ავტორი: Merabino
Rob Lowe – გიტარა, პიანინო, ბანჯო
Michael Muller – გიტარა, ბანჯო, პიანინო
Aisha Burns– ვიოლინო
Nicole Kern – ჩელო
Travis Chapman – კონტრაბასი
2006 წელი. ოსტინი, ტეხასის შტატი. Rob Lowe და Michael Muller ქმნიან ჯგუფს სახელად Balmorhea (იკითხება როგორც Bal-moor-ay). ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ მათ შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს Claude Debussy-მ და Ludwig van Beethoven-მა.
2007 წლის აპრილში ჯგუფი უშვებს პირველ ალბომს – “Balmorhea“. 2008 წლის თებერვალში გამოდის “Rivers Arms“, რომელსაც მოჰყვება შეზღუდული რაოდენობით გამოცემული “Tour EP”. 2009 წელს ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა Western Vinyl Records-თან და გამოუშვა მესამე ალბომი “All is Wild, All is Silent”.
ბუნებრივია ამ ჯგუფის მოსმენა დავიწყე…
აი მოისმინეთ - ახალი ქართული indie rock ბენდი. Landmark თავიდან სამი მუსიკოსისგან შედგებოდა ეს იყო: დათო დათუნაშვილი - გიტარა, დათო აბაიშვილი - ბასი, ნიკა მაღლაფერიდზე დრამი, მაგრამ დრამიც არ ჰქონდათ თავიდან და ნიკა უბრალოდ ესწრებოდა რეპეტიციებს - თუ იპოდრომზე ორი აკუსტიკური გიტარით კვირაში რამოდენიმეჯერ დაკვრას რეპეტიცია შეიძლება დაერქვას საერთოდ. შემდეგ ვოკალის და კომპოზიციების დასრულებულ სიმღერებად გადაქცევის საჭიროება გაჩნდა და ჯგუფში ბასკი მოვიდა, რომელმაც თავისი სიმღერები მოიტანა Landmarkში. ინსტრუმენტების გარეშე (მეგობრებისგან ნათხოვნი გიტარებით) ორი კონცერტი გადააგორეს როკ კლუბში, რომელთაგან ერთერთი სრული კატასტროფა იყო.
საუნდს რაც შეეხება გავლენები იქიდან აქედან ძალიან ბევრია, როგორც სპეისზე უწერიათ: Velvet Underground, Radiohead, Oasis, Kasabian, The White Stripes,Feist (არა ეს Feist ძალიან მომწონს რა, Tom Waits კიდე მესმის, მაგრამ Feist? :) ) და სხვები და სხვები. საბოლოოდ ძლიერი garage riffებით სავსე ინდია ალტერნატივა გამოვიდა, რომელიც ხშირად post-rock-ისა და shoegaze-ისკენ იხრება (და ჩემი აზრით იქ მივა ცოტა ხანში თუ ბენდმა ამ მიმართულებით გააგრძელა დაკვრა). ჟღერადობა ხშირად გადატვირთულია ძლიერი დისტორსენით და რითმული ბასით, ამიტომაც ეს საუნდი ცოტა ძნელად ეტევა ისეთ პატარა კლუბებში როგორიც როკ კლუბია ან თუნდაც ლონდონ პაბი (სადაც სხვათაშორის ჯგუფის კონცერტი ჩაიშალა დენის გამორთვის გამო).
ბოლოს და ბოლოს ორი ტრეკის ჩაწერა მოხერხდა ნახევრად სახლის პირობებში, ნახევრად დაუსრულებელი მასტერინგით. ამ ნახევრად დემოებში მაინც კარგად ისმის ბენდის ჟღერადობა და ძალიან კარგია ის, რომ Landmark მიუხედავად ბევრი გავლენისა საკუთარ საუნდს ატარებს და საკუთარ მუსიკას უკრავს. ეს არც Sigur Ros-ია, არც Oasis-ი და არც Coldplay, ეს არის Landmark-ის საუნდი. We Are Landmark.
http://www.myspace.com/wearelandmark
ორივე ტრეკი უფასოდ შეგიძლიათ გადაწეროთ და მოისმინოთ.
გერმანული პოსტ-როკი. i am the architect 2007 წელს ჩამოყალიბდა გერმანიაში. მშვენიერი post-rock, ambient საუნდით სავსე ბენდია. ალაგ ალაგ Godspeed You! Black Emperor-საც გაგახსენებთ თუმცა ნაკლებად დეპრესიული და გაწელილია. მომწონს დისტორშენი და არც განწყობა აქვს ამ მუსიკას ცუდი, ხშირად კარგი ბას რითმები და მელოდიური სოლოებით სავსეა. თუმცა რაღაც მოჰარდროკო საუნდი დაჰკრავს გიტარას - მაინც კარგად ისმინება. ბენდმა 2008 წელს ერთადერთი დემო EP ჩაწერა - სახელწოდებით "11", რომელიც უფასოდ გავრცელდა ინტერნეტში. გადაწერე და შეაფასე.
ARTIST / BAND: The Long Blondes
SONG (MP3): Here Comes The Serious Bit
ALBUM: Couples
FILE UNDER: New Wave / Pop
LABEL: Rough Trade
INFO: გლამორული პანკი – ასეთი დასახელება მოუგონეს ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ამ კოლექტივის მუსიკას და ვფიქრობ რომ ეს ტერმინი ზუსტად აღწერს მათ შემოქმედებას. ჯგუფის მუსიკა ემოციურია, ფეთქებადი და ამავე დროს ყოველთვის დახვეწილი და გემოვნებიანი. ახალი ალბომი, სახელწოდებიდან გამომდინარე, სასიყვარულო წყვილების ურთიერთობებზე გვიამბობს და სავსეა რევერანსებით 80 იანების საკულტო პიროვნებების მიმართ (Roxy Music, Human League), ხოლო რაც შეეხება სტილს.
გარდა ამ ერთი სიმღერისა (Here Comes The Serious Bit) რომელიც უფასოდ შეგიძლია ჩამოტვირთო, აუცილებლად იხილე ვიდეო კლიპი სინგლისათვის Century
ARTIST/BAND: Mooncake
SONG (mp3): Nine Billion Names
ALBUM: Lagrange Points
FILE UNDER: Indie / Experimental / Rock
LABEL: self-released
გამიტაცა რუსულმა პოსტ როკმა და მეც ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მშვენიერი საუნდია რუსულ ბენდებში და ძალიან უხდება პოსტ როკი ჩრდიოლოეთს. გავლენები რა თქმა უნდა ბევრია და ჩამოთვლას ალბათ აზრიც არ აქვს, რადგან თავისთავად გასაგებია იშვიათად თუ სცდება რომელიმე დღევანდელი პოსტ როკ ბენდი ან Godspeed You! Black Emperor-ის ან Sigur Rós -ის ფესვებს. რუსული Mooncake-იც არ არის გამონაკლისი. 10 მაისს გამოსული სადებიუტო Lagrange Points უკვე საკმაოდ დახვეწილი და კარგად დამუშავებული პოსტის ნიმუშია. დისკი თავიდან ბოლომდე ისმინება ერთ ამოსუნთქვაზე და ახერხებს არ იყოს მომაბერზრებელ-ერთფეროვანი, რაც ემბიენთ, პოსტ-როკ ჟღერადობის საშინელი პრობლემაა. დისკი ენერგიული Nine Billion Names-ით იხსება, რომლის შემდეგ მოკლე და მშვიდი L2 კარგ კონტრასტ ქმნის. საერთოდ მოკლე კომპოზიციებაი (L1-L5) მშვენივრად ავსებს ამ დისკს და ერთგვარი კონცეპტი შემოაქვს, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილებაც დაგრჩეს, რომ ეს სიმღერების უაზრო თაიგული არ არის და ბენდი ფიქრობდა ტრეკების თანმიმდევრობაზე, ერთიანობაზე. განსაკუთრებით დახვეწილი გამოვიდა Novorossiysk 1968, კარგად გამოყენებული ჩელოთი და ვიოლინოთი, რითმულობით, მელოდიურობით, დისტორშენით. მოკლედ საკმაოდ მრავალფეროვანი ტრეკია. ამ ალბომში უსაფუძვლო პრეტენყიებს ვერ შეხვდებით, მაგრამ შეხვდებით პატარა ფალშებს (აქცენტიანი ვოკალი The Horizons-ის დასაწყისში საშილად ჟღერს), მაგრამ მთლიანობაში ისიამოვნებთ. გადმოწერეთ უფასო Nine Billion Names და დანარჩენ ალბომზე თვითონ იფიქრეთ.