The YouTube Screening Room

Posted 10:26 PM by KOMUNA in თემები , , , , , ,

youtube

YouTube -მა ვირტუალური კინო დარბაზი შექმნა, სადაც დამოუკიდებელ რეჟისორებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები გლობალური აუდიტორიის წინაშე წარადგინონ. დამოუკიდებელი ფილმის შემქმნელები YouTube -ს საკუთარი ფილმების დემონსტრირებისთვის აქამდეც იყენებდნენ, მაგრამ ამ ე.წ. Screening Room -ის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის უკვე მოწესრიგებული და კარგად ორგანიზებული სისტემაა, საიდანაც სარგებელს (შემოსავალს) ყველა მხარე მიიღებს. შცრეენინგ ღოომ-ში კვირაში 4 ახალი ფილმის ჩვენება მოეწყობა, რომელსაც YouTube -ის სარედაქციო ჯგუფი შეარჩევს. ექსპერტები იმაზეც იზრუნებენ, რომ სისტემით თაღლითებმა არ ისარგებლონ და განთავისუფლდებიან საფესტივალო და პარტნიორებთან (მაგალითად Sundance Channel) ერთად შექმნილი ნამუშევრებისგან. ამჯერად წარმოდგენილი პირველი 8 ფილმიდან ჩვენებისთვის შერჩეულია შვედი რეჟისორის "Love and War" (stop-motion puppet movie); ოსკარზე ნომინირებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჯონ ლენონთან ინტერვიუს შესახებ "I Met The Walrus"და Miranda July -ის პერფორმანსი "Are You the Favorite Person of Anybody?". ავტორებს საკუთარი ფილმების ასლების (DVD) გაყიდვის შესაძლებლობაც აქვთ სპეციალური ღილაკით (‘Buy Now’) სარგებლობის შემთხვევაში, ამასთან ისინი საკუთარი ფილმების ჩვენებიდან წარმოქმნილი შემოსავლის ძირითად ნაწილსაც მიიღებენ. YouTube -ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ ხალხის ვიდეო რგოლები, რომლებსაც მილიონობით მაყურებელი უჩნდება, თვეში რამდენიმე ათასი დოლარის შემოსავალს მიიღებენ. მას შემდეგ რაც თებერვალში YouTube -ზე ნეშ ედგერტონის (Nash Edgerton) ცხრა წუთიანი ფილმის "Spider" ჩვენება გაიმართა, ფილმი აღმოჩნდა iTunes -ზე ყველაზე წარმატებულად გაყიდვადი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ხუთეულში.



0 comment(s) to... “The YouTube Screening Room”