ქართული მედიის შესახებ კვლევა

Posted 5:00 PM by Nina in თემები , , , , , ,

სივილ ჯორჯია

კვლევა, რომლის მიზანი საქართველოს მედიის მდგომარეობის შესწავლა იყო, აჩვენებს, რომ ახალი ამბებისადმი ინტერესი საქართველოს მოსახლეობაში უაღრესად დიდია და მათი უმეტესობა ტელევიზიებიდან მიღებულ ინფორმაციას კრიტიკული თვალით უყურებს.

კვლევის თანახმად, ტელევიზიების მიერ გადმოცემულ ახალ ამბებს ყოველდღიურად რესპონდენტების 84% უყურებს, უმეტესობა, დაახლოებით, ერთი ან ორი საათის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია ინფორმაციის მთავარ წყაროდ რჩება, ამ კუთხით მნიშვნელოვან როლს გაზეთები და რადიოსადგურებიც თამაშობენ, ინტერნეტის როლი კი სულ უფრო მზარდია. კვლევის თანახმად, ყოველდღიურად ინტერნეტს გამოკითხულთა 12%-ი მოიხმარს და მათ შორის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელებია.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ყველაზე პოპულარულია საქართველოში და მის საინფორმაციო გადაცემებს ყოველდღიურად რესპონდენტთა 79% უყურებს. კვლევის თანახმად, ”რუსთავი 2”-ის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია; მაშინ როდესაც რესპონდენტთა 59% აცხადებს, რომ ისინი გარკვეულწილად ენდობიან ამ ტელევიზიის ინფორმაციას, 51% ასევე აცხადებს, რომ ”რუსთავი 2”-ის ინფორმაცია ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება.

ვრცელი სტატია იხილეთ აქ

http://www.civil.ge/eng/



0 comment(s) to... “ქართული მედიის შესახებ კვლევა”