from – StartUp.ge
თუ გაქვთ სპეციალიზირებული ცოდნა თერაპიულ ფსიქოლოგიაში, და გსურთ თქვენი პროფესიით შემოსავალი მიიღოთ, დაარეგისტრირეთ სკაიპში ნიკი, და დაეხმარეთ ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში. ამ მომსახურების ძირითადი უპირატესობა იქნება კლიენტების კონფიდენციალურობა.
ადამიანებს გააჩნიათ ბარიერი უცხო ფსიქოლოგებთან პირადი გრძნობების გამხელის საკითხში. სკაიპით კი ნებისმიერი შეკითხვის დასმა და გულის გადაშლა იქნება შესაძლებელი. ფსიქოლოგი შემოსავალს მიიღებს ფასიანი ზარებიდან, რომელიც განხორციელდება სკაიპის მეშვეობით. დასაწყისისთვის შესაძლებელია რამდენიმე ადამიანთან , ან პირობითად პირველი 1 თვე კონსულტაციის გაწევა იყოს უფასო. სავარაუდოდ შემოსავალი არც თუ ისე ცოტა გექნებათ.
0 comment(s) to... “ფსიქოლოგი სკაიპით”