე ჩანაწერები არ არსებობს.

- 150 შემწვარი დიდი სარდინელა დაფარული ფორთოხლის ნაჭრებით და შაქრით.

- 25 ლობიოს ტორტი (შიგთავსი იყო ლობიოს პიურე, მაგარი ყველი, კარაქი, შაქარი, დარიჩინი, წიწაკა, ჯანჯაფილი და კვერცხი)

- შემწვარი მარციპანის 104 საკონდიტრო ნაწარმი, თურქულ სტილში მომზადებული ბრინჯის შიგთავსით ( ამ წესით ბრინჯი წამოდუღდება ძროხის რძეში შაქართან, კარაქთან და ცოტა ვარდისწყალთან ერთად. დამატებით შაქარი ეძლეოდა ბოლოს).

ასეთი საერთაშორისო ქორწინებების შედეგად კულინარული შედევრების ექსპორტიც ხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი, 1533 წელს გამართული, ეკატერინე მედიჩისა და საფრანგეთის მეფის ჰენრიხ მეორის ქორწინება იყო, რასაც შედეგად მოჰყვა იტალიური კულინარული გამოცდილების ექსპორტი საფრანგეთში. როგორც იტალიელები ამტკიცებენ, ამ ქორწინების შემდეგ მათ ასწავლეს ფრანგებს კერძების მომზადება.

ინგლისურიდან თარგმნა რამაზ ნიკოლაძემ

წყარო

http://vinoge.com/

 

 

საქართველოს მთავრობა
სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ


ჩართულობა თანამშრომლობის გზით


პრეამბულა


საქართველოს სახელმწიფოებრივი მიზანია ისეთი მომავლის უზრუნველყოფა, როდესაც ქვეყნის ყველა მოქალაქე ისარგებლებს დემოკრატიული მმართველობის პრივილეგიებით, მსოფლიოში ინტეგრირებული, განვითარებული ეკონომიკით და იცხოვრებს ტოლერანტულ, მრავალეთნიკურ და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებაში. ეს მიდგომა ეფუძნება ყველა ევროპული ერის მიერ გაზიარებულ საერთო პრინციპებს და ღირებულებებს, რომლებიც აისახა ჰელსინკის საბოლოო აქტში.
საქართველოს მთავრობა ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლობისათვის მისაწვდომი გახადოს ყველა ის სარგებელი, რაც მოაქვს სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა თუ ინსტიტუტებში. საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ ამ ინსტიტუციებთან ინტეგრაცია, მის მრავალეთნიკურ და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებას კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო მყარ გარანტიებს შეუქმნის.
წინამდებარე ჩართულობის პოლიტიკის მიზანია, გააძლიეროს და ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივ ძალისხმევას ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად.
სტრატეგია გამოხატავს საქართველოს ურყევ გადაწყვეტილებას მიაღწიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის სრული დეოკუპაცია, შეაქციოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესი და მშვიდობიანი გზით მოახდინოს ამ ტერიტორიებისა და მოსახლეობის რეინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში. საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის მიაღწიოს დასახულ მიზნებს მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით. იგი გამორიცხავს სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობას. ყველა ეს მცდელობა თანხვედრაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკასთან, რომელიც არ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს საქართველოს ინიციატივას გაატაროს ჩართულობის პოლიტიკა.

 

სტრატეგიული მიზანი


ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სახელწოდება _ “ჩართულობა თანამშრომლობის გზით” ასახავს ამ სტრატეგიის არსს და ოკუპაციით გამოწვეული იზოლაციისა და დანაწევრების წინააღმდეგაა მიმართული. დასახული მიზანი მიიღწევა ისეთი ფორმატების შექმნით და წამახალისებელი მექნიზმების შემოტანით, რაც ხელს შეუწყობს ხსენებული რეგიონების ჩართულობას. სახელმწიფო სტრატეგიის მიზანია ხელი შეუწყოს, ოკუპაციის შედეგად შექმნილი გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული საქართველოს მოსახლეობის ურთიერთობების აღდგენა-გაღრმავებას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის უზრუნველყოს ის უფლებები და პრივილეგიები, რომლითაც სარგებლობს საქართველოს ყოველი მოქალაქე. დასახული მიზნების მიღწევა, მათ შორის, შემდეგი პროაქტიური პოლიტიკის გატარებითაა შესაძლებელი:

გამყოფი ხაზებით ერთმანეთისაგან განცალკევებულ თემებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის ხელშეწყობა; გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მოსახლეობის სოციო - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის ჩართვა საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში.

ისეთი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება, რომელიც შესაძლებელს გახდის გამყოფ ხაზებს შორის მოსახლეობის მიმოსვლას და საქონლის მოძრაობას.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის აღმსარებლობის თავისუფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების დაცვის მიზნით, არსებული მექანიზმების გაძლიერება და ახალი საშუალებების შემუშავება.

ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ჯანდაცვის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; განათლების მიღებისთვის ფართო შესაძლებლობის შექმნა.

საერთო ინტერესების განსაზღვრისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ერთობლივი თემთაშორისი პროექტებისა და საქმიანობების მხარდაჭერის მეშვეობით თავისუფალი გადაადგილების, ასევე გამყოფ ხაზებს მიღმა მცხოვრებთა შორის კონტაქტებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.


კულტურული მემკვიდრეობისა და თვითშეგნების შენარჩუნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, გამყოფი ხაზებით იზოლირებულ რეგიონებს შორის ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების ხელშეწყობა.

ისეთი იურიდიული მექანიზმების მოძიება, რომლებიც, სტრატეგიის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების სრული დაცვით, უზრუნველყოფენ წინამდებარე მიზნების განხორციელებას. სტრატეგია, უპირველეს ყოვლისა ეფუძნება საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურღვეობის, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის გატარებისა და საბოლოოდ, სრული დეოკუპაციის პრინციპებს.


საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს პარტნიორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან, რათა შექმნას ამ მიზნების განსახორციელებლად საჭირო ექსპერტიზა, ინსტრუმენტები და რესურსები.


ახლანდელი მდგომარეობის მიმოხილვა
საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, საქართველოს ორ რეგიონში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, კონფლიქტებმა იჩინა თავი. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტებით გამოწვეული ტრაგედია მთელ რესპუბლიკას შეეხო, ის განსაკუთრებით მტკივნეულად აისახა სწორედ ამ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე. საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ყველა მხარის მიერ დაშვებულ შეცდომებს მოჰყვა ნგრევა და მოსახლეობის განუზომელი ტანჯვა. ამ მოვლენების შედეგების დაძლევა უმთავრესია, ომისაგან დაზარალებული მოსახლეობის შერიგებისა და დაახლოების პროცესის ხელშეწყობისათვის.
რუსეთის ფედერაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ხსენებული კონფლიქტების გამწვავებაში, უშუალოდ მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში და მუდმივად ხელს უშლიდა კონფლიქტის გადაჭრას. (მათ შორის, აფერხებდა ნებისმიერ საერთაშორისო ძალისხმევას, რაც კონფლიქტების მოგვარებისკენ იყო მიმართული). 2008 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში, რუსეთის ამგვარი პოლიტიკა გადაიზარდა მწვავე პროვოკაციებში, რისი კულმინაციაც საქართველოს ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შემოჭრა იყო, რასაც მოჰყვა, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხდებული დამოუკიდებლობის ცნობა.

 

2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთს შორის ომმა ნათელი გახადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები ძირითადად საერთაშორისო ხასიათისაა. საქართველოს მთავრობას, რომელსაც ერთხმად მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოება, სწამს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შემოჭრა და რუსეთის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას. ეს განსაკუთრებით ეხება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. საქართველოს სამართლებრივი პოზიცია განმტკიცებულია სართაშორისო სამართლითა და ნორმებით და გამყარებულია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ მიღწეული შეთანხმებებით. აღნიშნული პოზიცია კიდევ უფრო მეტადაა გამყარებული სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე გაკეთებული განცხადებებით. მათ შორის ევროკავშირის მიერ შეკვეთილი “საქართველოში კონფლიქტის შესახებ ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის” დასკვნამ დაადასტურა მოცემული რეგიონების საქართველოდან გამოყოფის უკანონობა და გააბათილა რუსეთის მიერ მოყვანილი, საქართველოს ტერიტორიაზე მისი შემოჭრისა და ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გამამართლებელი არგუმენტები.

ზემოთ ხსენებულის პარალელურად, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს პოლიტიკური ხასიათის განსხვავებებს, რაც შეინიშნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის მოსახლეობების სხვადასხვა სეგმენტებში, და იმას, რომ ხსენებული სტრატეგიის განხორციელება მოითხოვს იმ მოსახლეობის ჩართულობას პროცესებში, რომელთაც კონფლიქტის განსხვავებული აღქმა გააჩნიათ.


2008 წლის აგვისტოს შემდეგ, რუსეთმა გაზარდა თავისი მუდმივი სამხედრო კონტინგენტი ამ ორ, ოკუპირებულ რეგიონში და მათ გარეთ, იმ ტერიტორიების ჩათვლით, რომლებიც ომამდე საქართველოს მთავრობას ექვემდებარებოდა, რითაც არღვევს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გაყოლებაზე უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების ჩაყენებით, რუსეთი ხელს უშლის ევროკავშირის მონიტორინგის მისიას გააკონტროლოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაცვა, რაც მისი მანდატით გათვალისწინებული ვალდებულებაა. საქართველოში შემოჭრის შემდეგ, რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო შეთანხმებების უგულებელყოფას. მან ვეტო დაადო გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) საქმიანობის გაგრძელებას საქართველოში, შეაფერხა კონსენსუსის მიღწევა საქართველოში ეუთოს საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით (მისიის სამხედრო მონიტორინგის კომპონენტის ჩათვლით).

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის ოქტომბერში მიიღო კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. კანონით განისაზღვრა ახალი სამართლებრივი რეჟიმი ამ ორი რეგიონის მიმართ. ამჟამად, ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები რეგულირდება აღნიშნული კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საერთაშორისო ნორმებითა და მექანიზმებით. მათთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ; ევროკავშირის საბჭოს 2008 წლის 1 სექტმებრის შეხვედრის დასკვნა; გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 2009 წლის 28 აგვისტოს რეზოლუცია “იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”; ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები “საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ” (#1633 (2008), N#1647(2009), #1648(2009), #1664 (2009), # 1683 (2009); “ანგარიშები საქართველოში მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ” (შG/Iნფ(2009)7, შG/Iნფ(2009)9, შG/Iნფ(2009)15); ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის მოხსენება “საქართველოში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების თაობაზე” (2008 წლის 27 ნოემბერი).

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ამ ორი რეგიონის ანექსიისაკენ მიმართული პოლიტიკა, ართულებს შერიგების პროცესს საქართველოს ხალხებს შორის და ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიან რეინტეგრაციას საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში.

ამგვარ ვითარებაში, საქართველოს მთავრობა, რომელიც აგრძელებს პოლიტიკური ძალისხმევის მიმართვას საქართველოს სრული დეოკუპაციის მისაღწევად, მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაატაროს ადამიანზე ორიენტირებული (ჰუმანოცენტრული), პროაქტიური პოლიტიკა, რომელიც გამოეხმაურება ომისაგან დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს.

 


ძირითადი პრინციპები


სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ეფუძნება შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებს: საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია; საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრები ურყევი.
მოცემული სტრატეგია ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, ნორმებს და კონვენციებს, რომელთა მონაწილეცაა საქართველო; საქართველოს კანონმდებლობას, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონისა და შესაბამისი რეგულაციების ჩათვლით, საქართველოს მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, გაეროსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებსა და ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და ეუთოს დეკლარაციებს.
წარმოდგენილი სტრატეგია ეფუძნება იმ პრინციპს, რომ უსაფრთხოება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების, მათ შორის მიუკერძოებელი სადამკვირვებლო, საპოლიციო და/ან სამშვიდობო ძალების მეშვეობით, აგრეთვე, ადგილობრივი რესურსების ჩართვით.
საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ფარგლებში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის სამომავლო პოლიტიკური სტატუსი განისაზღვრება მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესში, იძულებით ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებისა და ქვეყნის ტერიტორიების სრული დეოკუპაციის პირობებში.
წინამდებარე სტრატეგია ადასტურებს იძულებით ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას, ისე როგორც ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შერიგების აუცილებლობას. ის აგრეთვე აღიარებს ისეთი პირობების შექმნის საჭიროებას, რაც საშუალებას მისცემს იძულებით ადგილნაცვალ პირებსა და ლტოლვილებს ისარგებლონ უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების უფლებით.
საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში /სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის და მაკონტროლებელი ძალაუფლების წარმომადგენლების ჩართულობის მიზნით შემუშავებული წინადადებები, არამც და არამც არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ სამართლებრივ პოზიციას, რომელიც ეფუძნება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ურყეობის პრინციპების დაცვას. სტრატეგია სრულიად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.

იმ დროს როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს პასუხისმგებლობების განსაზღვრული ნაწილი საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირების სფეროს მიეკუთვნება, საქართველოს ხელისუფლება, როგორც გამოდევნილი სუვერენი, ხაზს უსვამს საკუთარ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას, მჭიდროდ ითანამშრომლოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან.
საქართველო ეწინააღმდეგება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის იზოლაციას, აცნობიერებს რა იქ მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციის უარყოფით შედეგებს; საქართველოს მთავრობა გაატარებს ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ამ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჩართულობაა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის დე-იზოლაცია შეიძლება განხორციელდეს ამჟამად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ურთიერთობის ხელშეწყობის გზით და მათთვის იმ სარგებლის შეთავაზებით, რაც მოჰყვება საქართველოს დაახლოვებას უფრო ფართო ევროპულ და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
სახელმწიფო სტრატეგია ემყარება ურყევ რწმენას, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში /სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს საზოგადოებისა და მისი მომავლის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს მთავრობას სჯერა, რომ ჩართულობის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნდობის აღდგენისაკენ, იმ მოსახლეობის რომელიც ამჟამად გამყოფი ხაზებითაა დაშორიშორებული და ომის შედეგად დაზარალებული, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კონფლიქტის საბოლოო მოგვარების საქმეში. საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს რა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთი ნაწილი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მატარებელია, მიაჩნია, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად შერიგება შესაძლოა მშვიდობიანი მოლაპარაკებების, თანამშრომლობისა და ამ ადამიანების მიმდინარე პროცესებში ჩართვის გზით. აღნიშნული უნდა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაციისაკენ მიმართული სამშვიდობო პროცესის ჩამოყალიბებისა და მისი ინტერნაციონალიზაციის პარალელურად.
წინამდებარე სტრატეგია ღირებულად თვლის და მხარს უჭერს საქართველოში არსებულ კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების კანონიკური იურისდიქციების ხელშეუხებლობას.

სახელმწიფო სტრატეგია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პოლიტიკა თუ საქმიანობა, უნდა მოიცავდეს, როგორც საქართველოს დასახელებულ რეგიონებში მცხოვრებ, ისე ამ რეგიონებიდან დევნილ მოსახლეობას. შესაბამისად, ყველა ეს საქმიანობა უნდა იყოს ერთობლივი და/ან ურთიერთშეთანხმებული, ურთიერთსასარგებლო, პრაგმატული და უნდა მოიცავდეს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ამ რეგიონებში განხორციელებული საქმიანობა თანხვედრაში უნდა იყოს ჩართულობის წამახალისებელ მიზნებთან და ამოცანებთან, უნდა ხორციელდებოდეს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობისა და ჩართულობისათვის შემუშავებული მექანიზმების შესაბამისად.
საქართველო აღიარებს და იცავს უნივერსალურ ადამიანურ უფლებებს და თავისუფლებებს და მიისწრაფვის საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ. საქართველოს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაა ისეთივე შესაძლებლობები შეუქმნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელ მოსახლეობას, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური მრწამსისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა, რითაც უზრუნველყოფილია საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა.
საქართველო აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში საკუთრების უფლების ხელშეუხებლობას და ამ უფლების ნებისმიერ დარღვევას უკანონოდ მიიჩნევს. აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, ქვეყნის ხელისუფლება იტოვებს უფლებას, მიმართოს ყველა შესაძლო ადგილობრივ თუ საერთაშორისო მექანიზმს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ამჟამად მცხოვრები და ამ რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის საკუთრების უფლებების დასაცავად.

მიზნები


ეკონომიკური ურთიერთობები:
- სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების ხელშეწყობა გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის, ამ ურთიერთობებისათვის აუცილებელი სამართლებრივი და ლოგისტიკური პირობების შექმნის გზით, რაც მათთვის ადვილად ხელმისაწვდომს გახდის როგორც ბაზარს, ისე საქონელს; ვაჭრობის გაფართოებისთვის წამახალისებელი ფინანსური პირობების შემუშავებით სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების ხელშეწყობა, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობისათვის სათანადო გარემოს ჩამოყალიბებით.
- სასოფლო-სამეურნეო დარგებისა და აგრო-ბიზნესის პროდუქტიულობის აღდგენა და განვითარება; გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის სოციალური და თემთაშორისი ურთიერთობების წახალისება და მხარდაჭერა, სპეციალური ეკონომიკური ზონების, მათ შორის ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური და /ან სხვა სახის ზონების შექმნა, რისი მოქმედების არეალიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს გავრცელდება.
- შესაბამისი პირობების შექმნა, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ტექნოლოგიები, გამოცდილება და ფინანსები ძირითად დარგებში, ერთობლივი ბიზნეს-აქტივობების განსახორციელებლად საჭირო პირობების შექმნა, რათა წახალისდეს მომგებიანი ბიზნეს-საქმიანობები. ძირითადი დარგები სხვასთან ერთად მოიცავს შემდეგს: პროდუქციის შენახვაზე, გადამუშავებასა და დაფასოებაზე ორიენტირებული საწარმოების აშენება უპირველეს ყოვლისა სასოფლო-სამეურნეო სექტორში.
- სახელმწიფოს, დონორთა და კერძო ინვესტორების მონაწილეობით, მიზნობრივი ფონდების შექმნა, ერთობლივი ბიზნეს-საქმიანობისა და პროექტების მხარდასაჭერად.
- შესაბამისი იურიდიული მექანიზმების მოძიება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის გატანა/გაყიდვის შესაძლებლობების შექმნისა და წახალისების მიზნით. აღნიშნულმა მექანიზმებმა ხელი უნდა შეუწყოს წარმოების პირობების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანას, აგრეთვე მოაწესრიგოს ხარისხის სისტემების სერტიფიცირებასთან, საგადასახადო და საბაჟოსთან დაკავშირებული საკითხები.
- გამყოფ ხაზებს შორის მცხოვრებთათვის დასაქმების შესაძლებლობების ხელშემწყობი გზების მოძიება.
- არახელსაყრელი ეკონომიკური და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა გამყოფი ხაზების მიმდებარე ტერიტორიებისათვის; მათ მიმართებაში სპეციალური კრიტერიუმების შემუშავება და შესაბამისი ზომების გატარება.

 


ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი


- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კერძოდ, გზების, წყლის, სატელეკომუნიკაციო და სხვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
- ავტოტრანსპორტის რეგულარული მიმოსვლის აღდგენა გაყოფილი ტერიტორიების დასაკავშირებლად.

- სკოლების, საავადმყოფოების, სპორტული ნაგებობებისა და კულტურის კერების რეაბილიტაცია და მშენებლობა; ასევე, საბინაო და სხვა ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაცია, როგორც ამ ტერიტორიებზე ამჟამად მცხოვრები, ასევე დასაბრუნებელი მოსახლეობისათვის.
- გარემოს დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობა.

 

განათლება


- მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა და ქართული სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობა ქართულად მოლაპარაკე მოსახლეობის ნაწილისათვის; აფხაზურ და ოსურ ენებზე სახელმძღვანელოების შექმნა, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ან ერთობლივად შემუშავებული სასწავლო პროგრამის მიხედვით.
- სათანადო პროცედურების დადგენა და მექანიზმების შემუშავება, რათა მათ, ვინც განათლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში იღებს, მიეცეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ.
-აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთათვის ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს ჩაერთონ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომ, საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლით, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის საგრანტო და სხვა სახელმწიფო პროგრამებში.
- ომით დაზარალებული მოსახლეობისათვის ერთობლივი აკადემიური სასწავლო პროგრამების (მათ შორის, პროფესიული სწავლების პროგრამის) შემუშავება და ხელშეწყობა.
- ერთობლივი კვლევების წახალისება.

ჯანმრთელობის დაცვა


- მოსახლეობის უზრუნველყოფა, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურების თანაბარი უფლებით.
- საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაბამისი მექანიზმების ჩამოყალიბება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ღონისძიებათა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
- სათანადო მექანიზმების შემუშავება და ამოქმედება, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას

მიეცეს შესაძლებლობა ისარგებლოს ჯანდაცვის მომსახურეობით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.
- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჩართვა საქართველოს სოციალური დაცვისა და შეღავათების სისტემაში.
- სამედიცინო პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის, Mმათი ჩართვა ვაქცინაციის, პანდემიაზე რეაგირების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის, ჰეპატიტისა და ნარკომანიის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამებში.

სახალხო დიპლომატია


- ერთის მხრივ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს, და, მეორეს მხრივ, დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობის ყველა ფორმის ხელშეწყობა; განსაკუთრებით, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მექანიზმების წახალისება და ხელშეწყობა.
- ოკუპაციის შედეგად გაყოფილ ტერიტორიებზე მცხოვრებ, საერთო ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა, მათ შორის ყოფილი მეომრების, მეზობლების, შერეული ოჯახების წევრების, ახალგაზრდობის, კოლეგების, მეცნიერებისა და ნებაყოფლობითი გაერთიანებების ურთიერთობისათვის ხელშემწყობი პლატფორმის შექმნა.
- საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა ტიპის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით ურთიერთობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ ახალგაზრდებს შორის.
- დიალოგის წარმოება საქართველოს ტერიტორიიდან გაძევებულ თემებთან და დიასპორებთან, განსაკუთრებით მეფის რუსეთის იმპერიის მიერ გაძევებულ მოსახლეობასთან.

კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის დაცვა და შენარჩუნება


- საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის დაცვისა და განვითარების უზრუნველყოფა. ეს გულისხმობს ენისა და ტრადიციების დაცვას, ხელოვნებისა და ლიტერატურის წახალისებას, მაგრამ არ შემოიფარგლება ხსენებული სფეროებით.
- აფხაზები წარმოადგენენ საქართველოს მკვიდრ მოსახლეობას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზურ ენას მიენიჭა სახელმწიფო ენის სტატუსი. აფხაზური ენის გამოყენების პირობების გაუმჯობესებისათვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აფხაზური ენის პატივისცემას, დაცვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას.
- საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის UNEშჩO-ს, მხარდაჭერის მოპოვება ისტორიული ძეგლების რეგისტრაციისა და შენარჩუნებისათვის.
- რელიგიის თავისუფლების, მათ შორის მშობლიურ ენაზე საეკლესიო მსახურების უზრუნველსაყოფად ხელსაყრელი გარემოსა და პირობების შექმნა.
- კავკასიის ხალხების ეთნიკურ და კულტურულ სიახლოვზე დაფუძნებული ღონისძიებების წახალისება და ხელშეწყობა.

 

ინფორმაციის დაუბრკოლებელი გავრცელება


- ინფორმაციისა და პლურალისტური თვალსაზრისების თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის კომუნიკაციისთვის ხელსაყრელი პლატფორმის და მექანიზმების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს იზოლაციის გადალახავას, ურთიერთგაგებას და სამომავლო გეგმების ურთიერთგაზიარებას.
- ბეჭდვითი და ელექტრონული მედია-საშუალებების გამოყენების მეშვეობით, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის აუცილებელი პლატფორმებისა და ჩარჩო-მექანიზმების შექმნა; ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობის წახალისება; ინფორმაციის გაცვლის ხელშესაწყობად მედია საშუალებების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომები
- შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება და ინიცირება, აგრეთვე ადმინისტრაციული მექანიზმების შექმნა, რათა:

მოწესრიგდეს სერტიფიცირებასთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხები, როგორიცაა დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, განათლებისა თუ სხვა სამოქალაქო რეგისტრაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები;

შესაძლებელი გახდეს ეკონომიკური და სავაჭრო საქმიანობა;

მიეცეს აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების მოსახლეობას საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სამგზავრო დოკუმენტების გაცემის საკითხს.

 

 

ადამიანის უფლებები


- ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში; ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტებისა და ჯგუფების მხარდაჭერა; აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/ სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის, და, აგრეთვე, ამ ტერიტორიებზე ამჟამად მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ხელშეწყობა.
- აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგისათვის, დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით შესაბამისი მექანიზმების შემუშავება; ამ რეგიონებში მცხოვრები ყველა ჯგუფის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა.
- ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის დადგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევებს.
- ზემოაღნიშნული მიზნების განხორციელების მისაღწევად შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოწვევა; კერძოდ, ფართო საერთაშორისო მექანიზმების ჩარჩოებში მონიტორინგის სპეციალური მისიების შექმნა, რომელთა ფუნქცია იქნება სტაბილურობის შენარჩუნება ხსენებულ ტერიტორიებზე.

 

სტიქიური უბედურებების პრევენცია
საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, ყოველგვარი ღონე იხმაროს, რათა გაუწიოს მაქსიმალური დახმარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას სტიქიური უბედურების დროს და მის მიერ გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად.

განხორციელება


საქართველოს მთავრობა ზემოაღნიშნულ მიზნებს განახორციელებს ქვეყანაში შესაბამისი სამთავრობო ინსტიტუციების შექმნის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელი ძალაუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისათვის ნეიტრალური სტატუსის მქონე ჩარჩო-მექანიზმის შემუშავების, შესაბამისი საკოორდინაციო მექანიზმების განვითარებისა და მშვიდობის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების გზით.

ქვეყნის ხელისუფლება, ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელიც დაეფუძნება წინამდებარე სტრატეგიას. გეგმა ჩამოაყალიბებს დეტალურ და კონკრეტულ მექანიზმებს, ქმედებებსა და პროცედურებს. ამასთან, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით, შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებებს და მოახდენს მათ ინიციირებას საკანონმდებლო ორგანოში. სამოქმედო გეგმაზე მუშაობისას, პრიორიტეტების დასადგენად, საქართველოს მთავრობა კონსულტაციებს გამართავს ომით-დაზარალებულ მოსახლეობასთან. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს რა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობის ჩართულობასათან დაკავშირებულ რიგ სირთულეებს, მზადაა გაითვალისწინოს ყოველივე სამოქმედო გეგმის შემუშავებისას.
სტრატეგიის განხორციელების პროცესში, საქართველოს მთავრობა მხედველობაში მიიღებს და განავითარებს ჩართულობისა და თანამშრომლობის ყველა მანამდე არსებულ ღირებულ და პოზიტიურ გამოცდილებას.
საქართველოს მთავრობა შეეცდება შეიმუშავოს შერიგების ეფექტური მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს ითანამშრომლონ და განსაზღვრონ საერთო მიდგომები საკუთარი წარსულისა და ისტორიის მიმართ, განსაკუთრებით, იმ კონფლიქტების მიმართ, რომელიც განვითარდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობა განაგრძობს საოკუპაციო ძალასთან მუშაობას ჟენევის დისკუსიების ფორმატში და/ან სხვა პოტენციური ფორუმების ფარგლებში, რათა უზრუნველყოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება.
საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს სამართლებრივ მექანიზმს და მოახდენს მის ინიციირებას საკანონმდებლო დონეზე, რათა საგანგებოდ შექმნილ საფინანსო ინსტიტუტს მიეცეს ოპერირების საშუალება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. აღნიშნული ინსტიტუტი მომსახურეობას გაუწევს შესაბამის საერთაშორისო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ ორივე მხარისათვის ხელსაყრელ და სასარგებლო პროგრამებს, და, კომერციულ სტრუქტურებს, რომლებიც ახორციელებენ ორივე მხარისათვის ხელსაყრელ ბიზნეს პროექტებს და რეგისტრირებულნი არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ეროვნული და საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენების გზით, მთავრობა მოიძიებს და გამოყოფს ფინანსურ და სხვა რესურსებს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის.
საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა სტრატეგიის განხორციელების პროცესში. საქართველოს მთავრობა ადგილობრივ და საერთაშორისო ნებაყოფლობით გაერთიანებებს, ბიზნესერთეულებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე პარტნიორი ქვეყნების განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოებს, მიიჩნევს მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულებად სტრატეგიის მიზნების მხარდაჭერისა და განხორციელების თვალსაზრისით.

 

 

დანართი


ტერმინთა განმარტებები:
აფხაზეთი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა.
ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
ოკუპირებული ტერიტორიები – «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელი ძალაუფლება – ოკუპანტის ძალის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი და მხარდაჭერილი მარიონეტული რეჟიმები.
გამყოფი ხაზები – ოკუპანტი ძალის მიერ შექმნილი საოკუპაციო ხაზები, რომლითაც ოკუპირებული ტერიტორიები გამოყოფილია საქართველოს დანარჩენი ნაწილებიდან.
გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობა – საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა.
ომისაგან დაზარალებული მოსახლეობა – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, ასევე 90-იან წლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა.
ომის ან შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ერთმანეთისაგან განცალკევებული თემები - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად მცხოვრები და ამ ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობა.
დევნილი მოსახლეობა – საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იძულებით ადგილნაცვალი პირი.
ლტოლვილი მოსახლეობა – პირი, რომლისთვისაც საქართველო არის წარმოშობის ქვეყანა და იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო შეიარაღებული კონფლიქტის ან ომის შედეგად.

 

წყარო

 

 

ავტორი – Nataly

დღეს ვათვალიერებდი ჩემს ძველ იტალიურსის წიგნს და რომ გადავხედე ამ სტატიას გადავწყვიტე გადამეთარგმნა რასაც შევძლებდი.. მართალია ძალიან პრიმიტიულ ენაზეა, მაგრამ ცოტა საინტერესოცაა.. :)

 

იტალიელები სიტყვით „ყავა“ თითქმის ყოველთვის გამოხატავენ „ესპრესოს“(espresso). ყავას ასე გამორჩეულს ძლიერი გემოთი და არომატით.
ყველაფერი კი დაიწყო 1901 წელს, როდესაც მილანელმა ლუიჯი ბეძერამ გამოიგონა ყავის დანადგარი ბარისთვის, რომელიც ყავის მცირე დროში მომზადების საშუალებას იძლეოდა. ასე, რომ ესპრესო(რაც ნიშნავს სწორედ მომზადებისა და მოხამრების სისწრაფეს) შევიდა იტალიელების ყოველდღიურ ცხოვრებაში და გახდა მთელი იტალის სიმბოლო.
ყავის დასალევად ნებისმიერი დრო მისაღებია.
მაკიატო(macchiato - ცოტა რძით); ლუნგო (lungo - თითქმის სავსე ფინჯანი მსუბუქი გემოთი), რისტრეტო (ristretto - ცოტა წყლით და ძლიერი გემოთი); ფრედო(freddo - ყინულით); კორეტო(coretto - ცოტა ლიქიორით). გარდა ამისა, ნებისმიერ იტალიურ სახლში საუზმობენ ყავა ლატეთი(caffelatte), რაც არის ცხელი რძე და ცოტაოდენი ყავა.

სხვა იტალიური ცხელი სასმელი, რომელიც ცნობილია მთელს მსოფლიოში არის კაპუჩინო(cappuccino). მისი სახელი კი გამომდინარეობს კაპუჩინელი ძმების ტანსაცმლის ფერიდან. კაპუჩინო - ეს არის ყავა ესპრესო ცოტა რძის ნაღებით.
რჩევის სახით: სადილის შემდეგ მოითხოვეთ ესპრესო კაპუჩინოს ნაცვლად. იტალიელებისთის წარმოუდგენელია კაპუჩინოს დალევა საჭმლის შემდეგ, მაშინ როდესაც ის ძალიან უხდება საუზმეს. ესპრესოს დასალევად კი ყველა დრო მიღებულია!
ფაქტები:
იტალიაში საშუალოდ დღეში ისმება 30 მილიონი ფინჯანი ყავა.
დაახლოებით 7,5 მილიონი ტომარა ყავა არის იმპორტირებული საზღვარგარეთიდან (დაახლოებით 76 მილიონი ტონა) ყოველწლიურად. აქედან 1,5 მილიონი მიდის ბარებში და დანარჩენი 6 მილიონი ოჯახებში ყოველდღიური მოხმარებისთვის. ერთი იტალიელი სვამს 600 ფინჯან ყავას წელიწადში: აქედან 70%-ს სახლში, 20%-ს ბარში და 10%-ს სამსახურში.

წყარო

http://halloween-townn.blogspot.com/

 

ავტორი – sunwaited

 

ტფილისში ყოველთვის დუღდა და გადმოდუღდა გარყვნილი ცხოვრების წესი. რა ვიცით ამის შესახებ, თუ ფოტოები მოგვეძიება, ფოტოებიც დავყაროთ. არაოფიციალურად თემას შეიძლება ეწოდოს “მეს ის თამრო აღარა ვარ”

 

ასე იწყება თემა თბილისის ფორუმზე და მერე რაზე მიდის მსჯელობა თავადაც შეგიძლია ნახოთ …
ამ პოსტში კი მე უბრალოდ, პარალელივით მინდა გავავლო : D
წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფოტო სესიას ძველ და ახალ ფოტოებს შორის, საკმაოდ თამამი ნამუშევრებია….
პირველი სურათების “გმირებს” თავის დროში ბოზებს ეძახდნენ, უფრო თანამედროვე სურათის გმირზე კი ხშირად წამიკითხავს სხვადასხვა ბლოგებზე რატომაა ბოზიო : D
პრინციპში, მე არც ერთს ვამტკიცებ და არც – მეორეს …
უბრალოდ, შედარება თქვენთვის მომინდვია ;)

 

 

რაღაცით გვანან ერთმენეთს, არ მეთანხმებით? :P

 

 

 

ორივე ეპოქის ნამუშევრები ხელოვნების კუთვნილებაა : )))

 

 

 

იხილეთ ვრცლად...

http://sunwaited.wordpress.com/

 

from – The Polity

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს თასის ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები დავით ასუმბანი და შალვა ქარდავა გახდნენ, ვერცხლს ბეთქილ შუკვანი დაეუფლა, ბრინჯაო კი ზაზა კედელაშვილმა და ამირან პაპინაშვილმა ირგუნეს.

 

იხილეთ ვრცლად...

http://www.polity.ge/

 

 

 

 

ავტორი – ჯემალი

27 იანვარს სტივ ჯობსმა წარმოადგინა Apple-ის ახალი მოწყობილობა (პლანშეტი), სახელწოდებით iPad. ამ მოწყობილობას სტივმა რევოლუციური უწოდა.

 

 

უამრავი რამ იწერება პრესაში ახალ მოწყობილობასთან დაკავშირებით. არის როგორც აღტაცებული, ასევე სკეპტიკური დამოკიდებულებები. მოკლედ წარმოვადგენ Apple iPad-ის ძირითად მახასიათებლებს.
სიგრძე: 242.8 mm
სიგანე: 189.7 mm
სისქე: 13.4 mm
წონა: 0.68 - 0.73 კგ.
ეკრანის დიაგონალი: 9,7 დიუმი
გარჩევადობა: 1024 x 768
პროცესორი: 1GHz Apple A4, მწარმოებელი Samsung (როგორც წერენ, საკმაოდ სწრაფია)
შიდა მეხსიერება (სამ ვარიანტად): 16GB, 32GB ან 64GB flash drive
(ოპერატიულ მეხსიერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ არის)
უკაბელო კავშირი: Wi-Fi 802.11a/b/g/n, Bluetooth 2.1
აქვს მიკროფონი და დინამიკი
აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობა 10 საათი.
მუშაობისას პლანშეტი შეიძლება მოვათავსოთ მუხლებზე ან დავდოთ მაგიდაზე.
ტექსტის შესატანად გამოიყენება ვირტუალური კლავიატურა (თუმცა შესაძლებელია ნამდვილი კლავიატურის მიერთება).
პროგრამული უზრუნველყოფა:
Mail, Mobile Safari, Calendar, Contacts, iTunes, iPod, App Store (დაახლოებით 140 000 სხვადასხვა სახის პროგრამების კრებული), Maps, Notes, iWork (საოფისე პროგრამების პაკეტი), ე-წიგნების წამკითხავი პროგრამა iBooks (Apple-ი აპირებს ე-წიგნების საკუთარი ინტერნეტ-მაღაზიის გახსნას).
სამწუხაროდ iPad ერთამოცანიანი სისტემაა (ყოველ მოცემულ მომენტში შესაძლებელია მხოლოდ ერთ პროგრამასთან მუშაობა). ალბათ მომავალში ეს შეიცვლება.
ხელნაწერი ტექსტის შეტანის შესაძლებლობა არ არის.
ფასები აშშ-ში (გაყიდვები ორ თვეში დაიწყება):

  • Wi-Fi, 16 Gb: $499
  • Wi-Fi, 32 Gb: $599
  • Wi-Fi, 64 Gb: $699
  • 3G, Wi-Fi, 16 Gb: $629
  • 3G, Wi-Fi, 32 Gb: $729
  • 3G, Wi-Fi, 64 Gb: $829

 

წყარო

http://jemalisblogi.blogspot.com/

ავტორი – lika151

მოამზადა ბექა გოგინაშვილმა
Sana.ge

 

ჯონი დეპი

 

ჯონი დეპი ყოველთვის გამოირჩეოდა ექსცენტრიულობით. მსახიობი ხშირად იცვლის იერს თავის ფილმებში, რის გამოც ხშირად მისი ცნობა შეუძლებელია. ჯონი დეპი ერთ–ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მსახიობია ჰოლივუდში. იგი ხშირად თამაშობს ძალიან ორიგინალურ ფილმებში და მაყურებელს მოწყენის საშუალებას არასოდეს აძლევს.

ჯონი დეპი გამოირჩევა ეგზოტიკური გარეგნობით, რომელიც მას ქალებისთვის მიმზიდველს ხდის. ეს ფაქტორი ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი მსახიობისთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქალების უმრავლესობა მის ფილმებს ნახავს, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ მისთვის სასურველი მსახიობი იხილოს ეკრანზე. ამიტომ ჯონი დეპის ფილმები ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდა.

ჯონი დეპს უამრავი კარგი როლი აქვს შესრულებული და ბევრ ცნობილ მსახიობთან აქვს ნათამაშევი ფილმებში. თუნდაც ალ პაჩინოს ხსენება რად ღირს. მათ ერთად ითამაშეს ფილმში “დონი ბრასკო”.

ჯონი დეპი ცხოვრებაში საკმაოდ გულღია და უშუალო ადამიანია, ეკრანზე კი უფრო უკარება ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა. სინამდვილეში ჯონი იმდენად ჭკვიან და ძლიერ პერსონაჟებს თამაშობს, რომ ძალაუნებურად მაყურებლისთვის მიუწვდომელი და უკარება ხდება. ჯონი დეპს პენელოპა კრუსთან ერთადაც აქვს ნათამაშევი ფილმში “კოკაინი”. ამ ფილმში აღწერილია ნარკობარონების ცხოვრება, ხოლო ერთ–ერთ მათგანს თავად ჯონი დეპი ასრულებს. პენელოპა მისი ცოლის როლს თამაშობს, რომელიც ყველაფერში მხარს უჭერს ქმარს. ამ ფილმმა ჯონის უდიდესი წარმატება და პოპულარობა მოუტანა.

რამდენიმე წლის წინ გამოვიდა ფილმი “კარიბის ზღვის მეკობრეები”, სადაც ჯონიმ ჯეკ ბეღურას როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი გაცილებით უფრო პრიმიტიულია, ვიდრე ჯონის სხვა ფილმები, ამჯერად მსახიობმა გადაწყვიტა უფრო მხიარული გამხდარიყო და კომედიაშიც გამოეცადა თავი. ფილმი ძალიან პოპულარული გახდა და ყველა გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ჯონი დეპს კომედიური ნიჭიც აღმოაჩნდა.

***

ჯონი დეპი დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს ქალაქ ოვენსბოროში, კენტუკის შტატში. ბავშვობა მან ოვენსბოროში გაატარა. იგი საკმაოდ მორცხვი იყო და არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებდა. თუმცა ჯონი ბეჯითი მოსწავლე იყო და კარგად სწავლობდა. 12 წლის ასაკში დედამ მას გიტარა უყიდა და ჯონიმ დაკვრაც ისწავლა. მსახიობს დღესაც უყვარს გიტარაზე დაკვრა. 1983 წელს ჯონიმ პირველი ცოლი მოიყვანა – ლორი ენ ელისონი, რომელიც ასევე დამწყები მსახიობი იყო. წყვილი ორი წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდა. თუმცა ჯონის ქალებთან ურთიერთობის პრობლემა არასოდეს ჰქონია. მომდევნო წლებში მან რომანი გააბა რამდენიმე თავის პარტნიორთან, თუმცა ხანგრძლივი არცერთი არ გამოდგა. 1994 წელს მსახიობი დააკავეს არაჰუმანური ქცევისთვის და ერთი კვირა ვირის აბანოში აყურყუტეს. მსგავსი შემთხვევები ჯონის კარიერაში საკმაოდ ხშირი იყო, განსაკუთრებით, როდესაც ნარკოტიკებს ეტანებოდა. ნარკოტიკების ტრფიალი ჯონის მისმა შეყვარებულმა, ცნობილმა ინგლისელმა მოდელმა ქეით მოსმა ასწავლა. ქეითს და ჯონის ვნებიანი რომანი ჰქონდათ და თავიანთ ურთიერთობას არასოდეს მალავდნენ. თუმცა არც მათი რომანი გაგრძელდა დიდხანს და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ამჟამად ჯონი დეპი დაქორწინებულია ფრანგ მომღერალსა და მსახიობზე, ვანესა პარადიზე. წყვილი უკვე 10 წელია, ერთად არის. ჯონი იმედოვნებს, რომ ვანესასთან იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩება, რადგან მან ჯონის ნანატრი ოჯახი და სიმშვიდე აჩუქა.

გთავაზობთ ინტერვიუს ჯონი დეპთან.

– ჰოლივუდში ყოველთვის გამოირჩეოდით იმით, რომ ცდილობდით ორიგინალური ყოფილიყავით. ამას ძალით აკეთებდით თუ ბუნებრივად გამოგდიოდათ?

– ზოგადად არ მინდოდა ერთფეროვანი ვყოფილიყავი და ჩემზე ეთქვათ, ერთი ტიპის როლებს თამაშობსო, ამიტომ ყველანაირად ვცდილობდი მაქსიმალურად მრავალფეროვანი ვყოფილიყავი და ეს გამომდიოდა კიდეც. როდესაც მსახიობობაზე გაქვს პრეტენზია, ვალდებული ხარ, ყველაზე პრეტენზიული მაყურებელიც ბოლომდე დააკმაყოფილო, ამიტომ საჭიროა ძალების ბოლომდე დახარჯვა და გამოყენება. როდესაც ხედავ, რომ რაღაც არ გამოგდის, უნდა ეცადო, რომ შეცდომებზე იმუშავო და იგივე შეცდომა აღარ გაიმეორო. ამისთვის უპირველესად გამოცდილებაა საჭირო. ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით.

– ცნობილი ფაქტია, რომ რაღაც პერიოდში ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყავით. როგორ შეძელით ამ სენის დაძლევა?

– ჯერ ერთი, ნარკოტიკებზე დამოკიდებული არასოდეს ვიყავი, მხოლოდ ვერთობოდი ხოლმე. თან ჰეროინს არასდროს ვეძალებოდი, რომელიც ყველაზე ძლიერი ნარკოტიკია. ხშირად ვყნოსავდი კოკაინს, მაგრამ ამას ჩემი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ზიანი არ მიუყენებია. საერთოდ, როცა ამის საჭიროება იყო, მაშინ ვანებებდი თავს ნარკოტიკებს. მთავარია, ნარკოტიკს ზედმეტად არ გაუშინაურდე, თორემ მისი ცოტათი მოხმარება სულაც არ არის ცუდი. ესეც ცხოვრებამ მასწავლა.

იხილეთ ვრცლად...

http://ilmfb.wordpress.com/

 

ავტორი – Tomushka

როგორც იქნა ”გვაღირსეს” ახალი გადაცემა და მორჩნენ დაბოლებას. უბრალოდ წარმოიდგინეთ ჯერ გადაცემა რაა თავისთავად და მერე ორჯერ რომ აჩევნებენ :D.

შორენას ღამის დღევანდელი თემა სექსუალური პრელუდიები იყო. ბევრი ლაპარაკისა და ე.წ. სიფათის კერვის გარდა შორენამ აგვიხსნა რა არის სექსუალური პრელუდია, როგორ უნდა ჩავატაროთ ის, რამდენი დრო არის საჭირო და ჰოი საოცრებავ ”ეროგენული ზონებიც” ახსენა. შორენა - ამას ნამდვილად არ გაპატიებს მართმადიდებელ მშობელთა კავშირი :D

იცოდით რომ ქალს აღგზნებისათვის მამაკაცზე მეტ დრო სჭირდება? რომ პრელუდიისათვის თურმე 15-20 წუთი უნდა დავთმოთ - ნეტა ამდენი დრო ვის აქვს :D

რომ სასურველია ბევრი კოცნა, მოფერება და ა.შ. მოკლედ რომ მოვჭრა, გადაცემაში ბევრი სიტყვები, ბევრი ”ეროტიკული” კადერები იყო, მაგრამ მათ ღირებულებას პირადად მე ვერ მივხვდი. თუმცა რამოდენიმე წინადადება მომეწონა შორენას მონოლოგში :ჵ კერძოდ კი მისი ”გამონათქვამი” ქართველ მამაკაცების შესახებ - თავი ცეცხლოვანი საყვარლები გონიათ, სინამდილეში კი არაფრის მაქნისები არიანო :D (ასე გამოუვიდა თორემ მთლად ასე კი არ თქვა)
რესპოდენტები: არ ვიცი ვინ უფრო გაფარჩაკდა - შორენა რომელიც მის რესპონდენტებს კამერის წინ კოცნას თხოვდა თუ ის შეყვარებული წყვილები (ცოლ-ქმარიც კი :D ) რომლებიც უარს ამბობდნენ ერთმანეთის კოცნაზე.
კოცნა - უფ, ბევრი ილაპარაკა, და არაფერი დამამახსოვრდა. :D
მოკლეთ აი ასეთი ამბები იყო დღეს გადაცემაში. ჩემი შენიშვნები ისევ იგივე რაც წინა გადაცემის დროს იყო -
ღამე შორენასთან 2

წყარო

http://tomushka.blogspot.com/



წყვილები ესპანელი არტისტის Reclarkgable პროექტია, რომელშიც ის ერთი და იგივე მოდელებს სხვა და სხვა ჩაცმულობაში და თმისვარცხნილობით იღებს.




 

ავტორი – Weekend Planner

თბილისის კინოთეატრში “ამირანი” დაიწყო ჩვენება ფილმის “ავატარი”. ფილმი ჯეიმს კემერონის მიერ არის გადაღებული და გაშვებიდან 50 დღეში 2 მილიარდი დოლარი “შეაგროვა”. მაშ ასე, მოიმარაგეთ პოპ კორნი,  პეპსი(კოლას ამირანში რატომღაც არ ყიდიან ) 3D სათვალეები და მოემზადეთ.

ადამიანები აღმოაჩენენ პლანეტას სახელად პანდორა. რომელზეც მოიპოვება  ძალიან ძვირფასი ქვა. იმისთვის რომ ამ ქვის საბადოები ხელში ჩაიგდონ, ადამიანებს უწევთ ბრძოლა პლანეტაზე მცხორებ ნაავიის რასასთან.
როლებში: სემ ვორზინგტონი, ზოი სალანდრა, სიგურნი უივერი, მიშელ როდრიგესი
imdb.com-ის მომხმარებელთა შეფასება: 8.6/10
ბილეთის ფასი: 10-15 ლარი.
გირჩევთ ბილეთები წინასწარ შეიძინოთ.

წყარო

http://weekend.ge/

 

ავტორი – ჯემალი

საინტერესო კვლევა ჩაატარა კომპანია Nielsen-მა. მან გამოთვალა, რომ 2009 წლის დეკემბერს ინტერნეტის სოციალური ქსელების უნიკალური ვიზიტორების რიცხვმა გადააჭარბა 300 მილიონს (კვლევა შეეხო ქვემოთ მოყვანილ ცხრილში წარმოდგენილ ქვეყნებს). მომხმარებელთათვის ყველაზე მიმზიდველი საიტებია სოციალური ქსელი Facebook (207 მლნ. უნიკალური ვიზიტი დეკემბერში) და მიკრობლოგების სერვისი Twitter.
საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში ერთი ვიზიტორი საშუალოდ 5 საათსა და 35 წუთს ატარებს თვეში. ეს 82%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინად.
ცალკეულ ქვეყნებს შორის 142 მილიონი უნიკალური ვიზიტით თვეში პირველ ადგილზეა აშშ. აშშ-ში მომხმარებელი სოციალურ ქსელებში ატარებს საშუალოდ 6 საათს თვეში. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ავსტრალია, სადაც მომხმარებელი ინტერნეტში საშუალოდ 6 საათსა და 52 წუთს ხარჯავს.

 

 

წყარო

http://jemalisblogi.blogspot.com/

 

 

 

ავტორი – lika151

 

 

 

 

წყარო

 

http://ilmfb.wordpress.com/




დამატებითი ინფორმაცია ესპანელი მხატვრის (და არა ფოტოგრაფის, როგორც თავიდან შეიძლება გეგონოს) შესახებ, შეგიძლია იხილო აქ