ბონი და კლაიდი
Posted 1:00 PM by anano in თემები ucnauri.com, ამბები, ამერიკა, ეს საინტერესოა, უცნაური ამბებიავტორი – ani_ani
ბონი და კლაიდი
ბონი ელიზაბეტ პარკერი-დაიბადა 1910 წლის 1 ოქტომბერს ქალაქ როვენაში, ტეხასი. როცა ის 4 წლის იყო, გარდაიცვალა მისი მამა და დედა სამი შვილითურთ გადავიდა საცხოვრებლად დალასის გარეუბანში. მიუხედავად სიღარიბისა, ბონი სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით ლიტერატურას.
კლაიდ ჩესტნატ ბაროუ-დაიბადა 1909 წლის 24 მარტს, ქალაქ ტელიკოში, ტეხასი. ის იყო მე-5 შვილი ღარიბი ფერმერების ოჯახში. 16 წლისამ მიატოვა სკოლა და დაიწყო მუშაობა, თუმცა ფეხი ვერსად მოიკიდა. ის გატაცებულია ავტომობილებით და 1926 წელს პირველად ხვდება ციხეში ავტომობილის მოპარვის გამო. 1930 წელს ხვდება ბონი პარკერს. ამავე წელს ქურდობისა და შეიარაღებული თავდასხმისთვის ასამართლებენ კლაიდსა და მის ძმას, ბაკს. კლაიდს მიუსჯიან ორ, ხოლო ბაკს – 4 წელს. ბაკს იმავე წელს ათავისუფლებენ ”კარგი ყოფა-ქცევის” გამო, ხოლო კლაიდი ახერხებს ორ პატიმართან ერთად გაპარვას. გაქცევა, სავარაუდოდ, ბაკის ორგანიზებული იყო, ხოლო ბონი ასრულებდა შუამავლის როლს, მან გადასცა იარაღი ციხეში მყოფ კლაიდს. ერთი კვირის შემდეგ მას კვლავ აპატიმრებენ მიდლთაუნში (ოჰაიო), მიუსჯიან 14 წელს და გადაჰყავთ ჰანსტვილის ციხეში (ტეხასი).
1932 წელს კლაიდს ვადამდე ათავისუფლებენ ციხიდან და ის უკვე ბონი პარკერთან ერთად ხელახლა იწყებს კრიმინალურ კარიერას. ბონი და კლაიდი დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდნენ აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დიდი დეპრესიის დროს. ისინი ძარცვავდნენ ბანკებს და ქმნიდნენ ქაოსს. მათ 13 მკვლელობა და 12-მდე ბანკის ძარცვა მიეწერებათ, ასევე უამრავი ძარცვა მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებში. ისინი ცნობილნი იყვნენ ბაროუს ბანდის სახელით. ბაკ ბაროუ 1933 წელს გამოდის ციხიდან და მაშინვე უერთდება ბანდას ცოლთან, ბლანშთან ერთად. მათ გარდა ბანდას კიდევ ერთი წევრი ყავს – ჯოუნსი.