გოგი გვახარია – ელდარ შენგელაია

Posted 5:00 PM by Nina in თემები , ,

Posted by: burusi

ელდარ შენგელაიას შერეკილებმა, ქრისტეფორემ და ერთაოზმა, არა მარტო გაარღვიეს საპყრობილის კარები, დროისა და სივრცის შემოსაზღვრულობიდან უსასრულობაში გავიდნენ, არამედ ჩვენც, მაყურებელიც, “აგვიყვანეს” ამაოებაზე მაღლა და იქიდან, უსაზღვროებიდან, დაგვანახვეს ჩვენივე ბუნების სილამაზე და განუმეორებლობა.

საპყრობილის მეტაფორა განუწყვეტლივ თავს იჩენს ელდარ შენგელაიას შემოქმედებაშ: მონობას ნიშნავს დახავსებული ადათ-წესების დაცვა მის ადრეულ ფილმში “მიქელა”; მონობაა აგული ერისთავის უუნარობა განთავისუფლდეს თავისი კლიენტების “შეკვეთებისგან”, გადალახოს, ასე ვთქვათ, “ნორმალური ცხოვრების ნორმები”; მონობას, საკუთარ თავში ჩაკეტვასა და უკიდურეს ეგოცენტრიზმს გულისხმობს პლატონ სამანიშვილის ამაო ზრუნვა საკუთარი სამყოფლის შესანარჩუნებლად, რაც, საბოლოოდ, ამ სამყოფლის დავიწროებითა და შემოფარგვლით სრულდება. თავის ერთ ინტერვიუში ელდარ შენგელაია აღნიშნავდა: “ჩემი იდეალია, როცა ადამიანები მიდიან ზევით და წინ და ერთ ადგილს არ ტკეპნიან”. “შერეკილების” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ბევრი აღნიშნავდა, რომ ეს არის პირველი საბჭოთა ფილმი, რომელშიც დისიდენტების სახეები შეიქმნა – იმ ადამიანებისა, რომელთაც აპატიმრებენ, საგიჟეთში ამწყვდევენ. ჩვენს კითხვაზე, სად მიფრინავენ შერეკილები, ელდარ შენგელაიამ ასე გვიპასუხა…

იხილეთ ვრცლად

http://burusi.wordpress.com/



0 comment(s) to... “გოგი გვახარია – ელდარ შენგელაია”