პროექტ ”უძველესი თბილისი”-ს პრეზენტაცია

Posted 1:00 PM by Nina in თემები , ,

ავტორი: wigni

დღეს 18:00 საათზე თბილისის ისტორიის მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ქ. თბილისის საკრებულოს ერთობლივი პროექტის ”უძველესი თბილისი”-ს პრეზენტაცია ეწყობა. პრეზენტაცია თბილისის ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური ექსპონატების გამოფენის ფონზე ჩაივლის. პროექტი “უძველესი თბილისი” არის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა, რომელიც თბილისის არქეოლოგიურ ძეგლთა აღნუსხვას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და არქეოლოგიური მუზეუმ-საცავის ინფრასტრუქტურის გამართვას ითვალისწინებს. დღესდღეობით არსებობს ორი თბილისი: ძველი და ახალი თბილისი. თუმცა რეალურად არსებობს მესამე, უძველესი თბილისიც, იგივე მიწისქვეშა თბილისი. ანუ ქალაქის ის ნაწილი, რომელიც მისი ისტორიის ყველაზე ადრეულ ეტაპებს მოიცავს და რომლის წარმოჩენაც უდიდეს პოპულარობას მოუტანს ჩვენს დედაქალაქს, როგორც ეკონომიკური, ტურისტული, ასევე სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო კუთხით. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია არაერთი უნიკალური ნივთი. მათ შორის…

იხილეთ ვრცლად...

 

http://sinatle.wordpress.com/



0 comment(s) to... “პროექტ ”უძველესი თბილისი”-ს პრეზენტაცია”