ავტორი: zurriuss
თუ სილამაზეს გააჩნია საზღვარი, მაშინ ადამიანთა შეფასება უფრო მყარი და მტკიცე იქნებოდა რაღაცებსა და ვიღაცებთან მიმართებაში. თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ ტაჯ–მაჰალი ლამაზია, მაშინ უკვე გვეცოდინება ნულოვანი ანუ ათვლის წერტილი, საიდანაც ადვილად შევძლებთ, გამოვიანგარიშოთ, რა უფრო მეტად ლამაზია.
აქვე ჩნდება კითხვებიც: რატომ უნდა დაწესდეს სილამაზის ათვლის წერტილი? ან როგორი ვიზუალური მონაცემების საგანი უნდა იყოს ეს საწყისი? თუ ათვლის წერტილს დავიწყებთ ტაჯ მაჰალით, გამოდის, რომ მასზე ცოტათი ნაკლები (სხვადასხვა მიზეზით) ნაგებობები უშნოების მზარდი უსასრულობისაკენ მიემართება. შესაბამისად, ტაჯ მაჰალზე ლამაზი ნაგებობები უსასრულოდ ლამაზის შკალისაკენ დაეწყობა.
ბევრისათვის ეს დოგმაა, თავსმოხვეული იდეა, რომელიც ბლოკავს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. მე გეკითხებით თქვენ:
XXI საუკუნეში რა არ არის დოგმა? თავსმოხვეული დემოკრატია, როგორც ერთადერთი სწორი გზა.
ყველაფრის ფორმულირება და მშრალ ფაქტებამდე დაყვანა, ვინაიდან დრო არ იცდის და ფეხი უნდა აუწყო.
კუბიზმი: ხელოვნებაში, არქიტექტურაში, წერაში… ყველგან.
აქ კი საკუთარ თავთან მოვდივარ წინააღმდეგობაში. მე ყველაფერი ეს უპირობოდ მივიღე და დამეზარა, ტვინი გამენძრია და, ეგებ, ველოსიპედზე უკეთესი რამ გამომეგონა? თუ ყველაფერს რაღაც ჩარჩოებში ვაქცევთ, მაშინ სილმაზეს რატომღა ვერ მოვაქცევთ ჩარჩოში?
http://zurriuss.wordpress.com/