ავტორი: ♥ Malvina ♥
ფრედერიკ ბეგბედერი დღეისთვის საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარილი მწერალია. წლების მანძილზე იგი სარეკლამო ბიზნესში იყო ჩართული და ამ სფეროში საკმაო წარმატებასაც მიაღწია. 2000 წელს თავის სკანდალურ რომანში “99 ფრანკი”, ბეგბედერი მწვავედ აკრიტიკებს მისთვის კარგად ცნობილ სარეკლამო სფეროს და ფარდას ხდის მასში არსებულ ნაკლოვანებებს, რის შედეგადაც იძულებული ხდება დატოვოს სამსახური. იგი ჟურნალისტურ მოღვაწეობას იწყებს და პარალელურად ლიტერატურული კრიტიკოსის როლშიც გვევლინება. 2003 წელს მისი მორიგი რომანი “Windows on the world “, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტს ეხება, Interallié -ს ლიტერატურულ პრემიას იღებს…
99 ფრანკი
(ნაწყვეტი, შესავალი)
ყველაფერი დროებითია: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე. სიკვდილი იმდენად გარდაუვალია, სრულიად მოულოდნელად დაგადგება ხოლმე თავს. საიდან უნდა იცოდე, რომDდღევანდელი დღე უკანასკნელი არ აღმოჩნდება? ფიქრობ, დრო თავზე საყრელი გაქვს და უცბად, მორჩა, ყველაფერი მთავრდება, იძირები, იხრჩობი. სიკვდილი ერთადერთი პაემანია, წინდაწინ რომ არ გაქვს დაგეგმილი.
ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე. ამ წიგნს იმისთვის ვწერ სამსახურიდან რომ დამითხოვონ…
პოსტი ვრცლად და ლინკი ფილმის გადმოსაწერად იხილეთ აქ
http://iamnotpopular.wordpress.com/