Alanis Morissette

Posted 3:00 PM by Nina in თემები , , , , ,

ავტორი: lika151

ალანისი ოჯახში მესამე ბავშვი იყო. მას უფროსი ძმა ჩადი და ტყუპისცალი ვაიდი ჰყავდა. გოგონა კანადაში, ქალაქ ოტავაში, დაიბადა. მისი მშობლები – ალანი და ჯორჯია მორისეტები, უნგრელი ემიგრანტები იყვნენ და სამხედრო სკოლაში პედაგოგებად მუშაობნენ. პატარა ალანისი, ძმებთან ერთად, კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა და ძალიან უყვარდა მუსიკა… და მომღერალი ოლივია ნიუტონ–ჯონი.

ბერძნული სახელის მქონე (თუმცა, მას არანაირი ნათესავური კავშირი არ ჰქონია საბერძნეთთან) უნგრელმა გოგონამ 8 წლის ასაკში  სიმღერების წერა თავად დაიწყო. 10 წლის იყო, როდესაც სატელევიზიო შოუსთვის „You Can’t Do That“ კასტინგი წარმატებით გაიარა. რამდენიმე წელში (14 წლის) ალანისი ჯგუფთან „One-to-One“ თანამშრომლობას იწყებს და სიმღერებს ჯგუფისთვის თავადვე ჰქმნის. მან სტუდია „MCA“–თან კონტრაქტი გააფორმა.

1991 წელს გამოსული ალბომით „Alanis“, რომელმაც მოგვიანებით პლატინის დისკის სტატუსი მიიღო, მისი, როგორც მომღერლის დებიუტი შედგა. 1992 წელს მეორე ალბომი „Now Is The Time“ ჩაწერა, რომელიც არც ისე წარმატებული გამოდგა. 1994 წელს ( ამდროისთვის ის უკვე ლოს–ანჯელესში ცხოვრობდა) ალანისი კომპოზიტორსა და პროდიუსერს გლენ ბალარდს ხვდება. მისი დახმარებით ის „Maverick Records“–თან აფორმებს კონტრაქტს და ალბომს „Jagged Little Pill“ უშვებს, რომელმაც მომღერალს უამრავი ჯილდო, მათ შორის: „გრემი“ – „წლის საუკეთესო ალბომისთვის“, „ქალის საუკეთესო ვოკალისთვის“ და „საუკეთესო როკ–ალბომისთვის“ მოუტანა.

მომღერალმა კინოშიც მოსინჯა ძალები…  ფილმში „დოგმა“ ღმერთის როლი შეასრულა. ალბომი „Supposed Former Infatuation Junkie“, მის წინამორბეთან შედარებით, ნაკლებ რეიტინგული გამოდგა. ხოლო ალბომში „Under Rug Swept“ ალანისი კომპოზიციების ავტორ–შემსრულებელთან ერთად პრომოუშენსაც ითავსებს. სიმღერებში „Narcissus“ და „A Man“ მომღერალი საკუთარი დარდსა და განცდებზე იუმორით მოუთხრობს მსმენელს.

ბოლო წლებში მომღერალი საკმაოდ კარჩაკეტილად ცხოვრობს… მისი საზოგადოებასთან კონტაქტი მხოლოდ რამდენიმე  ინტერვიუთი შემოიფარგლა…

 

იხილეთ ვრცლად

http://ilmfb.wordpress.com/



0 comment(s) to... “Alanis Morissette”