ვეფხისტყაოსანი - ყველაზე გლამურული წიგნი

Posted 6:00 PM by Nina in თემები , ,

ავტორი: პაატა შამუგია, ალექსა ჩიღვინაძე

vfxsityaosani

…წიგნი ჩვენ მიერ ტარანტინოსა თანა მიწერილი (თარგმანი ინგლისურიდან)

ბატონო ქუენტინ,

სცენარზე მუშაობას მალე დავამთავრებთ. ახლა გიგზავნით სინოფსისს, რომელსაც ბოლო წერილში გვთხოვდით.

ე.ი როსტევანი არის ევრაზიული სინდიკატის ბოსი. ავთანდილი მისი მარჯვენა ხელი და ე.წ. შემსრულებელია. ფილმი იწყება თინათინისადმი (როსტევანის ქალიშვილი) მიძღვნილი წვეულებით, ღამის კლუბში შეშლილი, შიშველი ცეკვებით, კოკაინით და ხმაურით, გახდილი და დაბოლილი მოდელების დადაისტური ფრაზებით.

მომდევნო სცენა უკვე `ნადირობა”, წვეულებაზე ავთანდილი და როსტევანი დანაძლევდებიან, ვინ უფრო კარგი მსროლელია და ვინ უფრო მეტ ადამიანს დახოცავს. მეორე დღეს ერთ-ერთ უბანში, რომელიც მათთან დაპირისპირებული კლანი განაგებს, მოაწყობენ ხოცვა-ჟლეტას. როსტევანი საბჭოთა “ა-კა-ემის” ერთგულია, ავთანდილს კი მოდერნიზებული `ემ-16” აქვს, რის მეშვეობითაც ეს უკანასკნელი თავის ბოსზე სამჯერ მეტ ადამიანს გაუხვრიტავას შუბლს.

ამ ჰუმანური გართობის შედეგად გამხიარებული როსტევანი და ავთანდილი, თავიანთ ხალხთან ერთად სტრიპტიზ-ბარში ბრუნდებიან…

P.S. ბატონო ქუენტინ, ჩვენ მიერ გამოგზავნილ სანთლებს, რომელთა ანთებაც ვერ მოგიხერხებიათ, საქართველოში სხვა დანიშნულებით ვხმარობთ და თქვენთვის უცნობ სახელს `ჩურჩხელას” ვეძახით. უფრო დეტალურად მერე ტელეფონში აგიხსნით

იხილეთ ვრცლად ...

http://demo.ge/



0 comment(s) to... “ვეფხისტყაოსანი - ყველაზე გლამურული წიგნი”