საქართველოს პასუხი „სიმფსონებს“

Posted 4:02 PM by anano in თემები , ,

from – foreignpress.ge

ისინი  ყვითელკანიანი ანიმაციური ოჯახის წევრები არიან – მოშტერო ქმარი, ზედმიწევნით  თმადავარცხნილი ცოლი და მათი ორი შვილი. ყველანი ხელოვნურ ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ სიმფსონები არ გეგონოთ – მათ სამსონაძეები ჰქვიათ.

ადგილობრივ კინოხელოვანთა ეს ჩანაფიქრი, სამსონაძეები ქართული ტელევიზიის ეკრანზე, რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა და მას თავის უფრო ცნობილ ამერიკელ ანალოგებთან მხოლოდ მსგავსება როდი აკავშირებს.

გელა სამსონაძე, ჰომერ სიმფსონის მსგავსი პერსონაჟი, ქართულ ბანკში  მუშაობს და ყოველ კვირას სატელევიზიო შოუ  ოჯახში და სამსახურში მის ესკაპადებს აშუქებს.

ჰომერისა და მარჯის სამი შვილისგან  განსხვავებით,  სამსონაძეებს მხოლოდ ორი შვილი ჰყავთ – შორენა და გია. მათი თუთიყუში კოკიც, ასევე მთავარ როლშია.

სამსონაძეების კრეატორი და პროდიუსერი, შალვა რამიშვილი ამტკიცებს, რომ ეს შოუ სულაც არ არის სიმფსონების სრული ასლი. ის უფრო  სიმფსონებისადმი პატივის დადასტურებაა, ხოლო ქართულ ვერსიაში გამოყენებული მსგავსი იდეები ადგილობრივ კონტექსტსაა მორგებული.

იხილეთ ვრცლად...

http://foreignpress.ge/



0 comment(s) to... “საქართველოს პასუხი „სიმფსონებს“”