შორ(ს) ენა, შორენა…
Posted 7:10 PM by anano in თემები doin.ge, Mchxapneli, ამბები, საქართველო, სექსი, ტელევიზიაავტორი – Mchxapneli
“უსაშინლესი სექსუალური ცხოვრება მაქვს. უკანასკნელად ქალში მაშინ შევედი, როდესაც თავისუფლების ქანდაკებას ვესტუმრე” – ვუდი ალენი
“რატომ არის ტაბუდადებული ყველა ის სიტყვა, სადაც გვხვდება ჯადოსნური ბგერები: “ს”, “ე”, “ქ”, “ს” და “ი” – შორენა ბეგაშვილი
“ქსეროქსი, სექსტეტი, სასექსი” – ჩემი კონტრარგუმენტი.
რა ასოციაცია მოგდით თავში პირველად, როდესაც “შორენა ბეგაშვილი” გესმით?
ჰო, ეგ… და ამიტომაც, პირველივე გადაცემაში ბევრი მისგან წარმოუდგენელ ფურორს ელოდა. თუმცა, შოკამ ერის და–შოკვა რამდენიმე მიზეზის გამო ვერ შეძლო:
-
უპირველეს ყოვლისა, მას იმდენი “სითავხედე ეყო”, რომ ტელევიზორში გამოჩნდა და არ გაიხადა, როგორც ამას ბევრი თვალებმწყურვალი ელოდა;
-
უმეორეს ყოვლისა, თვალის მსგავსად, წყალი ვერც ყურმა დალია. არ ვიცი, რის მოსმენას ელოდებოდა მაყურებელი, მაგრამ 60–იან წლებში დაჩაგრული, უუფლებო ქალების მდგომარეობასა და ოჯახში მათ აწ პროგრესულად მზარდ როლზე გამოთქმულ მოსაზრებებს რომ არა, ფაქტია;
-
გარდა ამისა, გადაცემა ძალიან ჰგავდა პიკასოს ზოგიერთ ნახატს: სტრუქტურა ისე იყო არეული, სად თავი ჰქონდა და სად ბოლო, ვერ გაიგებდი (თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ტანი ნამდვილად ჩვეულ ადგილსა და ჩვეულ ფორმაში იმყოფებოდა);
-
სექსის ფილოსოფიური ანალიზი გასაკეთებლად სტეფანე მოიწვიეს;
-
ბუნდოვანი იყო გადაცემის არსი. წამყვანს მიზნად ჰქონდა დასახული, რომ რაც შეიძლება მეტჯერ გამოეყენებინა სიტყვა “სექსი” “ნებისმიერთვის, ნებისმიერდროს, ნებისმიერგან“.
”ჰოი, ქართველნო, არ შეცდეთ, ეს ალბათ, სოროსის მიერ დაგეგმილი “ქართულ–სექსუალური რევოლუციის” გეგმის პირველი ნაწილია, სადაც ჩვენს “უბირ ტვინებსა” და “სპეტაკ ცნობიერებაში” მსგავსი ტიპის “ხიხია” სიტყვები უნდა ჩაილექოს“; -
გადაცემას არ ერქვა: “მუსიკალური ღამე შორენასთან“, რის გამოც ზოგიერთს გადაცემის არსზე მცდარი წარმოდგენა შეექმნა და ეს ჩვეულებრიცი მუსიკალური ათეული თავიდან “სექსუალურ–შემეცნებით–საგანმანათლებლო” ჟანრში მოიაზრა;
(ისე, უკონტექსტოდ ჩაჩხერილი კლიპები რა შუაში იყო, მართლა ვერ მივხვდი)