სექსი, დიეტა და გამოცდები
Posted 1:09 AM by KOMUNA in თემები ამბები, თეონა გეგელია, სექსი, ცხოვრების სტილი, ჯანმრთელობა
| ცნობილი ფორმულა - დროსთან ერთად შეხედულებებიც იცვლება - ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე მეტად ამართლებს. თუკი ადრე მოზარდებს დროზე დაძინებას ურჩევდნენ, ახლა ეუბნებიან,რომ მათთვის აუცილებელი - სექსია. | ![]() |
საქართველოში მოზარდებისთვის ამ რჩევის მიცემას კიდევ დიდხანს ვერავინ გაბედავს, მაგრამ იტალიაში ეს უკვე გააკეთეს და როგორც ჩანს ამას იქაურ საზოგადოებაშიც მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. `სექსი თერაპიის მიზნით!?.. ანუ სექსი აუცილებელია!?” - პრესა გაოცებას ვერ მალავს და რჩევას (ალბათ მორალური თვალსაზრისით) გაუგონარს უწოდებს. მოკლედ ასეა თუ ისე, ზაფხულია, მოსწავლეები სიმწიფის ატესტატის მისაღებად გამოცდებს აბარებენ. იტალიელი სექსოლოგი კიარა სიმონელი (საპიენცას (Sapienza) უნივერსიტეტი, რომი) ამტკიცებს, რომ მოზარდებისთვის და სწორედ გამოცდების წინ სექსი არათუ მავნებელი, არამედ ძალიან სასარგებლოცაა `სექსი მნიშვნელოვანია სტრესის მოსახსნელად, ის ახალგაზრდების ფსიქო-ფიზიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს – ისინი გამოცდებზე უფრო მშვიდნი და მობილიზებულნი იქნებიან”. რეკომენდაციებში ტრადიციული რჩევებიც ძალაში რჩება, როგორებიცაა ზომიერი, ჯანმრთელი კვება, ძილი და სპორტი. ოღონდ სექსთან დაკავშირებულ რჩევაში ერთი არსებითი დეტალია, სპეციალისტები მკაცრად გირჩევენ `თუ გრძნობები არ გაქვთ ამას ნუ გააკეთებთ, რადგან სექსი არ არის მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში ან უბრალოდ თერაპია”.
