სიერა ლეონელი რასტამანის ახალი ალბომი

Posted 3:29 PM by KOMUNA in თემები , , , , , , , , ,

გერმანიაში მცხოვრებმა და სიერა ლეონელი ფესვების მქონე მომღერალმა Patrice, 19 მაისს ახალი, რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი გამოუშვა. ალბომს FREE-PATRI-ATION ეწოდება და ის ლეიბლ Universal-ზე გამოვიდა. თუ წინა ალბომებში პატრისი ძირითადად რეგეის მღეროდა, ამ ალბომში შესული თრექების სტილი განსხვავებულია და მოიცავს ცოტა არენბის, ცოტა ფანკს, ცოტა ჯაზზს რაც საბოლოო ჯამში "სასიამოვნოდ მოსასმენ პოპს" ჰქმნის. მომღერლის განცხადებით მსგავსი  თავისუფლება მას უფრო მოსწონს, რადგან არ უწევს მხოლოდ რეგგეის ჩარჩოებში ყოფნა. ალბომში გამოკვეთილი ჰიტი არ არის, თუმცა ყველა თრექი სასიამოვნო მოსასმენია, რაც ალბომს აუცილებლად გაყიდის. საბოლოო ჯამში სახეზეა  მორიგი ხარისხიანი ალბომი მომღერლისგან, რომელიც უკვე დიდიხანია ჩემს მუსიკალურ კოლექციას ამშვენებს. იხილე პატრისის ოფიციალური ვებ-გვერდი.



0 comment(s) to... “სიერა ლეონელი რასტამანის ახალი ალბომი”