Enso

Posted 6:00 PM by Nina in თემები , , , ,

ავტორი: ჯიბლა

Enso Launcher - ეს არის პატარა აპლიკაცია, რომელიც ეშვება თქვენს ოპერაციულ სისტემაში და საშუალებას გაძლევთ, რომ სწრაფი წვდომა გქონდეთ თქვენს პროგრამებთან და საქაღალდეებთან.

ძალიან მარტივად, რამდენიმე ბრძანების კომბინაციით თქვენ შეძლებთ, რომ სწრაფად გახსნათ ნებისმიერი პროგრამა, ფოლდერი, ბრაუზერი, საიტი და ძებნაც კი მოახდინოთ Google-ში.

ინსტალაციის და გაშვების შემდეგ, თუკი დააჭერთ ღილაკს Caps Lock და ამასთანავე აკრეფთ Open და შემდეგ აპლიკაციის სახელს, პროგრამა მაშინვე დაიწყებს ჩატვირთვას.
მაგალითად, (Caps Lock) Open Calculator და გაეშვება კალკულატორი. იგივეა ნებისმიერ სხვა პროგრამაზე. საკმარისია აკრიფოთ პირველი რამოდენიმე სიმბოლო პროგრამის დასახელების და თუკი ასეთი აპლიკაცია მოიძებნება, მაშინ Enso თვითონ დაამთავრებს პროგრამის დასახელებას.

screen1

ასევე ძალიან მარტივია, რომ ჩვენ თვითონ ვასწავლოთ Enso-ს კონკრეტული ფოლდერები, ფაილები და URL-ები. ამისათვის საჭიროა, მოვნიშნოთ კონკრეტული ფოლდერი ან ფაილი ან URL, რომლის სწავლებაც გვინდა Enso-სთვის და Caps Lock-ის პარალელურად ავკრიფოთ learn as open და შემდეგ ჩვენთვის სასურველი ბრძანების სახელი.

screen3

იხილეთ ვრცლად

http://jiblog.ge/



0 comment(s) to... “Enso”