სამი რელიგიის ქალაქი

Posted 12:56 AM by teona dalakishvili in თემები ,

მოგზაურობა გადაწყვიტეთ? გსურთ მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია მიიღოთ, ბევრ ადამიანს შეხვდეთ და ეგზოტიკურ კულტურათა ნაირსახეობასაც გაეცნოთ? რთულია, შეარჩიო ისეთი ადგილი, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რამოდენიმე ქვეყნის მონახულება კი ძვირი სიამოვნებაა. თუმცა, არსებობს მრავალფეროვნებით გამორჩეული ადგილებიც. თუ თქვენ ჯერ არ მოგინახულებიათ ისრაელის დედაქალაქი, იერუსალიმი, შეგიძლიათ თამამად ესტუმროთ ამ უმშვენიერეს ქალაქს.
ალბათ უმეტესობამ იცის, რომ იერუსალიმი სამი რელიგიის ქალაქია: აქ წარმოიშვა იუდაიზმი და სწორედ აქ არის იუდეველების უძველესი ტაძრის ნანგრევი: გოდების კედელი, სოლომონის ტაძრის ჩვენამდე შემონახული ნაწილი. (ამ კედელში ასევე სურვილებს ტოვებენ და როგორც ამბობენ, ეს სურვილები ხშირ შემთხვევაში სრულდება) აქ დაიბადა ქრისტე და სწორედ აქედან იღებს სათავეს დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რელიგია, ქრისტიანობა, და ბოლოს სწორედ ამ მთაზე ესაუბრა ყურანის გადმოცემით მუჰამედი გაბრიელ მთავარანგელოზს. ეს ფაქტები უკვე ნათელყოფს ამ ქალაქის ეგზოტიკურობას და მრავალფეროვნებას, და ასევე აქ წარმოშობილ უამრავ კონფლიქტს, რომელზეც ლამის მთელი მსოფლიო უკვე 60 წელია მსჯელობს.
ნებისმიერი ტურისტისათვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საინტერესო სუვენირების შეძენაა, არც ამ მხრივ დარჩებით უკმაყოფილო, იერუსალიმის ჭრელი ბაზრები შემოგთავაზებენ ჩადრებსა და ჩილიმებს ჯვრებისა თუ ხატების გვერდზე, მართლაც და გაგაოცებთ კულტურული მრავალფეროვნება და ეგზოტიკურობა. აქვე წააწყდებით მრავალ ქურდბაცაცასა თუ თაღლითს (ამიტომ უმჯობესია თუ მარტო არ წახვალთ და რომელიმე ტურისტულ სააგენტოს მიმართავთ საინტერესო მარშრუტის შესარჩევად), ხოლო რაც შეეხებათ ქალებს, მათ თავისი სილამაზის მეშვეობით შეუძლიათ ფასებზე მოახდინონ ზემოქმედება მათსავე სასარგებლოდ.
ყოველივე ეს იზიდავს არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ კონფლიქტებსაც და ხშირად ფატალურ ტერაქტებსაც. თუმცა გახსოვდეთ, უკან დაბრუნებულს ყოველთვის საამაყო მოსაგონარი გექნებათ ის, რომ ომის ქარცეცხლს მშვიდობიანად დააღწიეთ თავი და თან ესოდენ მშვენიერი ქალაქი მოინახულეთ, ქალაქი, რომელზეც დღემდე დაობს მსოფლიო.


0 comment(s) to... “სამი რელიგიის ქალაქი”