ფილმი >The Box

Posted 5:42 PM by anano in თემები , , ,

ავტორი – zurriuss

შემეშინდა. დამაინტერესა. მომეწონა. გავამართლე.

დიახ, მე გავამართლე ის სისასტიკე, რაც ამ ფილმში ხდება. მიუხედავ იმისა, რომ მოთხრობილი ამბავი სრული ფარსია, ეს არ უშლის ადამიანთა ბუნების ბნელი მხარის წარმოჩენას. საკითხი ასეა დასმული:

დააჭერ ხელს წითელ ღილაკს და შენთვის სრულიად უცნობი ადამიანი მოკვდება. საამისოდ კი გადმოგეცემა 1 მილიონი დოლარი.

ყველა უბედურება სწორედ იმ უბედურების გამოაშკარავებიდან იწყება, რომ ადამიანს სხვისი უბედურება უბედურებად არ მიაჩნია. ეს ფაქტი ქმნის მოვლენათა ჯაჭვს, რომლის ბოლოც, რა თქმა უნდა, სიკვდილია.

ფილმი გათვლილია ადამიანების ეკრანთან “დაბმაზე”, თვალების გაფართოებასა და შიშზე. ორჯერ მეც წამოვხტი ადგილიადნ, ოღონდ ეგ ფილმის ხმაურიანი საუნდტრეკის უეცარი დაწყების ბრალი იყო.  ესეც, რა თქმა უნდა, ერთ–ერთი იაფფასიანი “ფიშკაა”. ასევე არ უნდა შეგაშინოთ ფილმის ერთ–ერთი პერსონაჟის, არლინგტონ სტიუარტის გარეგნობამ, რომელიც იმას გამოხატავს, რასაც პირველივე შეხედვიდან იგრძნობთ. მაგრამ ეს შთაბეჭდილება ნელ–ნეა გაგინელდებათ, თუკი კარგად დააკვირდებით.

მისტერ სტიუარტი აწარმოებს დაკვირვებას. თავისი ზებუნებრივი შესაძლებლობების წყალობითა და სასტიკი მეთოდით იგი ამტკიცებს, რომ ადამიანთა მოდგმა ბოროტების მონაა. რომ ადამიანს სხვისი მოკვლა არაფრად მიაჩნია, თუკი არ იცნობს მას და არც უნახავს იგი. ეს უკვე აღარ არის ფილმი. ეს შესაძლო რეალობაა.

ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ თუკი The box მართლაც მოხდება, ბევრი ჩვენგანი დაუფიქრებლად დააწვება წითელ ღილაკს და დამშვიდებული, არა, ოდნავ აფორიაქებული გაიმართლებს თავს, რომ უცხო ადამიანის სიკვდილი ისედაც ჩვეული მოვლენაა მსოფლიოში.

იხილეთ ვრცლად...

http://zurriuss.wordpress.com/



0 comment(s) to... “ფილმი >The Box”