ვის “აბოლებთ”?!… და რამდენიმე სხვა ბრილიანტი
Posted 1:00 PM by Nina in თემები doin.ge, იუმორი, მამაკაცი, მედია, ჟურნალისტი, სოციალური ქსელი, ქალიby Mchxapneli
…“ქველმოქმედება მაინცდამაინც მატერიალურ დახმარებას არ გულისხმობს. ამისათვის სრულიად საკმარისია ისიც, რომ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული რომანები იკითხო” – ჩემი მოკრძალებული აზრი
როგორც თავში მოგახსენეთ, ჩამოჰკრეს ავბედითმა ზარებმა და რომანი “როცა გზები დანაღმულია” დასრულდა. ამ ტრაგედიით გამოწვეული სულიერი დეფიციტის ამოსავსებად, მხოლოდ მეორე რომანი “შორეული ძახილი” საკმარისი ვეღარ იქნებოდა. სწორედ ამიტომ მკითხველებზე მზრუნველმა “რეიტინგის” ერთ–ერთმა ჟურნალისტმა ახალი პროექტი შემოგვთავაზა. “გამხელილი საიდუმლო” რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და დიალოგის (რომელიც გაცნობის ერთ–ერთ საიტზე შედგა) სახითაა წარმოდგენილი. ჟურნალისტი შესავალშივე გვაინტრიგებს, ამბობს რა რომ, დღეს ყველაფერი ვირტუალური, მათ შორის “ვირტუალური სექსიც” კი მოდაშია და ამბავში ასე შევყავართ:
“მკითხველთა ინტერესის გათვალისწინებით, (ვკვდებოდი, ისე მაინტერესებდა, ვიღაც ორი ტიპის მიმოწერა) გადავწყვიტეთ ერთ–ერთი ასეთი რეალური ვირტუალური სიყვარულის ისტორია გიამბოთ, რომელიც ჩვენმა მკითხველმა მოგვაწოდა. მისივე თხოვნით, წყვილის სახელებს ვცვლით. ყველაფერი ასე დაიწყო…”