საახალწლოდ ქართული ტრადიციული სუფრა 500 ლარამდე ჯდება

Posted 7:42 PM by anano in თემები , , , , ,

ავტორი – lika151

ქართულ ტრადიციულ სუფრას ბევრი ნიუანსი და საჭირო აქსესუარი სჭირდება. საახალწლოდ დიასახლისები ცდილობენ, ახალი საფირმო კერძით გაამდიდრონ თავიანთი სუფრა. მზარეული ნიკო სუხიაშვილი ახალ წელს ახალი საფირმო კერძით ხვდება. ფიქრობს, რომ ვეფხვის წელი ქართულ, ტრადიციულ სუფრას მეტ კლასიკურობასა და სიმკაცრეს შესძენს.

ნიკო სუხიაშვილი, მზარეული:

– ქართული სუფრა მეტად დოვლათიანი და მსუყე სუფრაა. მას არ უყვარს კლასიკური გარემო. აქედან გამომდინარე, თითქმის ყველა მზარეული ცდილობს, რომ მას თავისი ხიბლი არ დაუკარგოს. თუმცა 2010 წლის საახალწლო სუფრა კლასიკური ნიუანსებით იქნება გაფორმებული. თვითონ წელიც საკმაოდ კლასიკური და მკაცრი წელია, აქედან გამომდინარე, ტრადიციულ საცივსა და გოზინაყს ევროპული პატარა ნამცხვრებიც მიემატება.

– რამდენად რთულია საახალწლო სუფრის მომზადება?

– საკმაოდ რთულია სადღესასწაულო სუფრის მომზადება. ზოგი დიასახლისი ამისთვის წინასწარ ემზადება. მთავარია, საახალწლო სუფრის ნიუანსი ყველა დიასახლისმა წინასწარ გათვალოს და ყველაფერი ისე წარმართოს, როგორც საჭიროება მოითხოვს.

– რომელი კერძია საახალწლო სუფრის მთავარი ნიუანსი?

– ყველაზე უმთავრესი, ჩემი აზრით, საცივია. მისი კარგად მომზადება ყველა დიასახლისის მთავარი საზრუნავია. გოზინაყიც ერთ–ერთი ნიუანსია, რომელიც ყველა დიასახლისს არ გამოსდის. მას სპეციალური გარემო, მომზადების წესის ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. მეტად აქტუალურია ბოლოკიანი გოჭიც, თუმცა 2010 წლის სადღესასწაულო სუფრას, იმის მიუხედავად, რომ ვეფხვის წელიწადია, და ვეფხვს ხორცი ძალიან უყვარს, უფრო კლასიკური გარემო და მკაცრი სუფრა სჭირდება.

– რატომაა გოზინაყი ასეთი რთული მოსამზადებელი?

– გოზინაყი საკმაოდ რთული მოსამზადებელია. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ყველა კუთხეში მას თითქმის ერთი რეცეპტით ამზადებენ, გოზინაყი ყველა ოჯახში მაინც განსხვავებული გამოდის. ვერ გეტყვით, რა მოქმედებს – ინგრედიენტების ხარისხი და შემადგენლობა, თუ დიასახლისის ხელი, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი გემოს ორ გოზინაყს, ვერსად შეხვდებით.

იხილეთ ვრცლად...

http://ilmfb.wordpress.com/



0 comment(s) to... “საახალწლოდ ქართული ტრადიციული სუფრა 500 ლარამდე ჯდება”