ყავით გატაცებული იტალიელები
Posted 5:00 PM by anano in თემები Halloween Town, Nataly, ეს საინტერესოა, იტალია, ცხოვრების სტილი
ავტორი – Nataly
დღეს ვათვალიერებდი ჩემს ძველ იტალიურსის წიგნს და რომ გადავხედე ამ სტატიას გადავწყვიტე გადამეთარგმნა რასაც შევძლებდი.. მართალია ძალიან პრიმიტიულ ენაზეა, მაგრამ ცოტა საინტერესოცაა.. :)
იტალიელები სიტყვით „ყავა“ თითქმის ყოველთვის გამოხატავენ „ესპრესოს“(espresso). ყავას ასე გამორჩეულს ძლიერი გემოთი და არომატით.
ყველაფერი კი დაიწყო 1901 წელს, როდესაც მილანელმა ლუიჯი ბეძერამ გამოიგონა ყავის დანადგარი ბარისთვის, რომელიც ყავის მცირე დროში მომზადების საშუალებას იძლეოდა. ასე, რომ ესპრესო(რაც ნიშნავს სწორედ მომზადებისა და მოხამრების სისწრაფეს) შევიდა იტალიელების ყოველდღიურ ცხოვრებაში და გახდა მთელი იტალის სიმბოლო.
ყავის დასალევად ნებისმიერი დრო მისაღებია.
მაკიატო(macchiato - ცოტა რძით); ლუნგო (lungo - თითქმის სავსე ფინჯანი მსუბუქი გემოთი), რისტრეტო (ristretto - ცოტა წყლით და ძლიერი გემოთი); ფრედო(freddo - ყინულით); კორეტო(coretto - ცოტა ლიქიორით). გარდა ამისა, ნებისმიერ იტალიურ სახლში საუზმობენ ყავა ლატეთი(caffelatte), რაც არის ცხელი რძე და ცოტაოდენი ყავა.
სხვა იტალიური ცხელი სასმელი, რომელიც ცნობილია მთელს მსოფლიოში არის კაპუჩინო(cappuccino). მისი სახელი კი გამომდინარეობს კაპუჩინელი ძმების ტანსაცმლის ფერიდან. კაპუჩინო - ეს არის ყავა ესპრესო ცოტა რძის ნაღებით.
რჩევის სახით: სადილის შემდეგ მოითხოვეთ ესპრესო კაპუჩინოს ნაცვლად. იტალიელებისთის წარმოუდგენელია კაპუჩინოს დალევა საჭმლის შემდეგ, მაშინ როდესაც ის ძალიან უხდება საუზმეს. ესპრესოს დასალევად კი ყველა დრო მიღებულია!
ფაქტები:
იტალიაში საშუალოდ დღეში ისმება 30 მილიონი ფინჯანი ყავა.
დაახლოებით 7,5 მილიონი ტომარა ყავა არის იმპორტირებული საზღვარგარეთიდან (დაახლოებით 76 მილიონი ტონა) ყოველწლიურად. აქედან 1,5 მილიონი მიდის ბარებში და დანარჩენი 6 მილიონი ოჯახებში ყოველდღიური მოხმარებისთვის. ერთი იტალიელი სვამს 600 ფინჯან ყავას წელიწადში: აქედან 70%-ს სახლში, 20%-ს ბარში და 10%-ს სამსახურში.
http://halloween-townn.blogspot.com/