ათწლეულის საუკეთესო მსახიობი ქალი
Posted 1:00 PM by anano in თემები popularpopcorn, ბლოგი, კინო, რეცენზია, როდრიგო სანტორო, ფილმები, შოუ ბიზნესი, ხელოვნებაავტორი – როდრიგო სანტორო
ახალი საუკუნის დადგომა ბევრმა დედამიწის აღსასრულად ჩათვალა, მაგრამ როგორც ვიცით ეს არ მოხდა. პირიქით, დედამიწა თითქოს უკეთესობისაკენ წავიდა და არც ნიკოლ კიდმანის კინოკარიერა აეწყო ცუდად. მისი ბოლო როლი საუკუნის მუწურულს კუბრიკის "ფართოდ დახუჭულ თვალებში" 1999 წ. ვიხილეთ, სადაც უკანასკნელად უწევდა პარტნიორობას თავის ყოფილ მეუღლეს ტომ კრუზს. ფილმი სავალალო აღმოჩნდა: 11 წლიანი თანაცხოვრება დაინგრა ტომ კრუზთან, თავად ფილმის რეჟისორი გარდაიცვალა.
2000 წელი კიდმანის ცხოვრებაში დეპრესიის ხანაა, ფუჭდება ურთიერთობები ქმართან. არც რაიმე კინოროლი ჩანს. და აი, 2001 წ. 8 აგვისტოს ყველაფერი მორჩა. 9 მაისს კი სატინის გმირმა გამოაცოცხლა სამყარო, თანაც მიუზიკლი! კიდმანს მანამდე ხომ არასოდეს ეთამაშა მსგავს პროექტში: ის მღეროდა, ცეკვავდა, ხტოდა, უყვარდა! ბაზ ლურმანის ხელწერამ ფილმი შედევრად აქცია. ნიკოლი ოსკარზე წარადგინეს, თუმცა სხვას ხვდა წილად ოქროს ქანდაკება. ქერათმიანის ცხოვრებაში დადგა მარტოობის წლები, უაზრო "სიყვარულობანას", ფუჭი რომანების და ჭორების ხანა. ვიდრე 2006 წ. არ იპოვა ნამდვილი გულის რჩეული... მაგრამ მანამდე ისეთი როლები შეიქმნა, რომ აჯობებდა მარტო ყოფილიყო ჩვენი გმირი!
http://popularpopcorn.blogspot.com/