უარის თქმის ხელოვნება
Posted 1:25 PM by teona dalakishvili in თემები თეონა დალაქიშვილი, ფსიქოლოგია, ცხოვრების სტილი
გსმენიათ იმის შესახებ რომ ჩინურ ენაში არ არის სიტყვა “არა”? გასაოცარია, მაგრამ ჩინელები არ ხმარობენ ამ სიტყვას ყოველდღიურ საუბარში, ერთი შეხედვით ეს საკმაოდ უცნაურია, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით რომ სიტყვა “არა” ხშირად ჩვენთვისაც უცხოა. თითოეულ ჩვენგანს ხშირად უჭირს უარის თქმა, რადგან არ ფლობს უარის თქმის ხელოვნებას.
სინამდვილეში კი ამ სიტყვის წარმოთქმა საკმაოდ ადვილი და ხშირად ჩვენთვის სასარგებლოცაა, გავიხსენოთ რამდენჯერ დაგვითმია ჩვენი გეგმები ან სურვილები მხოლოდ იმიტომ რომ გაგვჭირვებია ამ პატარა, მარტივი სიტყვის წარმოთქმა? რასაკვირველია არაა აუცილებელი ყველაფერზე უარი ვთქვათ და ყველა თხოვნას თავი ავარიდოთ (ბოლო-ბოლო ადრე თუ გვიან ჩვენც ხომ დაგვჭირდება სხვისი დახმარება) მთავარია იმდენად კარგად დავეუფლოთ უარის თქმის ხელოვნებას, რომ ეს ჩვენთვის არათუ მავნებელი და უსიამოვნო, არამედ მოსახერხებელი იყოს.
ჩვენ გვიჭირს “არას” თქმა, რადგან გვგონია, რომ შესაძლოა ეს უზრდელობაში ჩამოგვართვან. მაგრამ დაფიქრდით, განა სხვა შეცვლის საკუთარი დღის დაგეგმილ განრიგს იმისათვის, რომ დაგეხმაროთ? კარგად გააანალიზეთ, ის რასაც გთხოვენ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის? ღირს ამისთვის თქვენი საქმის გაფუჭება? არაა აუცილებელი მეგობრებისა თუ კოლეგების მკვახე “არა”-თი გასტუმრება, თასნამოსაუბრე უფრო კარგ ტონად ჩაგითვლით, თუ თქვენ დახმარებისათვის შესთავაზებთ სხვა, თქვენთვის მოსახერხებელ დროს, ან სხვასთან გაუწევთ კონსულტაციას (ჩინელები ხომ თავისდაუნებურად ყოველთვის ასე იქცევიან) არც მეგობარს დაწყვეტთ გულს და არც თქვენ საქმეს შეეშლება ხელი. უბრალოდ საჭიროა, დავეუფლოთ უარის თქმის ხელოვნებას და შევხედოთ “არა”-ს, როგორც პოზიტიურ პასუხს.
1 comment(s) to... “უარის თქმის ხელოვნება”