მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები
Posted 12:00 PM by Nina in თემები jemalisblogi, ეს საინტერესოა, პოლიტიკაავტორი: ჯემალი
11 ნოემბერს ჟურნალ Forbes-ში გამოქვეყნდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია. არ არის გასაკვირვი, რომ სიის სათავეში ამერიკის პრეზიდენტია. არც ისე სასიამოვნოა მესამე ადგილზე რუსეთის პრემიერის, ვლადიმირ პუტინის ხილვა. მაგრამ ამ უსიამოვნებას სავსებით ანეიტრალებს ის, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ხუთეულში მოხვდნენ Google-ის დამაარსებლები სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი, ხოლო მეათე ადგილზე - ბილ გეიტსია. ამ ადამიანებმა გავლენა მოიპოვეს არა თანამდებობით, არამედ საკუთარი ცოდნით და შემოქმედებით. რაც უფრო დიდი იქნება ასეთი ადამიანების გავლენა, მით უფრო სამართლიანი და სრულყოფილი იქნება მსოფლიო.
http://jemalisblogi.blogspot.com/
0 comment(s) to... “მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები”