Mooncake - Lagrange Points 2008

Posted 10:24 AM by Anonymous in თემები , , , , , , , , , , ,

cover

ARTIST/BAND: Mooncake

SONG (mp3): Nine Billion Names

ALBUM: Lagrange Points

FILE UNDER: Indie / Experimental / Rock

LABEL: self-released

გამიტაცა რუსულმა პოსტ როკმა და მეც ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მშვენიერი საუნდია რუსულ ბენდებში და ძალიან უხდება პოსტ როკი ჩრდიოლოეთს. გავლენები რა თქმა უნდა ბევრია და ჩამოთვლას ალბათ აზრიც არ აქვს, რადგან თავისთავად გასაგებია იშვიათად თუ სცდება რომელიმე დღევანდელი პოსტ როკ ბენდი ან Godspeed You! Black Emperor-ის ან Sigur Rós -ის ფესვებს. რუსული Mooncake-იც არ არის გამონაკლისი. 10 მაისს გამოსული სადებიუტო Lagrange Points უკვე საკმაოდ დახვეწილი და კარგად დამუშავებული პოსტის ნიმუშია. დისკი თავიდან ბოლომდე ისმინება ერთ ამოსუნთქვაზე და ახერხებს არ იყოს მომაბერზრებელ-ერთფეროვანი, რაც ემბიენთ, პოსტ-როკ ჟღერადობის საშინელი პრობლემაა. დისკი ენერგიული Nine Billion Names-ით იხსება, რომლის შემდეგ მოკლე და მშვიდი L2 კარგ კონტრასტ ქმნის. საერთოდ მოკლე კომპოზიციებაი (L1-L5) მშვენივრად ავსებს ამ დისკს და ერთგვარი კონცეპტი შემოაქვს, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილებაც დაგრჩეს, რომ ეს სიმღერების უაზრო თაიგული არ არის და ბენდი ფიქრობდა ტრეკების თანმიმდევრობაზე, ერთიანობაზე. განსაკუთრებით დახვეწილი გამოვიდა Novorossiysk 1968, კარგად გამოყენებული ჩელოთი და ვიოლინოთი, რითმულობით, მელოდიურობით, დისტორშენით. მოკლედ საკმაოდ მრავალფეროვანი ტრეკია. ამ ალბომში უსაფუძვლო პრეტენყიებს ვერ შეხვდებით, მაგრამ შეხვდებით პატარა ფალშებს (აქცენტიანი ვოკალი The Horizons-ის დასაწყისში საშილად ჟღერს), მაგრამ მთლიანობაში ისიამოვნებთ. გადმოწერეთ უფასო Nine Billion Names და დანარჩენ ალბომზე თვითონ იფიქრეთ.



0 comment(s) to... “Mooncake - Lagrange Points 2008”