ავტორი: Marr
უძველეს წარსულში სილამაზისათვის თმაზე ზეთს და ნელსურნელებას ისმევდნენ. გლოვის დღეებში თავზე ნაცარს იყრიდნენ. შემდეგ – რა უცნაურია – ცხიმი ადვილად იბანებოდა და თმა სუფთა და ბზინვარე ხდებოდა. ცხიმისა და ფერფლის ნაზავი – საპნისმაგვარია.
ამ ნაზავს იყენებდნენ ოთხიათასი წლის წინ, შექმნეს რა საპნის მაგვარი ნახევად თხევადი ნივთიერება «საპო». მას იყენებდნენ არა იმდენად ჰიგიენისათვის, არამედ კოსმეტიკური მიზნებით. წებოვანი, ადვილად შრობადი, ადვილად ჩამოსაბანი მასა გამოიყენებოდა თმის დასაყენებლად. გაიხსენეთ რთული მოწყობილობები თავებზე და წვრილად დახვეული წვერი ძველ ბაბილონურ გამოსახულებებზე.
ხოლო რეცხვისათვის იყენებდნენ სარეცხ თიხას და ისეთი მცენარეების წვენებს, როგორიცაა საპნის ფესვი. სარეცხი დაფის გამოგონების შემდეგ მეთექვსმეტე საუკუნეში გავრცელდა რეცხვის სხვა სახეობაც: თეთრეულს აწყობდნენ როფში, ზედ იშლებოდა ტილო, რომელზეც ყრიდნენ ნაცარს. როფში ტილოს ზევიდან ასხამდნენ ცხელ წყალს – ნაცართან შერევისას მიიღებოდა თუთქი, და თეთრეული უფრო სწრაფად ირეცხებოდა. რუსეთში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში საპნის მაგივრად აბანოში თუთქი მიჰქონდათ…
http://hazyland.wordpress.com/