Darwinism Vs Bible

Posted 3:00 PM by anano in თემები , , , , ,

ავტორი - Know-it-aLL

გამარჯობა !
გუშინ "პირველ არხზე" გოგი გვახარიას გადაცემას ვუყურებდი, რომელიც დარვინს და მის ევოლუციის თეორიას ეძღვნებოდა.
მთელი გულისყურით ვუსმენდი... სტუმრად კახა ბენდუქიძე ჰყავდათ მიწვეული.
ძალიან, ძაააალიან საინტერესო საუბარი შედგა.
ისაუბრეს საბაზრო ეკონომიკაზე, ბიოლოგიაზე, ევოლუციონიზმზე და ასე შემდეგ... და ეს ყველაფერი დარვინის თეორიებიდან გამომდინარე.
ბოლო ბოლო, საიდან წარმოიშვა ადამიანი?
ღმერთმა მართლა 7 დღეში შექმნა სამყარო? თუ ეს ყველაფერი პირობითია, და ეს 7 დღე შეიძლება მილიონობით წელს გაგრძელდა...?
დარვინის თეორია საფუძვლად უდევს საბაზრო ეკონომიკას.
ანუ გადარჩევის პროცესი მაქვს მხედველობაში. ძლიერი იმარჯვებს სუსტზე. ზუსტად ეს პრინციპია თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაში. კონკურენციის, ბრძოლის შედეგად იმარჯვებს უფრო ძლიერი.
კრეაციონისტების და ევოლუციონისტების დაპირისპირება დიდი ხნის დაწყებულია და კონსენსუსამდე ჯერ არ არის მისული.
გუშინ "თავისუფალ ზონაში" (გოგი გვახარიას გადაცემა) საუბრის შემდეგ აჩვენეს სურათი სახელწოდებით "ქარიშხალს მოიმკი" - "Inherit the wind".
ეს არის ფილმი შედევრი. სხვა ეპითეტს უბრალოდ ვერ იხმარ.
ფილმი ნამდვილ ამბავზე, ძალიან ცნობილ "მაიმუნების პროცესზე"- "The Great Monkey Trial"-ზე არის გადაღებული, რომელიც 1925 წელს გაიმართა ამერიკის ერთ-ერთ სამხრეთულ შტატში და სადაც ერთმანეთს ევოლუციონისტები და კრეაციონისტები დაუპირისპირდნენ.

იხილეთ ვრცლად...

http://yobspace.blogspot.com/



0 comment(s) to... “Darwinism Vs Bible”