როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი?

Posted 3:16 PM by Nina in თემები , ,

ავტორი: Natalie Saginashvili

surprised-man-reading-letter1

ბევრჯერ მინახავს ვაკანსია რომელიმე დასაქმების ვებ-გვერდზე, გამხარებია და ჩამითვლია, რომ ეს ზუსტად ის არის რასაც ესოდენ დიდხანს ვეძებდი. მაგრამ … „ოღონდ, ეს არა! თურმე, სამოტივაციო წერილს თხოულობენ!“ გული დამწყვეტია და ხელიც ჩამიქნევია. ეს თქვენც ბევრჯერ მოგსვლიათ, ხომ?  არადა, რატომ? სამოტივაციო წერილში ხომ არაფერია რთული და საშიში.  ეს სულ რაღაც პატარა ტექსტია იმის შესახებ, თუ რატომ გვინდა კონკრეტულ კომპანიაში მუშაობა და მეტი არაფერი. ეს  წერილი, როგორც წესი, ჩვენს რეზიუმეს ან CV-ის ახლავს თან და იმისთვისაა საჭირო, რომ HR მენეჯერმა გაიგოს თუ რატომ გვინდა მოცემულ კომპანიაში მუშაობა და რამდენად სერიოზულია ჩვენი მისწრაფება.

გოეთემ ერთხელ თქვა: „რაც უფრო ბევრი  სირთულეა, მით უფრო ახლოს ვართ მიზანთან“. ხოდა, მეც ამ პრინციპით ვიხელმძღვანელე, ნებისყოფა მოვიკრიბე და სამოტივაციო წერილის შედგენას შევუდექი. ცოტა ვიწვალე თუ ბევრი, გარკვეულ შედეგამდე მაინც მივედი. ახლა კი მინდა, რომ ჩემი შედეგი თქვენც გაგიზიაროთ

დავიწყოთ თავიდან: …

იხილეთ ვრცლად

http://hrworld.wordpress.com/



1 comment(s) to... “როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი?”