მმართველთა არაკომპეტენტურობის 10 ნიშანი

Posted 2:00 PM by anano in თემები , , ,

ავტორი – დელფი

 

გუშინ როგორც ყოველთვის ვათვალიერებდი ინტერნეტს და წავაწყდი სტატიას მმართველთა არაკომპეტენტურობის ნიშნებზე. ასეთი მმართველი სამწუხაროდ ბევრია, თანაც ყველანაირი ჯურის კომპანიაში. მოდით ვნახოთ ეს 10 ნიშანი:

1. უმოქმედობისაკენ მიდრეკილება
ყოველთვის არის უამრავი მიზეზი არ მივიღოთ გადაწყვეტილება, დაველოდოთ დამატებით ინფორმაციას, ვარიანტებს, აზრს. მაგრამ ნადვილი ლიდერები გვიჩვენებენ მუდმივ მოძრაობას მოქმედებებისაკენ. ადამიანები, რომლებიც არ ცდებიან, როგორც წესი არც არაფერს არ აკეთებენ. ლეგენდარული დევიდ ოგილვი ამბობდა, რომ კარგი გადაწყვეტილება დღეს იმაზე უფრო ძვირი ღირს, ვიდრე იდეალური შემდეგ თვეს. ერიდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ პასუხს გაურბიან.

2. გულჩათხრობილობა

„ჩვენ არ შეგვიძია ამის ხალხისათვის თქმა“ - ეს ფრაზა მუდმივად მესმის მმართველებისაგან. ისინი იცავენ ამ პოზიციას და ამას ასაბუთებენ სურვილით რომ არ გაუფანტონ ყურადღება, არ დააბნიონ ადამიანები, ვინაიდან ისნი ვერ მიხვდებიან, თუ რა ხდება კომპანიაში. თუ თქვენ თანამშრომლებს ისე უყურებთ, როგორც ბავშვებს, ისნი ზუსტად ასე მოიქცევიან, რაც პრობლემებამდე მიგვიყვანს. თუ მათ ექცევით როგორც ზრდასრულ ადამიანებს, ისნიც შესაბამისად დაიწყებენ მოქცევას. ინფორმაცია, რომელიც ბიზნესში უნდა კონფიდენციალური დარჩეს, არცთუისე ბევრია და კარგი მმართველი მას ადვილად გამოიცნობს. დამალვის მოყვარულს პრობლემები აქვს პატიოსნებასთან და ეშინია, რომ თუ ინფორმაცია გაჟონავს, ეს მას ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში. საიდუმლოებები კომპანიებს აქცევენ უნდობლობის პოლიტიკაში.
მე თვითონ არაერთხელ შემხვედრია ასეთი რამ, ალბათ თქვენც.

იხილეთ ვრცლად...

http://blog.gogelia.ge/



0 comment(s) to... “მმართველთა არაკომპეტენტურობის 10 ნიშანი”