Camille - Music Hole

Posted 2:28 PM by Anonymous in თემები , , , , , , , ,

folder

ძალიან სკეპტიკურად ვიყავი ყოველთვის განწყობილი Camille-სადმი, ეს ფრანგი მსახიობი და singer-songwriter არასოდეს მიმაჩნდა ძლიერ მუსიკოსად და მის ახალ ალბომსაც დიდხანს უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევდი. Напрасно...

2005 წლის შემდეგ Camille -ს მხოლოდ ერთი საკონცერტო დისკი აქვს ჩაწერილი, ისიც 2006 - ში, სამ წლიანი პაუზის შემდეგ აპრილში გამოსული Music Hole პირადად ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. შესანიშნავი ვოკალური ტექნიკით სავსე, მშვენიერი არანჟირებით, უცნაური, ორიგინალური ჟღერადობით, სიახლეებით და მოულოდნელობებით სავსე დისკია. რითმ ენდ ბლუზის და პოპის გაერთიანება ყოველთვის კარგად შეეძლო Camille-ს, მაგრამ The Monk საერთოდ არ გავს დანარჩენ ტრეკებს. ეს სიმღერა უფრო ავანგარდია ვიდრე ინდი პოპი, Bobby McFerrin-ის, Björk-ის, Meredith Monk-ის მსგავსი ჟღერადობა, უტექსტო, თითქმის შვიდ წუთიანი სიმღერა თავისთავად საკმაოდ მრავალფეროვანია და მთელ დისკშიც უცნაური განწყობა შემოაქვს. თუ დისკის პირველი ხუთი კომპოზიცია აგაცეკვებთ The Monk აუცილებლად გაგაჩერებთ და გაიძულებთ გაჰყვეთ ამ საოცარ ხმას.

Cats And Dogs - ში მეტი ბლუზია, მეტი ნოსტალგიურ - ტომ ვეიტსური ჟღერადობა, რომელიც საბოლოოდ ისევ რითმულ ენერგიულ სიმღერაში გადაიზრდება. საოცრად ემოციური Winter's Child. ყველა სიმღერა დისკში სათითაოდ ძალიან საინტერესოა. ამას ყველაფერს შესანიშნავი ნამუშევარი ტექნიკური მხარე, არანჟირება და მიქსინგი ემატება და შედეგად გამოდის ალბომი რომელსაც პირღია ვუსმენდი.



0 comment(s) to... “Camille - Music Hole”