ერთი წელი ლილოს ბაზრობის გარეშე :)

Posted 12:00 PM by anano in თემები , , , ,

ავტორი – Lord Vader

2004 წლის  თოვლიან და სუსხიან… ან ეგებ, თუნდაც თბილ და უთოვლო… მაგრამ ნამდვილად მშვენიერ შობის საღამოს ამერიკელი ბიზნეს-ჟურნალისტი სარა ბონჯორნი (Sara Bongiorni) საჩუქრებს ათვალიერებდა და ძალიან კარგ ხასიათზე იყო (საჩუქრების დათვალიერება მართლა ძაან მაგარი გამოგონებაა)… ჰოდა, შესანიშნავ ხასიათზე რომ იყო და საჩუქრის ყუთებს ხსნიდა და ათვალიერებდა – აბა ერთი რა გვაჩუქეს ამ საშობაოდო, უეცრად ჩაფიქრდა, თუ რამდენი რამ იყო ამ საჩუქრებიდან  ჩინეთში დამზადებული… თავადაც გაოცდა – იმდენი.

ჰოდა, სარა ბონჯორნიმ გადაწყვიტა, დამდეგი წელი ჩინური ნივთების გარეშე გაეტარებინა. ვნახოთ ერთი, რა გამომივაო – ფიქრობდა. ბოლო-ბოლო, ლუიზიანაში ვცხოვრობ თუ გუან-ჯოუშიო? არადა, როგორც 2005 წელმა დაადასტურა, დიდი განსხვავება არ ყოფილა :)

იხილეთ ვრცლად...

http://lifestylebox.wordpress.com/



0 comment(s) to... “ერთი წელი ლილოს ბაზრობის გარეშე :)”