მაღაზიები გამყიდვლების გარეშე

Posted 2:36 PM by KOMUNA in თემები , , ,

გერმანულმა სავაჭრო გიგანტმა Metro -მ მსოფლიოს მომავლის სავაჭრო ცენტრის მოდელი შესთავაზა. ასეთ მაღაზიებში გამოყენებული იქნება უახლესი ტექნოლოგიები და ის გამყიდვლების გარეშე იმუშავებს. კერძოდ, მომხმარებელს საყიდლების შეძენაში მობილური ტელეფონი (Mobile Shopping Assistant) და საკუთარი თითის ანაბეჭდი დაეხმარება. მაღაზიაში შესული მყიდველი ჯერ საკუთარი თითის ანაბეჭდს ტოვებს, შემდეგ მიდის თაროებთან და მისთვის სასურველ პროდუქტს მობილური ტელეფონით ფოტოს უღებს, ამასთან კადრში უნდა მოხვდეს პროდუქტის შტრიხ კოდი; სალაროსთან მისულს კი სკანერი დახვდება, მასთან ტელეფონის მიახლოვებითა და სპეციალურ ადგილას თითის დადებით ის ყიდვის პროცესს დაასრულებს და თავის პროდუქტებთან ერთად თავისუფალი იქნება. ტელეფონის და ავტომატიზირებული სალაროს გარდა მომავლის მაღაზიებში სიახლეს `ჭკვიანი” მაცივარი და დეგუსტაციისა და წონის სადგური წარმოადგენს. კომპანია Metro -ს წარმომადგენლებს იდეის ეკონომიკურ წარმატებაში ეჭვი არ ეპარებათ, სხვაგვარად ახალი ტექნიკის შეძენაში მილიონიან ინვესტიციებს არ ჩადებდნენ. პრეზენტაცია გერმანიის ქალაქ თონისვორსტში (Tönisvorst) მაღაზიების ქსელ ღეალ-ის ერთ-ერთ ფილიალში გაიმართა. ინოვაციის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ახალ სისტემას მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგავენ.

დამატებითი ინფორმაცია იხილე აქ



1 comment(s) to... “მაღაზიები გამყიდვლების გარეშე”