ჩაპლინი კაბით

Posted 12:21 PM by anano in თემები , , ,

ავტორი – fsiQe

ის ქართველებისთვის ერთ-ერთ არასაყვარელ წელს დაიბადა, ამავე წელს დაიბადნენ იტალიელი მსახიობი ივ მონტანი და ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე. თუმცა ამ ორს მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია მთელი მისი 73 წლიანი ცხოვრების მანძილზე. მისი მშობლები მასწავლებლები იყვნენ, არც ამას აქვს არავითარი კავშირი იმასთან, რითაც აღსანიშნავი და შესანიშნავია ეს ბოლონიელ-რომაელი ქალბატონი. ლიტერატურის მასწავლებელი გახლდათ თავადაც, პროფესიით. იმ დროისთვის ჯერ კიდევ დამწყებმა ვინმე ფედერიკომ მასში განსაკუთრებულობა დაინახა და ფილმში როლი შესთავაზა. შემდეგ პირველ პაემანზეც დაპატიჟა, ერთ მდიდრულ რესტორანში, რომელშიც აქამდე არც ერთი იყო ნამყოფი. 1943 წელს კი ისინი დაქორწინდნენ. მათი ქორწილი უბრალო და მოკრძალებული იყო. ქორწილის დღეს ისინი თეატრში ესტუმრნენ მეგობარს, ალბერტო სორდის. აქ მათ “პირველი ტაში” დაუკრეს. (ტაშს მათ მოგვიანებით არაერთხელ დაუკრავენ.) “ის მეტისმეტად ულამაზოა” ამბობდნენ პროდიუსერები. ამიტომ კაბიანი ჩაპლინი როლის გარეშე კარგა ხანს იყო. მეორე როლი 1948 წელს გამოსულ ფილმში შეასრულა. ეს იყო “ტრაგიკომიკური, კეთილი, გულღია, მიმნდობი” მეძავის როლი. არა, ეს კაბირია არ იყო, ეს იყო მარჩელა შემდეგი იყო “გზა” რომელმაც “კაბირიას ღამეებამდე” მიგვიყვანა. ფელინის მოთხოვნა, “ან ითამაშებს ჯულიეტა, ან ფილმი არ შედგება” წარმატების მომტანი აღმოჩნდა “გზისთვისაც” და ჯულია ანა მაზინასთვისაც, რომელიც უკვე ჯულიეტა გახლდათ.

იხილეთ ვრცლად...

http://fsiqe.wordpress.com/



0 comment(s) to... “ჩაპლინი კაბით”